image
image
21
22
23
24
25
image
image
Loading..
image

თემა: ეკლესია

332. სასარგებლოა თუ არა ჩვენი სულისათვის ეკლესიაში შესვლა ისეთ დროს, როცა იქ არ აღესრულება ღვთისმსახურება?მოდი, არა მარტო ისეთი შეკრების ჟამს, როცა წმიდა წერილი და მამათა სწავლებანი იკითხება, არამედ ნებისმიერ დროს, მხოლოდ შემოდი წინაკარში და იმწუთშივე გადასდებ ყოველნაირ ამაო საზრუნავს. დადექი კარიბჭესთან და შენს სულში რაღაც სულიერი ნიავი დაბერავს. ეს სიჩუმე შიშს ჩაგაგონებს და სიბრძნისმოყვარებას გასწავლის, გონებას გაგინათებს, დღევანდელობას მიგავიწყებს, მიწიდან ზეცაზე აგიყვანს.
link
image

თემა: ეკლესია

153. შეიძლება თუ არა იმ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფა, რომელიც სამოციქულო გადმოცემით მივიღეთ?ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და ქადაგებებისაგან ზოგიერთი მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ხოლო ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში. რადგან, თუკი გავბედავთ დაუწერელ წეს–ჩვეულებათა უარყოფას, როგორც თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონეთ, მაშინ შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში და უარესშიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შეგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით, რომ ვარის ნიშს გადავსახავდეთ? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ, პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? და კიდევ, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხევთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? ანდა თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რაზედაც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ.
link
image

თემა: ეკლესია

68. რას ამბობენ წმ. მამები იმათ შესახებ, რომლებიც არღვევენ ეკლესიიის ერთიანობას და განხეთქილება შეაქვთ მასში?მტერმა გამოიგონა წვალებანი და განხეთქილებანი, რათა დაამხოს სარწმუნოება, თვით ქრისტეს სახელით აცდუნოს გაუფრთხილებელნი, დაამახინჯოს ჭეშმარიტება, დაარღვიოს ეკლესიის ერტიანობა. თვით ეკლესიიდან იტაცებს ადამიანებს და სწორედ მაშინ, როდესაც ისინი უახლოვდებოდნენ ნათელს... ჰგონიათ, თითქოს ნათელში ვლენან და ღამის წყვდიადში კი დაეხეტებიან. ასეთია მტრის მანქანება, რომელიც მოციქულის თქმით, გარდაისახება "ანგელოსად ნათლისა" (2 კორ. 11, 14) და თავის მსახურებს ნათლის მსახურებად წარმოადგენს. ისინი კი... ტყუილს სიმართლედ აცხადებენ და დახვეწილი მზაკვრობით განაქარვებენ ჭეშმარიტებას. ეს იიმიტომ ხდება, საყვარელო ძმეობ, რომ არ მიმართავენ ჭეშმარიტების საწყისს, არ ეძიებენ მის სათავეს, არ იმარხავენ ზეციური მოძღვრის სწავლებას. განა შეუძლია მას, ვინც არ იცავს ეკლესიის ერთიანობას, ჩათვალოს, რომ სარწმუნოებას იცავს?
link
 

