ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცადრი...
იხილეთ სრულად
ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ. გარნა ღმერთს ნება არ მიუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი. შენდა შეგიძლია მოიხმარო პირუტყვი სასარგებლოდ, გარნა როდესაც სტანჯავ, ამით სცოდავ ღვთის წინაშე. შემცადრი ხარ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთს მხოლოდ კაცი უყვარს და სხვათა ქმნილებათა თვისთა კი არ მიხედავს. ღმერთი არის მამა საზოგადოდ ყოველთა ხილულთა მისთა ქმნილებათა.
link
ცხოველებს ინტუიცია აქვთ. ამიტომ, თუკი გიყვარს, თუ მათზე გული შეგტკივა, ისინი გრძნობენ ამას. სამოთხეში ცხოველები მადლის კეთილსურნელებას გრძნობდნენ და ემსახურებოდნენ ადამს. ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამიანთან ერთად ბუნებასაც სული ეხ...
იხილეთ სრულად
ცხოველებს ინტუიცია აქვთ. ამიტომ, თუკი გიყვარს, თუ მათზე გული შეგტკივა, ისინი გრძნობენ ამას. სამოთხეში ცხოველები მადლის კეთილსურნელებას გრძნობდნენ და ემსახურებოდნენ ადამს. ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამიანთან ერთად ბუნებასაც სული ეხუთება. აი, საბრალო კურდღელს შეხედე: სულ დაფეთებული თვალებით იყურება. მისი პატარა გული შეშფოთებით ცემს: ტუკ-ტუკ-ტუკ. საწყალს ძილი არა აქვს! როგორ იტანჯება ეს ნამცეცა, სრულიად უდანაშაულო ქმნილება ჩვენი ცოდვების გამო! მაგრა...
link
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი....
იხილეთ სრულად
47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი. ადამიანებიც ამასვე უნდა ეშურებოდნენ, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოკვდნენ ისინი როგორც ღვთისა და მის საქმეთა ვერმჭვრეტნი და ვერშემცნობელნი, ვით უგუნური პირუტყვები. მართებს კი ადამიანს იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალუძს ყოველივე, ...
link
ნადირობა თუ შეიძლება?
იხილეთ სრულად
შინაური ცხოველები იმიტომ მოგვცა უფალმა, რომ გარეულ ცხოველებზე არ ინადიროთ. თუ შინაური ცხოველები არ გეყოლება, გამოუვალი მდგომარეობა გაქვს და მშიერი გყავს ოჯახი, მაშინ შეიძლება, მაგრამ ცოტა არ იყოს, უფალი მონადირეს მწყრალი თვალით უყურებს.
link
წმიდა აბბა ბინა განმარტოებით ცხოვრობდა მდინარის ნაპირთან ახლოს. იქვე იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მინდვრები, მაგრამ რაღაცამ დაიწყო მათი ნათესების განადგურება. შეშფოთებული მიწათმოქმედები წმინდანთან მივიდნენ დახმარების სათხოვნელ...
იხილეთ სრულად
წმიდა აბბა ბინა განმარტოებით ცხოვრობდა მდინარის ნაპირთან ახლოს. იქვე იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მინდვრები, მაგრამ რაღაცამ დაიწყო მათი ნათესების განადგურება. შეშფოთებული მიწათმოქმედები წმინდანთან მივიდნენ დახმარების სათხოვნელად.აბბა ბინა ნაპირთან დადგა და წყნარი ხმით თქვა:-იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ აღარ გააჩანაგო ამ ხალხის მინდვრები!ამ დროს წყლიდან გამოჩნდა უზარმაზარი ბეჰემოთი. მან წმინდანს შეხედა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დაბ...
link
თამარ მეფეს საჩუქრად ლომის ბოკვერი მიართვეს. ლეკვი ტანად ისეთი დიდი გაიზარდა, რომ მისი ხნისა მსგავსი არავის ენახა.როდესაც სამეფო დარბაზში მოიყვანდნენ და თამარს დაინახავდა, შეუძლებელი ხდებოდა მისი ადგილზე დამაგრება - ვერა კაც...
იხილეთ სრულად
თამარ მეფეს საჩუქრად ლომის ბოკვერი მიართვეს. ლეკვი ტანად ისეთი დიდი გაიზარდა, რომ მისი ხნისა მსგავსი არავის ენახა.როდესაც სამეფო დარბაზში მოიყვანდნენ და თამარს დაინახავდა, შეუძლებელი ხდებოდა მისი ადგილზე დამაგრება - ვერა კაცი მას ვეღარ აკავებდა. ყველა დაბრკოლებას გადალახავდა, მივიდოდა თამართან, თავს კალთაში ჩაუდებდა, ხელებს ულოკავდა და ეალერსებოდა. მეფეს რომ დააშორებდნენ ჯაჭვებით დააბამდნენ, ლომი ტირილს იწყებდა, ცრემლებს ღვრიდა და სწუხდა მეფესთან...
link
ჭიანჭველას მოკვლა თუ შეიძლება?
