image
image
7
8
9
Loading..
image

თემა: სიბრძნე

25. როცა ღმერთმა გონიერი და ჭკვიანი არსებანი თავისი უდიდესი სიკეთით არსად მოიყვანა, ამ ქმნილებებს დასაფარავად, დასაცავად და სახსნელად შემდეგი ოთხი ღვთიური თვისება მიანიჭა: არსებობა, მარადიულობა, სიკეთე და სიბრძნე. ამათგან პირველი ... იხილეთ სრულად
link
სიბრძნის შესახებ, წუთისოფელში ცხოვრების შესახებ
image

თემა: სიბრძნე

57. როგორც ხორციელ მშობლებს უყვართ თავიანთი შობილი, ასევე გონებაც, ბუნებრივია, თავის აზრებს ეჯაჭვება და, როგორც მიკერძოებულ მშობელს თავისი შვილი ყველაზე ზრდილი და განვითარებული ჰგონია, სინამდვილეში კი ის, შეიძლება, სხვებზე უარესიც... იხილეთ სრულად
link
 

თემა: სიბრძნე

671. ხელს უწყობს თუ არა ამქვეყნიური სიბრძნე ადამიანს საღმრთო სიბრძნის შეძენაში?საღმრთო სიბრძნის შესაძენად ამქვეყნიური სიბრძნის უარყოფაა აუცილებელი. „სიბრძნე ამა სოფლისა“ არა თუ ხელს უწყობს საღმრთო სიბრძნის შეძენას, არამედ აბრკოლებს მას. რამეთუ ამა სოფლის სიბრძნეს ქედმაღლობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ახასიათებს, ამით კი საღმრთო სწავლების უარყოფამდე მივყავართ.
link
image

თემა: სიბრძნე

616. რას ნიშნავს: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“? (მათე 10, 16).ვინც ბოროტის მიმართ - გველის სიბრძნეს, ხოლო სიკეთის მიმართ მტრედის უმანკოებას ერთმანეთს შეუერთებს, ის არ დაუშვებს, რომ მისი სიბრძნე მზაკვრობას შეერიოს და მისმა უბრალოებამ აზრი დაკარგოს.
link
image

თემა: სიბრძნე

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხალხურ ბრძნულ ანდაზებთან?არსებობს ერთი ბრძნული ნათქვამი: არ უნდა უგულებელვყოთ ხალხური ანდაზები, როდესაც ისინი რაიმე ჯანსაღ აზრს შეიცავენ ( წმ. იოანე ოქროპირი).

ფუტკრებთან სიახლოვე -თაფლია, ხოჭოსთან - ნაკელი.
ნუ გრცხვენია შეკითხვის, გრცხვენოდეს უცოდინრობის.
ვინც სულიერს კითხულობს, ის შეიძენს.
სულელებს და ლოთებს გზა დაუთმე.
ნუ გადადებ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია.
გაყიდე თუნდაც ჭვავი, ვალი კი მოიშორე.
აჰა, შენ, ღმეთო, რაც ჩვენ არ გვინდა (ეს იმათზეა ნათქვამი, ვინც ღმერთს ხრწნილ სიბერეს აძლევს, ახალგაზრდობას კი თავისთვის იტოვებს, ანუ უფალს აძლევს უვარგის საჩუქარს, თავისთვის კი კარგს იტოვებს).
დაუკითხავად აიღე და არ თქვი, ესე იგი მოიპარე.
ცუდს თუ გაჰყვები, ცუდს იპოვი.
თავის თავს ავნებს ის, ვინც ჭიქაში ხშირად იყურება.
დამპალი სიტყვა დამპალი გულიდან მომდინარეობს.
ყველაფერს ნუ მოუსმენ, ზოგი რამ ერთი ყურიდან მეორეში გაუშვი.
მოხუცებს პატივი ეცი, ახალგაზრდებს ასწავლე.
მშობლები ისინი კი არ არიან, ვინც შობა, არამედ ისინი, ვინც სიკეთე ასწავლა.
ვინც თამბაქოს ყნოსავს და ეწევა, ის სულიწმიდას განდევნის.
ვინც ღმერთს ამაოდ მოუხმობს, ის თავის სიცოცხლეს ამაოდ ატარებს.
დათვერი, ესე იგი სატანასთან დაიწინდე.
რაც სხვაში არ მოგწონს, იმას თავად ნუ იზამ.
ნუ მიატოვებ მშობლებს სიბერეში და ღმერთი არ მიგატოვებს.
ვინც მშობლებს პატივს სცემს, არასოდეს დაიღუპება.
ვინც კეთილ ხალხს არ უსმენს, ის ღმერთს ეკამათება.
კეთილი სიტყვებისაგან ენა არ გახმება.
სხვებს ნაკლები ელაპარაკე, ღმერთს კი - მეტი.
ქვეყნად ბევრი გონიერია, კეთილი კი - ცოტა.
link
image

თემა: სიბრძნე

საკმაოა კაცმა გაიხსენოს მარტო სახელი გაბრიელ ეპისკოპოსისა, რომ გულში მადლი ჩაეფინოს, ვითარცა მზის შუქი. თითოეული წამი მისი ცხოვრებისა, მოძღვრებაა, მაგალითია, ანდერძია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ერთად კი მთელი მისი ცხოვრება ერ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიბრძნე

იფიქრე, საყვარელო, იმის შესახებ, რომ სახარების მასწავლებელი, იესო ქრისტე, ყველა მასწავლებელთა და მოძღვართა მასწავლებელია. მხოლოდ ისაა ერთადერთი ღმერთი და მასწავლებელი, როგორც ღამით მასთან მისულმა ნიკოდიმოსმა უწოდა: "რაბი, უწყით, რ... იხილეთ სრულად
link
image
image
7
8
9