თემა: ეკლესია

1531.რა არის მსოფლიო საეკლესიო კრება?მსოფლიო საეკლესიო კრება არის სრულიად ეკლესიის ეპისკოპოსთა, როგორც წმიდა მოციქულთა მემკვიდრეთა შეკრება.1532.ქრისტეს რომელი გამონათქვამების და აღთქმების საფუძველზე გამოაქვს განჩინებები მსოფლიო საეკლესიო კრებებს ზოგადსაეკლესიო საკითხების გადასაჭრელად?გამოაქვს ქრისტეს შემდეგი გამონათქვამებისა და აღთქმების საფუძველზე:
1. ,,რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა" (მთ.18,20);
2. მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მთ.28,20);
3. ,,ხოლო ნუგეშინის-მცემელი იგი სული წმიდაი რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ" (ინ.14,26).
1533.რას ნიშნავს უფალ იესო ქრისტეს ეს აღთქმანი?ეს ნიშნავს, რომ უფალი თვისი ღმრთაებრივი ბუნებიტ მარად ჰგიებს ეკლესიაში და სული წმიდასთან ერთად, მადლით მოქმედებს კანონიკურად მოქმედ საეკლესიო კრებების განჩინებებზე, რათა მათი განწესებანი არ გადაიხაროს ღმრთის მიერ განცხადებულის საწინააღმდეგოდ.1534.აქვთ თუ არა საეკლესიო კრებებს უფლება იქადაგონ ახალი მოძღვრება, რაიმე დაამატონ, ანდა შეცვალონ იმაში, რაც ღმრთისგან განგვეცხადა?არა აქვთ, რამეთუ ისინი შეკრებილნი არიან მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღძრული საეკლესიო საკითხები გამოიკვლიონ და განაკანონონ ღმრთის მიერ განცხადებულის შესაბამისად, როგორც მან მოაღწია ჩვენამდე წმიდა ზეპირი გადმოცემებისა და წმიდა წერილის მეშვეობით.1535.როდის შეძლო ქრისტიანულმა ეკლესიამ მსოფლიო კრებების გამართვა?შეძლო მხოლოდ მასშემდეგ, როდესაც თავისუფლება მოიპოვა, რამეთუ დევნის ჟამს მას არ შეეძლო მსოფლიო საეკლესიო კრების გამართვა.1536.რამდენი საეკლესიო კრება ჩატარდა?ქრისტიანობის ადრეული ხანიდან ჩვენს დღემდე მრავალი საეკლესიო კრება ჩატარდა, მაგრამ მათგან მხოლოდ შვიდი იყო მსოფლიო საეკლესიო კრება.1537.რა ეწოდება საეკლესიო კრების დადგენილებას?საეკლესიო კრების დადგენილებას ეწოდება ,,განწესებანი" (ბერძნულად - კანონები).1538.აქვს თუ არა მართლმადიდებელ ეკლესიას საეკლესიო კანონები ჯერ კიდევ დევნის დღიდან?აქვს, კერძოდ, ე.წ. მოციქულთა განწესებანი, აგრეთვე რამდენიმე ადგილოობრივი კრების კანონები.1539.რას ვუწოდებთ მოციქულთა განწესებებს?მოციქულთა განწესებად მიჩნეულია ის კანონები, რომლებიც თუმცა დაიწერა მოციქულთა აღსრულების შემდეგ, მაგრამ მათი განჩინებების საფუძველზე, როგორადაც იყო ისინი დაცული ზეპირ გადმოცემებში.1540.თუ ჩაწერა ზოგიერთმა წმიდა მამამ ზეპირ გადმოცემაზე დაყრდნობით რაიმე საეკლესიო კანონები?ზოგიერთმა წმიდა მამამ ჩაწერა რამდენიმე საეკლესიო კანონი ზეპირი გადმოცემიდან. ესენი იყვნენ: წმიდა ბასილი დიდი, წმიდა გრიგოლ ნოსელი, წმიდა გრიგოლ ნაზიაზელი, წმიდა ამფილოქე და სხვები.
link
image

თემა: ეკლესია

477. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად–პირადად“ (ფსალმ. 44, 9)?ამჯერად წინასწარმეტყველი ეკლესიაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ქება–ქებათა გვატყობინებს, რომ „ერთ არს ტრედი სრული“ (ქებ. 6.8) ქრისტესი, რომელიც კეთილი საქმეებით განთქმულებს ქრისტეს მარჯვნივ მიიღებს და ვითარცა მწყემსი ცხოვარს თხისაგან, მათ უკეთურთაგან გამოარჩევს. ამგვარად წარდგება დედოფალი ე.ი. უცოდველი სული, სიძე – სიტყვასთან შეუღლებული და ნაზიარები ქრისტეს სამწყსოსთან, წარდგება მარჯვნით მაცხოვრისა სამოსლითა ოქროქსოვილითა ანუ სულიერი მოძღვრებების მრავალფეროვანი ქსოვილით დიდებულად და წმინდად მოკაზმული. რამდენადაც დოგმატები ერთგვარნი როდია, არამედ ნაირ–ნაირი და მრავალსახოვანი, თავის თავში მოიცავენ რა ზნეობრივ, ბუნებისმეტყველურსა და დაფარულ სწავლებებს, ამიტომაც როგორც ფსალმუნი ამბობს: ფერად–ფერადია სამოსელი პატარძლისა.
link
 

