image
image
9
10
11
12
image
image
Loading..
image

თემა: მონაზონთათვის

სამთავროს მონასტერში ერთი უცნობი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. როდესაც მამა გაბრიელმა დაინახა, დაუწყო ხმამაღლა ყვირილი და უშვერი სიტყვებით ლანძღვა. უცნობი ქალი კარგა ხანს მშვიდად და მორჩილად უსმენდა მას. ლანძღვის მერე მამა გაბრიელმა სით... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზონთათვის

ღვთივსათნო ცხოვრების უმთავრესი მტერი მრავლისადმი მზუნველობაა. ეს არის ღერძი, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავ თვითგამომგონებლური ამსოფლიური საქმიანობა. გათენებიდან გვიან დაღამებამდე, ყოველ დღე, დაარბენინებს ის თავის სათნომყოფელებს ერთი ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზონთათვის

საქმიანობის ყველანაირი სახე და განრიგი კარგია, თუ ღვთის ხსოვნას უწყობს ხელს. აუცილებელი როდია წინასწარ რაიმე დაიგეგმოს. თუ ერთი საქმე ლოცვას გწყეტთ, უნდა მიატოვოთ დამეორეზე გადახვიდეთ. ვთქვათ, გადაშალეთ წიგნი და კითხვა დაიწყეთ, მა... იხილეთ სრულად
link
 

თემა: მონაზონთათვის

ერთხელ ერთი მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა:
-ამქვეყნიურ ცხ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზონთათვის

დასევდიანებულმა მონოზონმა არა უწყის რა სულიერი ტკბობის შესახებ, მწუხარება კი სულის მჭუნვარებაა და მრისხანე გულისსიტყვების შედეგია. ბრაზიანობა შურის მიგების სურვილია და მწუხარება მოაქვს შურისძიებაში წარუმატებლობას. სევდა ლომის ხახა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზონთათვის

რა მოხდებოდა, ორშაბათი დღე მაინც არ ყოფილიყო მონასტერში მარხვა?კაცო, ოთხშაბათი და პარასკევი გამიგია, მაგრამ ეს ორშაბათი ვინ მოიგონა, ჩქარა გაახსნილეთ, (ორშაბათი მონოზვნებმა მისი კურთხევით გაახსნილეს, მოვიდა ოთხშაბათი), მოყვასნო, პარასკევი ქრისტეს ჯვარცმის დღეა და გასაგებია, ეს ოთხშაბათიც გასაგებია, მაგრამ ჩემი კურთხევით გაახსნილეთ. (ხუთშაბათს მონოზვნები დაიმალნენ, პარასკევიც არ გაგვიხსნილოსო. ამის შემდეგ მტკიცედ იცავდნენ მარხვას კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს).
link
image

თემა: მონაზონთათვის

694. შეშვენის თუ არა მონაზონს ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა?მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება. სურს თუ არა, თავისი ქონებისათვის, ყანებისა და სამკვიდრებლისათვის მრავალ შფოთს შეეყრება, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ დასჭირდება მთავართა და ხელმწიფეთა შეწევნა, რაც აქცევს მას იმათ მონად, რის გამოც ბევრს მტრად გაიხდის, რადგან ზოგი მის ყანას მიიტაცებს, ზოგი მის ვენახს ავნებს ან მის ნათესებში პირუტყვს შეუშვებს, ზოგი წყალს შეუწყვიტავს და ყოველივე ამას უეჭველად მოყვება შფოთი და მტრობა, შემდეგ საჭირო გახდება მეფეთა და მთავართა მოშველიება. აქედან, საინტერესოა, რა უნდა ირგოს იმ მონაზონმა, რომელმაც დატოვა სოფელი და კვლავაც დარჩა ქვეყნიური საქმეებით გატაცებული? წმ. ზოსიმე პალესტინელი
link
image

თემა: მონაზონთათვის

989. შეიძლება თუ არა, რომ საქველმოქმედო საქმეთა აღსრულების მიზნით მონაზონმა დაუტევოს ლოცვა და მდუმარება?თუკი ქველმოქმედების საქმეების გამო მონაზონმა ლოცვა და მდუმარება უნდა დაუტევოს, დაე, წარხდენ საქმენი ესე.
link
image

