image
image
4
5
6
7
8
image
image
Loading..
image

თემა: ეკლესია

"მეზღვაურთათვის, - გვასწავლის წმიდა თეოფილე ანტიოქიელი, - ღმერთმა თავშესაფრად კუნძულნი განაწესა; ცოდვით დაცემულ მსოფლიოს კი მიმადლა წმიდა ეკლესიები, რომელნიც ინახავენ სწავლებას ჭეშმარიტის შესახებ".
link
image

თემა: ეკლესია

გარდაცვლილთა სულებთან ჩვენ ლოცვითი ურთიერთობა გვაქვს; ასევე მართალთა სულნიც უფლის წინაშე აგრძელებენ მოღვაწეობას და მიწიერი მებრძოლი ეკლესიის და მისი წევრების შემწენი და ღვთის წინაშე მეოხნი არიან.
link
image

თემა: ეკლესია

ეკლესია თავისუფალ ადამიანთა ერთობაა, ნებისმიერი ადამიანის ნავთსაყუდელია. აქ არსებული საეკლესიო იერარქია კი - ოდენ საშუალება საეკლესიო მმართველობის განხორციელებისა და საიდუმლოებების აღსრულებისა.
link
image

თემა: ეკლესია

ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც; მოეკვეთებიან ხეს ცხოვრებისას - ეკლესიას, რომლისგანაც გამუდმებით უნდა მიეღოთ სულიერი საზრდო.
link
image

თემა: ეკლესია

ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
link
image

თემა: ეკლესია

რა არის ეკლესია? ეკლესია წარმოდგება ბერძნული ზმნისაგან "ეკკლეო", რაც ნიშნავს ვუხმობ, მოვუწოდებ, ვეძახი შეკრებაზე, კრებაზე. ამრიგად, ეკლესია არის ადამიანები, რომელნიც ღმერთმა ამოირჩია და თავისთან მოუწოდა.
link
image

თემა: ეკლესია

ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
link
image

თემა: ეკლესია

ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.
link
image

თემა: ეკლესია

ჩვენში ვერ მოხდება ფერისცვალება, თუ ეკლესიის ცოცხალი წვერნი არ გავხდით. ეკლესია თავის წიაღში აერთიანებს ადამიანებს და მერე ღვთის გზით მიჰყავს ისინი. იგი გარდაქმნის მათ სულებს და ქრისტეს სხეულის ნაწილად ჰყოფს.
link
 

თემა: ეკლესია

ეკლესია ეს არის ღვთისა და ადამიანის შეხვედრის ადგილი და კიდევ უფრო მეტიც, აქ არა მარტო ჩვენი ჩვენს შემოქმედთან შეხვედრა, არამედ საღმრთო მიმადლებით სულიერი თანხვედრაც ხდება, რასაც ეკლესიაში განღმრთობა ეწოდება.
link
image
image
4
5
6
7
8
image
image