თემა: ეკლესია

1468.როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრი?იკითხება ასე: ,,(მრწამს) ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".1469.რას ვაღიარებთ სარწმუნოების სიმბოლოს მეცხრე წევრით?ვაღიარებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ ეკლესია დააარსა ადამიანთა განსანათლებლად და სახსნელად.1470.რა არის ეკლესია?ეკლესია არის ღმერთისგან დადგენილი ადამიანთა საზოგადოება:
1. რომელთაც სწამღ, რომ უფალი იესო ქრისტე არის მხოლოდშობილი ძე ღმრთისა, რომელმაც კაცობრიობის ადამიანური სხეული და სული შეიმოსა;
2. აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს საკუთარ და საზოგადო თავად;
3. უფალ იესო ქრისტესთან ერთად თანაზიარნი არიან სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის და წმიდა საიდუმლოებათა;
4. აღიარებენ საეკლესიო განჩინებას, რომელიც უფალ იესო ქრისტეს მიერ დადგენილი და დაცულია კანონიერად დადგენილ ეპისკოპოსტა მიერ.
1471.რას ნიშნავს სიტყვა ,,ეკლესია"?სიტყვა ,,ეკლესია" წარმოსდგება ბერძნული სიტყვა ,,კირიაკე"-დან და ნიშნავს საღმრთო საზოგადოებას, ე.ი. უფლისა და ღმერთის იესო ქრისტეს საზოგადოებას.1472.როგორ იწოდებიან ეკლესიის წევრები?ეკლესიის წევრები იწოდებიან ქრისტიანებად.1473.რას ნიშნავს სიტყვა ,,ქრისტიანი"?სიტყვა ,,ქრისტიანი" წარმოსდგება სიტყვა ,,ქრისტე" - სგან და ნიშნავს ქრისტეს მოწაფეს ანუ მიმდევარს.1474.როდის წარმოიშვა წოდება ,,ქრისტიანი"?წოდება ,,ქრისტიანი" აღმოცენდა ჯერ კიდევ წმიდა მოციქულთა ხანიდან, კერძოდ კი ქალაქ ანტიოქიაში, სადაც უფალ იესო ქრისტეს მორწმუნეებმა პირველად უწოდეს თავიანთ თავს ქრისტიანები" (საქ.11,26).1475.ვინ მიეკუთნება მიწიერ ეკლესიას და ვინ-ზეციურ ეკლესიას?მიწიერ ეკლესიას მიეკუთნებიან ის ქრისტიანნი, ვინც მიწაზე ცხოვრობს, ხოლო ზეციურ ეკლესიას-ანგელოზები და ის ქრისტიანნი, რომელნიც მიიცვალნენ ღმრთის მადლით.1476.არსებობს ურთიერთკავშირი და ერთობა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის?არსებობს იმდენად, რამდენადაც მათ ერთი თავი ჰყავთ - უფალი იესო ქრისტე.1477.როგორ აღესრულება კავშირი მიწიერ და ზეციურ ეკლესიათა შორის?კავშირი აღესრულება ურთიერთ სიყვარულით, ურთიერთ ლოცვითა და ვედრებით.1478.რას ვუწოდებთ მიწიერ და ზეციურ ეკლესიების წევრების ლოცვით კავშირს?ლოცვით კავშირს ვუწოდებთ ,,წმინდანთა კავშირს".1479.ვინ ითვლება მართლმადიდებელ ქრისტიანად?მართლმადიდებელ ქრისტიანად ითვლება ის, ვინც კანონის მიხედვით იქნა მონათლული და სწორად სწამს ის, რაც ღმერთმა გამოგვიცხადა, და როგორც ეს არის გადმოცემული წმიდა გადმოცემებსა და წმიდა წერილში.1480.რა არის ეკლესიის ამოცანა?ეკლესიის ამოცანაა:
1. უვნებლად დაიმარხოს ძველი ქრისტიანული გარდმოცემა,
2. სწორად განმარტოს წმიდა წერილი და უქადაგოს ყველა ხალხებს,
3. ღმრთის სიტყვის ქადაგებით, ღმრთის მსახურებით, წმიდა საიდუმლოებების აღსრულებით და ქრისტიანული წესრიგით ადამიანთა წარმართვა სულიერი სრულყოფილებისა და წმიდა ცხოვრებისაკენ.
1481.რას უწოდებს პავლე მოციქული ეკლესიას?უწოდებს ქრისტეს სხეულს, ეკლესიის ცალკეულ წევრებს კი ქრისტეს სხეულის ნაწილებს (ეფ.1,22-23; Iკორ.12,27).1482.რას ნიშნავს რწმენა ეკლესიის მიმართ?ნიშნავს:
1. მისდამი კუთვნილებას,
2. მისდამი მოკრძალებულ პატივისცემას,
3. ხელმძღვანელობას მისი განწესებით, იმის ურყევი რწმენით, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მასთან მუდმივ ერთობაშია, ვითარცა თავი მისი.
link
image

