image
image
3
4
5
6
7
image
image
Loading..
image

თემა: სიბრძნე

96. ღმერთს ჩვენ ვიცნობთ არა მისი არსებით, არამედ მისი დიადი ქმნილებებითა და მათდამი მისი მზრუნველობით. მათში, როგორც სარკეში, ჩვენ ღვთის უსასრულო სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას ვხედავთ.
link
image

თემა: სიბრძნე

იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულად შევიცნოთ და ამაოდ არ ვბრძნობდეთ, ყველა შესაცნობი საგანი ერთნარიად არ უნდა გვაინტერესებდეს და ყურადღებას განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ვაქცევდეთ.
link
image

თემა: სიბრძნე

როდესაც ჭკვიან კაცს რაიმეს თქმა სურს, იგი ჯერ დაფიქრდება და საკუთარ თავში გააანალიზებს და უკვე შემდეგ იტყვის; სულელი - პირიქით: ჯერ ლაპარაკობს, ხოლო შემდეგ უკვე ფიქრობს იმაზე, რაც თქვა.
link
image

თემა: სიბრძნე

უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძნებსაც კი.
link
image

თემა: სიბრძნე

"ეკლესია ერთადერთი სამეფოა ქვეყანაზედ უზენაესის კანონებით არსებული... ეკლესია უჭეშმარიტესი დამტკიცებაა მომავალი უკვდავებისა და უგანათლებულესი სიბრძნეა ზეგარდმო მონიჭებული", - ბერი ალექსი შუშანია.
link
image

თემა: სიბრძნე

გულის სიბრძნე მცნებათა დაცვით მოიპოვება: მაგრამ უმთავრესი მათ შორის არის შიში უფლისა.
"შიში უფლისაი - დასაბამი სიბრძნისაი" (ფსალმუნი 110,10). "შიში უფლისაჲ - დასაბამი სიკეთისაჲ (წმ. ისააკ ასური), - ბრძანებენ წმიდანნი.
link
image

თემა: სიბრძნე

სიყვარულს სიბრძნე ახლავს და მით ყველა საიდუმლო კარს განაღებს. იგი ძალაა, ცოდვილებს რომ იმორჩილებს, მხეცებს, ეშმაკებსა და მთელ ბუნებას. ღვთის შვილები სიყვარულის შვილები არიან, ცათა სასუფეველი კი სიყვარულის საუფლო.
link
image
image
3
4
5
6
7
image
image