თემა: მონაზონთათვის

583. მოისმინა რა ეს აბბა ემელიანემ, ღმერთი ადიდა და ბერს უთხრა: ჩემო მამაო! მე ახალბედა ვარ და არაფერი ვიცი, რა ვუთხრა ძმებს, რას მიბრძანებ?უთხარი მათ შემდეგი: „უფალი იესო, რომელმაც თქვა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა“ (იოანე 14, 18), თქვენზე ზრუნავს; თქვენ კი საკუთარ თავს ყოველმხრივი სიმდაბლით და ღვთისადმი სიყვარულით დაუკვირდით, და ის გაკურთხებთ და თქვენი მფარველი და წინამძღვარი იქნება“. ასევე უთხარი მათ: „დაე ნურავინ დამალავს აზრებს, ვინდაიდან, ვინც ზრახვებს მალავს ბოროტი სულები ხარობენ მასზე და გამეტებით ცდილობენ მისი სულის დაღუპვას“. თუ ძმათაგან ვინმე თავის აზრს გაგიცხადებს, მაშინ გონებით მიმართე უფალს: „უფალო! რაც შენთვის სათნოა ძმის სულის საცხოვნებლად, გადმომეცი, რომ ვუთხრა მას, რათა შენი სიტყვა ვთქვა და არა ჩემი“; და რაც გონებაში მოგივა უთხარი, ხოლო შენთვის თქვი: ეს ჩემი სიტყვა არაა, რამეთუ წერია: „რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა“ (1 პეტ. 4, 11).
link
image

თემა: მონაზონთათვის

668. როდესაც აუცილებელია ქალებთან საუბარი, როგორ მოვიქცე და როგორ ვილაპარაკო? მითხარი, ღვთისმოსაობის ან თანაგრძნობის საბაბით, გამართლებულია თუ არა მათ საქმეებში მონაწილეობის მიღება?ყოველ შემთხვევაში, ვინც საღმრთო საქმეში გაუცნობიერებელია, მისთვის ქალებთან საუბარი საზიანოა. ასე რომ, რამდენადაც შესაძლებელია, შორს იყავი მათგან. ნუ გამოეკიდები ქალებთან საუბარს, რამეთუ ეს შენთვის უსარგებლოა, თუნდაც ისინი კეთილი ზნისანი იყვნენ. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჯერ თავი ვერ დავაღწიეთ ამ წუთისოფელს, და ზოგჯერ აუცილებლობა საქმეებზე, ან (აუცილებლად საჭირო) რაიმე საკითხზე მათთან საუბარს გვაიძულებს, ამიტომ წინასწარ უნდა ავიღოთ მაგალითი იმ ადამიანისაგან, რომელსაც აუცილებლობის გამო ცეცხლთან ახლოს უწევს საქმიანობა. ის ყველანაირად ფრთხილობს, რომ ცეცხლმა არ დაწვას. ყველანაირი საქმისას ჩვენც ასე უნდა მივმართოთ ქალებს, თითქოსდა ცეცხლთან მივდივართ. ყოველმხრივ უნდა განვმტკიცდეთ ღვთის შიშში, რათა, როდესაც გვგონია, თითქოს მათგან სარგებელს მივიღებთ, მოჩვენებითი სარგებელი დიდ ზიანად არ გადაგვექცეს. ხოლო, თუ გვსურს, ღვთის გულისათვის, ასეთ საუბარს საერთოდ ავარიდოთ თავი, მაშინ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აუცილებელი საქმე სხვა პიროვნების დახმარებით აღვასრულოთ. ისე, შემთხვევით, ქალებს ყურებას ნუ დავუწყებთ. თვალებს თავის ნებაზე ნუ მივუშვებთ, ნუ შევყოვნდებით მათთან საუბარში, რადგან მათგან გულისთქმის ცეცხლი იშვება, ამიტომ შევეცადოთ სწრაფად გავშორდეთ მათ და ღმერთს ვევედროთ, რათა მან დროის ამ რთულ მონაკვეთში, ჩვენს წინაშე დაგებული ეშმაკის მახისაგან გვიხსნას და განუწყვეტლივ გვახსოვდეს ღმერთი; მის უდიდეს ძალას შეუძლია ჩვენი უძლურების დაფარვა ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეოხებით, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
9
10
11
12
image
image