თემა: ეკლესია

832. ჩემო მამაო! ძალიან მამძიმებენ ის ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან მოყვასის წყენას. როდესაც ვეპასუხები, მათი მტერი ვხდები, დამხმარე კი არავინ მყავს და ჩემი ეკლესიიდან წასვლა მინდა.მითხარი, ცოდვაა თუ არა მოციქულის მცნების დარღვევა? აშკარაა, რომ გადაწყვეტილებით ეს ცოდვაა. ხოლო თუ ცოდვაა, მაშინ იცოდე, რას ამბობს მოციქული: "შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ" (1 კორ. 7, 27). შენ ეკლესიაზე დაგაქორწინეს. მაშ, ნუ ეძებ მის მიტოვებას, რამეთუ სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს ყველანაირ განსაცდელს დაუქვემდებარებ და შენს საქციელს ინანებ. ამგვარად, ყველაფერი, რაც შეგემთხვევა, მამაცურად მოითმინე და მომავალში ღვთისაგან წყალობას მიიღებ, რამეთუ მან თქვა: "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მათე 10, 22). შეეწინააღმდეგე ბოროტებას და უფალი შენს ფერხთით დაამხობს შენს მტრებს და ისინი, პირიქით, დაგიმეგობრდებიან: "სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის (ზირ. 4, 28). დაბეჯითებით ნუ ეძებ ადამიანთა დახმარებას; რამეთუ ვისაც ადამიანის იმედი აქვს, მალე ეცემა. ღვთის შეწევნა ბევრად აღემატება ურიცხვი ადამიანების დახმარებას; რამეთუ წერილი ამბობს: "უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს, რაი მიყოს მე კაცმან?" (ფსალ. 117, 6). ასე რომ, უფლის მიერ განიმტკიცე გული, გამხნევდი, გამაგრდი, და უფალი შენთან იქნება.
link
image

თემა: ეკლესია

871. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მთა ღმერთისა, მთა პოხილი, მთა შეყოფილი, და მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო, მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რაეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად“ (ფსალმ. 67, 15,16)?“მთა ღმრთისა, მთა პოხილი“. მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს. „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?“ შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „???????????სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3,2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ“, თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა“; და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“ (ფსალმ. 131.14).
link
 

