პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები

ჭეშმარიტი ქრისტიანი ისაა, ვინც ქრისტეს გულით ატარებს.

შეუძლებელია, იყო ქრისტიანი, თუ არ ცხოვრობ ქრისტიანულად.

მრისხანება ადამიანის ბუნებაა, ხოლო მისი მოთოკვა - ქრისტიანისა.

მაღალია ქრისტიანის წოდება: ბევრი უნდა იშრომო, რომ აღასრულო იგი.

ქრისტიანი ისაა, ვისაც ჭეშმარიტი სარწმუნოება აქვს და კეთილი ზნეობა.

ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანობაში ვერ წარემატება, ქრისტიანი არ არის.

ქრისტიანი ცხოვრებას მწუხარებაში ატარებს, სამაგიეროდ - კვდება სიხარულში.

ქრისტიანი მოძულებულია წუთისოფლისგან, სამაგიეროდ შეყვარებულია უფლისგან.

ქრისტიანისთვის ყოველი დრო დღესასწაულია - მისთვის მონიჭებული მადლის გამო.