იხილეთ სრულად
რას ამბობ, ჩემი გაჩენილია რომ მოვკლა? ვაი იმას, ვისაც მწერი არ ეცოდება. ავიღოთ მაგალითად, სპილო და ჭიანჭველა. სპილოს რაც ტვინი აქვს, იგივე აქვს ჭიანჭველას, ახლა ავიღოთ და ჭიანჭველას ტვინი ჩავდოთ სპილოს თავში, მერე მოვკლათ. რამხელა ცხოველი მოგვიკლავს. ერთი ეპისკოპოსი კიბეზე ადიოდა. ჭიანჭველაზე ფეხი რომ არ დაედგა, ფეხი მოიტეხა. თუ ეპისკოპოსმა ეს გააკეთა, ჩვენ უფრო მეტი არ გვმართებს? აქ მთავარია სულის სიფაქიზე
link
წმინდანთა ცხოვრებაში მრავალი მაგალითია იმისა, რომ რწმენით ნათქვამი სიტყვა გარეულ ცხოველებს და ფრინველებსაც კი ესმით. ერთხელ წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი, რომელიც V საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა (ხსენეხა 17/IV), ტამარში ქადაგ...
იხილეთ სრულად
წმინდანთა ცხოვრებაში მრავალი მაგალითია იმისა, რომ რწმენით ნათქვამი სიტყვა გარეულ ცხოველებს და ფრინველებსაც კი ესმით. ერთხელ წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი, რომელიც V საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა (ხსენეხა 17/IV), ტამარში ქადაგებას კითხულობდა. ტამრის სახურავის ქვეშ კი მერცხლები ფუსფუსებდნენ, ბუდეს აგებდნენ და თან ხმამაღლა ჟღურტულებდნენ, რითაც ხალხს ქადაგების მოსმენაში ხელს უშლიდნენ. მაშინ წმიდა აკაკიმ ფრინველებს ასე მიმართა: - საყვარელო მერცხლ...
link
ღირს გერასიმე იორდანელს ცხოველები უყვარდა, აჭმევდა მათ, ეფერებოდა და მკურნალობდა.ერთხელ, დიდმარხვაში, იგი იორდანეს უდაბნოში მიდიოდა და შეხვდა ლომს, რომელსაც შერჭობილი ეკლისაგან თათი სტკიოდა და უკვე გასიებოდა. ბერმა ჭრილობა გ...
იხილეთ სრულად
ღირს გერასიმე იორდანელს ცხოველები უყვარდა, აჭმევდა მათ, ეფერებოდა და მკურნალობდა.ერთხელ, დიდმარხვაში, იგი იორდანეს უდაბნოში მიდიოდა და შეხვდა ლომს, რომელსაც შერჭობილი ეკლისაგან თათი სტკიოდა და უკვე გასიებოდა. ბერმა ჭრილობა გაუსუფთავა, შეუხვია და გაუშვა. მაგრამ ლომი, თითქოსდა, მადლიერების ნიშნად, არ სცილდებოდა მას და უკან მიჰყვებოდა თავის კეთილისმყოფელს.ამ დღიდან წმიდანი აჭმევდა ცხოველს და დაავალა სახედრის მოვლა, რომელსაც მონასტრისთვის წყალი მოჰქო...
link
წმინდა სერაფიმე საროველიც დიდხანს ხცოვრობდა ტყეში. პატარა ველს და თავის კელიას ის უდაბნოს ეძახდა, უდაბნოში მცხოვრები განდეგილების მოსაგონებლად.საკვირველმოქმედი სერაფიმე საროველი სიყვარულით ექცეოდა ყველა ცოცხალ არსებას, რომელ...
იხილეთ სრულად
წმინდა სერაფიმე საროველიც დიდხანს ხცოვრობდა ტყეში. პატარა ველს და თავის კელიას ის უდაბნოს ეძახდა, უდაბნოში მცხოვრები განდეგილების მოსაგონებლად.საკვირველმოქმედი სერაფიმე საროველი სიყვარულით ექცეოდა ყველა ცოცხალ არსებას, რომელიც მასთან მოვიდოდა. "ჩემო სიხარულო" - ასე მიმართავდა ის მასთან მისულ ყოველ სულდგმულს. წმინდანის სამყოფელს ხშირად სტუმრობდა დათვი. ის მიდიოდა, სასუსნავს მიირთმევდა, მოსაფერებლად თავს მიაყრდნობდა ღირს მამას და კმაყოფილი იწვა მის...
link