თემა: ეკლესია

1571.რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე?მდგომარეობს იმაში,
1.რომ ეკლესია იკურთხა უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოხსნით,
2.რომ მასში მუდმივად ჰგიებს უფალი იესო ქრისტე და სული წმიდა მოქმედებს მასზე,
3.რომ ადამიანები ღმრთივსათნო ცხოვრებისაკენ მიჰყავს და მრავალი წმინდანია დავანებული მასში.
1572.ეკუთვნიან თუ არა ეკლესიას ცოდვილნი?ეკუთვნიან, რამდენადაც მათ სწორად ნათელ იღეს, რამეთუ უფალი იესო ქრისტე ეკლესიას ადარებს ყანას, სადაც პურთან ერთად ღვარძლიც ხარობს მკის დღემდე, ეკლესიის მიზანი კი არის ღმერთთან მიიყვანოს თავისი შეცთომილი წევრები.1573.არ ირღვევა ეკლესიის სიწმიდე მის ცოდვილ წევრთა სიმრავლით?არ ირღვევა, რამდენადაც ისინი ცოდვებისაგან წმიდა საიდუმლოებებით, განსაკუთრებით კი სინანულის საიდუმლოთი იწმიდებიან.1574.რა ხდება, როცა ეკლესიის ცოდვილი წევრები ჯიუტობენ და არ განეშორებიან თავიანთ ცოდვებს?ასეთ შემთხვევაში ისინი განიკვეთებიან ეკლესიისაგან ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენელთა გადაწყვეტილებით, ანდა ღმრთის მსჯავრით, ასე რომ ამ შემთხვევაშიც ეკლესიის სიწმიდე ურღვევად შენარჩუნდება.1575.ჰყავს მართმადიდებელ ეკლესიას წმინდანები?მარლთმაადიდებელ ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც ყველა მრლთმადიდებელი ხალხების წიაღში იშვებოდნენ ყველა დროში, დაწყებული მოციქულების ეპოქიდან ჩვენი ხანით დამთავრებული.
განმარტება:
I.წმიდა მოციქული პავლე წერს: ,,ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს” (ეფ.5,25,26).
II.ეკლესიიდან განკვეთის შესახებ წმიდა პავლემ თქვა: ,,და მოსპოთ უკუეთუ იგი შორის თქუენსა” (Iკორ.5,13), რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს: განაგდეთ თქვენგან ჯიუტი ცოდვილნი.
III.ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ეკლესიის გადაწყვეტილებას, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა ,,უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი” (მთ.18,17).
1576.რას ნიშნავს სიტყვა ,,საყოველთაო”?სიტყვა ,,საყოველთაო” აქ იგივეა, რაც ,,მსოფლიო”.1577.რაში მდგომარეობს ეკლესიის საყოველთაობა?1. რომ ეკლესია ასწავლის ყოველივეს, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე, და რომ ამ სწავლებიდან ის არაფერს დაუტევებს, რათა არ დაირღვეს სულიერი ცხოვრების სისავსე;
2. რომ ეკლესია უარყოფს ცალკეულ ადამიანთა ახალ სწავლებებს, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს და გადმოცემებს.
3. რომ ეკლესია ეკუთვნის ყველა ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა, ქვეყნისა და დროისა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი” (მთ.28,16);
4. რომ ეკლესია რწმენაში შესულ ყველა ადამიანსა და ხალხებს ერთნაირად ეპყრობა და თითოეულ ხალხს ერთნაირ შესაძლებლობას ანიჭებს, რათა საკუთარი ძალები და შესაძლებლობანი ეკლესიურ ცხოვრებას შესწირონ სადიდებლად ღმრთისა.
1578.რატომ უარყოფს ეკლესია ცალკეულ ადამიანთა ახალ სწავლებებს, თუკი ისინი ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს და ზეპირ გადმოცემებს?უარყოფს,
1.რამეთუ მსგავსი სწავლებანი მწვალებლურია;
2.რამეთუ ისინი ეკლესიაში აღძრავენ დავასა დადახსნიან სიყვარულს და რწმენის ერთობას;
3.რამეთუ მათ საბოლოოდ მოჰყვება განხეთქილებანი და სექტების გაჩენა.
