
118. შეცოდებისას დაადანაშაულე არა საქმე, არამედ აზრი, რადგან გონება რომ წინამორბედი არ ყოფილიყო, არც სხეული მიჰყვებოდა მას.
118. შეცოდებისას დაადანაშაულე არა საქმე, არამედ აზრი, რადგან გონება რომ წინამორბედი არ ყოფილიყო, არც სხეული მიჰყვებოდა მას.
89. გახანგრძლივებული აზრი ააშკარავებს ადამიანის ვნებისმოყვარეობას, მყისვე აღმოფხვრილი კი მოასწავებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას.
გულისთქმა მხოლოდ ცოდვა არ არის, იგი ცოდვის დასაბამია, ცოდვის თესლია და ძირი. გულთამხილავი ღმერთი იმათაც ამხელს, ვინც ბოროტს ფიქრად გაივლებს.
74. ისევე როგორც ბალახს მიდევნებული გამოუცდელი ხბო კლდეებით გარსმოვლებულ ადგილას აღმოჩნდება, ამგვარდვე ემართება აზრებისგან თანდათან შორს გატყუებულ სულს.
თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.
181. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო მეტად უკეთურია და უფრო მეტად მბრძანებულური, მაგრამ აზრისმიერნი (წარმოსახვები) არიან მათი მიზეზები და წინამძღვრები.
თუ უმსგავსო ფიქრს იმთავითვე არ მოვიკვეთთ და არ განვაგდებთ, იგი გულში გადავა, მოიცავს ჩვენს სულიერ და ფიზიკურ სამყაროს და გამოვლინდება ბოროტ სიტყვაში, ცუდ ქცევასა და მოქმედებაში.
უკეთურ აზრს, როცა იგი კავშირს შეკრავს ძველ ხორციელ კაცთან, სულისთვის მოაქვს ორმაგი ზიანი. ზუსტად ასევე ეშმაკს, როცა იგი კავშირს შეკრავს კაცთან, ქვეყნირებისათვის მოაქვს ორმაგი ზიანი.
ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს.
თუ ნამდვილად გსურს ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც ჩვენი გულისსიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს.