ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები

ჭეშმარიტი ქრისტიანობა - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა. ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

იმ ზომად ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, რა ზომად იესო ქრისტე ჩვენს გულში გამოიხატება და გაცოცხლდება. მთელი იესო ქრისტეს ცხოვრება, შობიდგან ამაღლებამდინ, ყოველი ქრისტიანი კაცის გულში უნდა განმეორდეს და შესრულდეს. პირველად, ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

სამი არის თვისება, ანუ სათნოება, რომელიც მიუცილებლად უნდა ჰქონდეს ნამდვილს ქრისტიანეს; გარეშე ამათ სამთა სათნოებათა კაცი არ იქმნება ქრისტიანე: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. სამი არის თვისება, ანუ სათნოება, რომელიც

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თუ გსურს, რომ ღვთის კაცი იყო, ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფე, სამგვარი უარისყოფა აღასრულე, სამი საგანი უარჰყავ: შენი თავი, სოფელი და სხვანი კაცნი. შენ თავს ნუ ეფერები, ნუ მისდევ სოფელს, ნუ პირმოთნე იქნები სხვათა კაცთა, გარდა ღვთისა ნურა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თუ შენ, ძმაო, გსურს, რომ მართლა სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანე იყო, პირველად, ჰაზრი უნდა გქონდეს განათლებული და დამყარებული იმ სწავლითა, რომელიც გამოგვიცხადა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან, გარდმოგვცეს მოციქულთა, განმარტეს წმიდათა მ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი ქრისტიანე? მით, როდესაც ქრისტეს გულისთვის მოითმენ ჭირსა და განსაცდელსა ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტი ქრისტიანე მხოლოდ ის არის, რომელიც თავის თავს არ დაზოგავს ქრისტეს სჯულის შენახვისათვის. რით შეგიძლიან დაამტკიცო, რომ შენ ხარ ნამდვილი

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვინაითგან თქვენ, ძმანო, ახლა ხართ ქრისტიანენი, ეცადენით, რომ საქმით იყვნეთ ქრისტიანენი და არა მარტო სახელით. უმჯობესია, რომ კაცი სრულიად არ მოინათლოს, ვიდრე მონათლული ცუდად იქცეოდეს. მონათლული უმეტესსა მიიღებს ღვთისაგან სასჯელსა. ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ: „ესრედ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“. თუ შენს კეთილს საქმეს და ცხოვრებას იხილავს უცხო კაცი, მაშინ იგი ა... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა, ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი. ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ვისაც სურს, რათა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე და აცხოვნოს სული თვისი, მას უნდა ქონდეს ორი ესე: მართლმადიდებელი სარწმუნოება და კეთილი ყოფაქცევა. ვისაც სურს, რათა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი

link

ჭეშმარიტი ქრისტიანობა, გამონათქვამები

2