1579.რა არის სექტა?სექტა ე სარის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რომელიმე ცრუ მოძღვრების საფუძველზე გამოეყო საყოველთაო ეკლესიას და ჩამოაყალიბა რელიგიური საზოგადოება, რომელსაც თვითონ კი უწოდებენ ეკლესიას, მაგრამ არა სამართლად იმდენად, რამდენადაც ის, რაც დაფუძნებულია ცრუ მოძღვრებაზე, არ წარმოადგენს ქრისტეს ეკლესიას.1580.რას ნიშნავს სიტყვა ,,საყოველთაო” ძველ ქართულად და ბერძნულად?სულხან-საბას განმარტებით ,,საყოველთაო” არის ,,ყოველთათვის საქონი”, ხოლო ბერძნულად ის ,,კათოლიკეს” ანუ საყოველთაოს ნიშნავს.1581.არის მარლთმადიდებელი ეკლესია საყოველთაო ანუ კათოლიკე?არის, რადგან ის:
1.ასწავლის ყოველივეს, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე და არაფერს დაუტევებს ამ სწავლებიდან;
2.უგულებელყოფს ახალ ცრუ მოძღვრებებს;
3.ცდილობს მიიყვანოს ყველა ხალხები უფალ იესო ქრისტესთან;
4.მიანდოს ყველა ხალხს ყოველივე, რაც მას ეკუთვნის.
1582.როგორია მარლთმადიდებელი ეკლესიის სრული დასახელება?მარლთმადიდებელი ეკლესიის სრული სახელწოდებაა: ,,აღმოსავლეთის მარლთმადიდებელი კათოლიკე ეკლესია”.1583.რატომ ეწოდა მარლთმადიდებელ ეკლესიას აღმოსავლეთის?ეწოდა,
1.რამეთუ ღმრთისმსახურებას აღასრულებს აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით იმგვარად, როგორადაც ის აღესრულებოდა და აღესრულება ამჟამადაც ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იერუსალიმში და საერთოდ აღმოსავლეთში;
2.რამეთუ ის იმართება აღმოსავლეთის საეკლესიო კანონებით, რომლებიც პირველ საუკუნეში წმიდა მოციქულთა მიერ არის დადგენილი.
განმარტება:
I.ეკლესიის საყოველთაობაზე წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ ,,არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცვეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე” (კოლ.3,11);
II.ქრისტეს საყოველთაო ეკლესიას არ მიეკუთვნება ყოველი თვითმარქვია რელიგიური გაერთიანება, რომელიც თავს ზოგადად ეკლესიას ან ეროვნულ ეკლესიას უწოდებს. ეკლესია, რამდენადაც ის პირველი საუკუნეების ქრისტიანული სულის ერთგული რჩება, ყალიბდება, რა თქმა უნდა, ხალხებისა და სახელმწიფოთა საჭიროებისა და ხასიათის მიხედვით. ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თავიანთი ეროვნული ხასიათი და სახელმწიფობრივი დასახელება, მაგრამ მარტოოდენ ეროვნული ხასიათი უცოდველი ჭეშმარიტი სწავლები გარეშე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რელიგიური საზოგადოება საყოველთაო ეკლესიის შემადგენელ მაწილად ჩაითვალოს; ამისთვის აუცილებელია, რათა ის იზიარებდეს საყოველთაო ეკლესიის სწავლებას, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეპყრას საყოველთაო წმიდა ზეპირი გადმოცემა და წმიდა წერილი. ეროვნული ეკლესია, რომელიც სარწმუნოებრივი მოძღვრების მიხედვით იზოლირებულია, შეუძლებელია საყოველთაო ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყოს, და ეკლესიასაც კი არ წარმოადგენს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასეთ იზოლირებულ, ვიწრო, ეროვნული ხასიათის მქონე ეკლესიას არ ძალუძს სარგებლობა მოუტანოს ხალხს, როგორადაც უნდა ეცადოს და ხაზგასმით გამოხატოს თავისი ეროვნული ხასიათი. თავისი ხალხის მუდმივი რელიგიური და ზნეობრივი საყრდენი შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ეროვნული ეკლესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი სარწმუნოებირივი მოძღვრებით და კანონებით მჭიდროდ ერწყმის საყოველთაო ეკლესიას.
link
 

