თემა: სიბრძნე სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს. link
თემა: სიბრძნე ღმერთო, აცხოვნე (უნდა ითქვას მაჭირვებელთა სახელი) და მისი ლოცვით მეც მაცხოვნე, - ამ სიტყვებში დიდი სიბრძნეა. link
თემა: სიბრძნე იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა - მრისხანებითა და ლანძღვით. link
თემა: სიბრძნე საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ქარს მიაქვს. link
თემა: სიბრძნე გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თვალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში (ლკ. 2, 40). link
თემა: სიბრძნე ადამიანის გონება მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთაებრივი სიბრძნისა და ჭეშმარიტებისაგან საზრდოობს. link
თემა: სიბრძნე იესო ქრისტეს სიბრძნე ისე ჩანს მისი სწავლებიდან, რომ მისი დამტკიცება იგივეა, რაც ვინმე ამტკიცებდეს, რომ მზე ანათებს. link
თემა: სიბრძნე ის კი არ არის გონიერი, ვინც იმედოვნებს, რომ ბრძენია, არამედ ის, ვინც საკუთარი უმეცრება შეიცნო და ოცნებისაგან განიკურნა. link
თემა: სიბრძნე ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს მუდამ თვალწინ იყოლიებს. link
თემა: სიბრძნე ჭეშმარიტი სიბრძნე, მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც. link