
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
გახსოვდეთ, ადამიანი კი არ კვდება, გარდაიცვლება მხოლოდ. მისი სული უკვდავია, იგი თხოულობს ჩვენგან დახმარებას. ამავე დროს, ისიც შეგვეწევა ღვთის წინაშე თავისი ლოცვით.
ადამიანი არ კვდება, მხოლოდ გარდაიცვლება სხვა, მარადიულ ცხოვრებაში. სხეული მიწისაგან არის მოღებული და მიწადვე მიიქცევა. ხოლო სული ღმრთისაგან არის და ღმერთთან წავა.
მომაკვდავებს ეს (სულიერი ხედვა) ხშირად სიკვდილამდე ეწყებათ და, როცა ჯერ კიდევ ხედავენ გარშემომყოფთ და საუბრობენ კიდეც მათთან, იმასაც ხედავენ, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
უფალი იესო ქრისტე თავად გვაუწყებს, რომ სიკვდილის მომენტში სულს ანგელოზები ეგებებიან: „და იყო სიკვდილი გლახაკისაი მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა“ (ლუკ. 16, 22).
გულდასმით უნდა ვიკითხოთ დიდებულთა და ღვთისსათნო ჩვენთა წინაპართა ისტორია, უნდა საფუძვლიანად გავეცნოთ წმიდათა ცხოვრებებს, რათა ვისწავლოთ, როგორ განვლიოთ საწუთრო და როგორ შევხვდეთ აღსასრულს.
მტკივნეულია ახლობელთან განშორება, მაგრამ ცრემლებისა და მწუხარების მიღმა უნდა დავინახოთ ნათელი დაუღამებელი, რომლითაც მოცულია განსვენებულის სული; უნდა დავინახოთ ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევა.
გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.
მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ჟამსა აღსასრულისას ხელთაგან ეშმაკთასა და განბჭობისა და ცილობისაგან, და საზარელ გამოცდისაგან და მწარეთა საზვერეთაგან და მძვინვარისა მის მთავრისაგან ღმრთისმშობელო და საუკუნოისა სასჯელისაგან.
115. როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმ... იხილეთ სრულად