თემა: ეკლესია

1498.არის თუ არა მოყვანილი წმიდა წერილში ისეთი შემთხვევა,როდესაც ცოდვილს თავისი მოყვასისთვის განუმტკიცებია რწმენა?დიახ, არის, მაგალითად: სამარიტელი დედაკაცი, ფრიად ცოდვილი, მოექცა, თვისი მოქცევით ქალაქ სუქარის მრავალი მცხოვრები მიჰგვარა უფალ იესო ქრისტეს და განამტკიცა მათი სარწმუნოება (ინ.4,5-39); აგრეთვე, პავლე მოციქულმა მას შემდეგ რაც, შეწყვიტა ქრისტეს მტრობა და მოექცა, მრავალ ადამიანს განუმტკიცა სარწმუნოება.1499. შეიძლება, რომ ქართული სიტყვები ,,შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანნი შენნი" გულისხმავყოთ ისე, თითქოს იესო ქრისტე ისახავდა, რომ პეტრე მოციქული მთელი ეკლესიის წინამძღვრად დაედგინა?ეს სიტყვები ასე არ უნდა გულისხმავყოთ, რამეთუ მოყვასის სარწმუნოებაში განმტკიცება ყოველს შეუძლია, ვინც წრფელი გულით დაუტევებს ცოდვებს და მიიქცევა ღმრთისაკენ, იმის მიუხედავად ამ ადამიანების მოძღვარია იგი, მათი ქვეშევრდომი თუ მათი თანასწორი.1500.როდის უთხრა უფალმა იესო ქრისტემ პეტრეს სიტყვები: ,,აძოვენ კრავნი ჩემნი" და ,,დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი"?უთხრა, მაშინ, როდესაც გამოეცხადა მკვდრეთით აღმდგარი პეტრეს, მის მიერ სამჯერ უარყოფის შემდეგ.1501.ამით უფალმა იესო ქრისტემ მხოლოდ ის უთხრა პეტრეს, რომ დაემწყო მისი კრავნი და ცხოვარნი?არა, არამედ მანამდე სამჯერ დაეკითხა პეტრეს: ,,სიმონ იონაისო, გიყუარ მეა უფროის ამათსა?" და პეტრე პასუხობდა, რომ უყვარს, მაშინ უფალი იესო ქრისტე ყოველი პასუხის შემდეგ ეუბნებოდა, რომ ეძოვებინა მისი კრავნი ანუ ცხოვარნი (ინ.21,15-17).1502.რატომ ჰკითხა სამგზის უფალმა იესო ქრისტემ პეტრეს ,,გიყუარ მეა"?ჰკითხა, რამეთუ ჰსურდა პეტრეს მიერ სამგზის სახალხოდ უარყოფის შემდეგ, თავისი მოქცევა სახალხოდვე განეცხადებინა სიყვარულის სამჯერ აღიარებით.1503.რომელი ერთადერთი მნიშვნელობით უნდა ვიგულისხმოთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები, რომ პეტრემ დამწყსოს მისი კრავნი და ცხოვარნი?იმ ერთადერთი მნიშვნელობით, რომ პეტრე, მას შემდეგ, რაც სამგზის უარყო მოძღვარი თვისი, უღირსი შეიქმნა მოციქულის წოდებისა, მაგრამ სიყვარულის სამჯერ აღიარების შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა, რომ კვლავ ტოვებს პეტრეს მოციქულის ხარისხში.1504.შეიძლება თუ არა უფალ იესო ქრისტეს სიტყვებით, რომ პეტრემ უნდა დამწყსოს მისი კრავნი და ცხოვარნი, დამტკიცდეს პეტრეს წინამძღვრობა დანარჩენ მოციქულებსა და მთელს ეკლესიაზე?არ შეიძლება, რამეთუ ქრისტეს სულიე კრავთა და ცხოვართა მწყემსი განურჩევლად ყველა მოციქული იყო და არა მხოლოდ პეტრე.1505.მიაჩნდა პეტრე მოციქულს თავი დანარჩენ მოციქულთა წინამძღვრად?არ მიაჩნდა, რამეთუ პირველ ეპისტოლეში იგი თავს თანახუცესად ანუ თანამწყემსად მოიხსენიებს, ხოლო უფალ იესო ქრისტეს მწყემსმთავარს, ანუ მწყემსების უფროსს უწოდებს.(Iპეტ.5,1-4).1506.ვინ არის მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა, საზოგადოდ ეკლესიის უმაღლესი მწყემსი და მოძღვარი?არის თვით უფალი იესო ქრისტე, რომელმაც თქვა: ,,მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი" (ინ.10,14).1507.მოციქულები და პირველი ქრისტიანები ხომ არ თვლიდნენ პეტრეს ეკლესიის თავად?არ თცლიდნენ, რამეთუ ემიდა წერილიდან ვიცით, რომ
1.მოციქულთა კრებამ პეტრე და იოანე სამარიაში გაგზავნა(საქ.8,14);
2.როდესაც პეტრემ ქალაქ კესერიაში წარმართ ასისთავს ნათელ-ჰსცა, ამისთვის იერუსალიმელმა ქრისტიანებმა უსაყვედურეს და მას თავი უნდა დაეცვა(საქ.11,1-4);
3.პავლე მოციქული წინ აღუდგა პეტრე მოციქულს ქალაქ ანტიოქიაში და უსაყვედურა, რომ არასწორად იქცეოდა, წარმართებს რომ უთმობდა (გალ.2,11-13). მოციქულები და პირველი ქრისტიანები პეტრეს ასე ვერ მოექცეოდნენ, ის რომ ეკლესიის თავად ყოფილიყო მიჩნეული.
1508.ვის ემორჩილებოდნენ ცალკეული მოციქულები უფალ იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ?ისინი სამოციქულო კრების განცჰნებებს ემორჩილებოდნენ.1509.საიდან ვუწყით, რომ ცალკეული მოციქულები მოციქულთა კრების განჩინებებს ემორჩილებოდნენ?ვუწყით იქიდან, რომ:
1.პეტრე და იოანე დაემორჩილნენ მოციქულთა კრების გადაწყვეტილებას, რომელმაც ისინი ქალაქ სამარიაში წარგზავნა;
2.როდესაც საქმე ეხებოდა ზოგადსაეკლესიო ხასიათის საკითხთა გადაჭრას, არც ერთი მოციქული, პეტრეს ჩათვლით, არ აძლევდა თავს უფლებას გადაეწყვიტა ისინი საბოლოოდ. ამას წყვეტდა მოციქულთა კრება სამღვდელოების თანდასწრებით, რომელთა შორის იყვნენ, ხუცესნი და მორწმუნე ერისკაცნი(საქ.15,23-29).
1510.არის თუ არა რაიმე ნათქვამი წმიდა წერილში მოციქულთა კრების მოწვევის შესახებ?დიახ, არის, კერძოდ წმიდა მოციქულთა საქმეთა აღწერაში.1511.რომელ მნიშვნელოვან მოციქულთა კრებაზეა საუბარი წმიდა მოციქულთა საქმეებში?საუბარია შემდეგ შეკრებებზე:
1.როცა გამცემი იუდას ნაცვლად უნდა აერჩიატ ახალი მოციქული(საქ.1,15-26);
2.როდესაც სული წმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე(საქ.2,1-4);
3.როცა უნდა დაედგინათ დიაკვნები ან მოციქულთა თანაშემწენი(საქ.6,1-6);
4.როცა საჭირო იყო იმის გადაწყვეტა, თუ როგორ შეეწყნარებინათ ეკლესიაში წარმართნი, რომელთაც აღიარეს უფალი იესო ქრისტე(საქ.15,1-35).
1512.როგორ იწოდება მოციქულთა მეოთხე შეკრება?იწოდება მოციქულთა კრებად, რამდენადაც მასზე განიხილეს და მიღებულ იქნა ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება, როგორადაც მიღებულია ეს საეკლესიო კრებებზე.
link
image
image
21
22
23
24
25
image
image