image
image
33
34
35
36
image
image
Loading..
 

თემა: ამპარტავნება

ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთ ადგილას, მიწის ქვეშ, ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს და ეკლესი... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ამპარტავნება

ერთ დილას ამბა არსენის სენაკს მისი ორი მოსწავლე ეწვია. მათ ბერს თავიანთი სათნო ცხოვრების შესახებ თხრობა დაუწყეს. ისინი ერთმენათში ხშირად კამათობდნენ, თუ ვინ უფრო მართალ ცხოვრებას ეწეოდა და ახლა ამის განსასჯელად მოძღვართან მისულიყვ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ამპარტავნება

ჩვენი მერვე შერკინება ამპარტავნების წინააღმდეგაა, რომელიც უსასტიკესია და ყველა წინარე ვნებაზე უველურესი. იგი განსაკუთრებით ებრძვის იმათ, რომლებიც სრულქმნილნი არიან და თითქოს სათნოებათა მწვერვალზე ასულნი, ცდილობს რა მათ დამხობას. მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

ამპარტავნებისათვის ანგელოსნი ზეცით გარდამოსცვივნეს და ეშმაკად შეიცვალნეს. სიმდაბლე ზეცად აღვალს და ანგელოსთა თანა მოდასე იქმნების და ამპარტავნება ეშმაკთა თანა განიწესების. ვედრება მდაბლისა მიიწევის წინაშე ღმრთისა, და ვედრება ამპა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

408. როდესაც მცნებას ვასრულებ, როგორ გავექცე ამპარტავნებას, რათა სიკეთის აღსრულების მიუხედავად ვგრძნობდე ჩემს გაუცხოებას მისგან?ძმაო! კეთილი საქმეები სწორედაც რომ კეთილ საქმეებად უნდა ვაღიაროთ და მათ ვითარცა კეთილ საქმეებს, ისე უნდა მივეახლოთ; რამეთუ არ შეიძლება სიკეთე ბოროტებად მივიჩნიოთ,მაგრამ თუ ვინმე სიკეთეს ღვთის სათნოყოფისათვის არ აკეთებს, აღმოჩნდება, რომ მკეთებლის განზრახვიდან გამომდინარე, ასეთი სიკეთე ბოროტებაა. და თუ ყოველი ადამიანი ყოველთვის სიკეთის კეთებას შეეცდება, შემდგომში მას ღვთის მადლით საქმეების ღვთის შიშით აღსრულების ნიჭიც მიეცემა. მაშასადამე, როდესაც შენი მეშვეობით სიკეთე კეთდება, ჰმადლობდე სიკეთის მომნიჭებელს, ვითარცა ამ სიკეთის მიზეზს, საკუთარ თვს კი უსაყვედურე და უთხარი: ეს საქმე მეც რომ კარგად წარმემართა, ამ სიკეთის თანამონაწილე ვიქნებოდი; და მაშინ შეძლებ ღმერთს ლმობიერად შეევედრო, რომ მან იმ კეთილ საქმეში, რომელიც შენი მეშვეობით აღესრულება, მონაწილეობის ღირსი გაგხადოს.
link
image

თემა: ამპარტავნება

782. რატომ აღმოაცენა ღმერთმა ხე „ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა“ და რატომ უბრძანა ადამს არ ეჭამა მისგან, ხომ შეეძლო ამის გარეშც მიენიჭებინა უკვდავება მისთვის?ადამიანისთვის სასარგებლო არ იქნებოდა, თუკი ის გამოუცდელი, საცდურისაგან გამოუწვრთნელი მიიღებდა უხრწნელებას, რადგან იგი სხვნაირად ამპარტავნებას დაემონებოდა და ეშმაკის მსგავს გმობას მიემთხვეოდა. ამიტომ აუცილებელი იყო ადამიანი ჯერ საცდურს სწეოდა. რადგან გამოუცდელი მამაკაცი არასრულყოფილია. საჭირო იყო გამოცდის გზით ადამიანს მიეღწია სრულყოფილებისათვის და ამგვარად მიეღო უკვდავება.
link
image

თემა: ამპარტავნება

საყვარელნო, უკეთუ იოანე ნათლისმცემელი არა ღირს იყო საბელთა ხამლთაქრისტესთა განხსნად, იოანე, რომლისა უზესთაესი ნაშობთა შორის დედათასა არავინ აღდგომილ არს, ჩვენ სადა დავაწესნეთ თავნი ჩვენნი?! უკეთუ რომელი იგი უზესთაეს იყო ყოვლისა ს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

მწერთ, ჩემს სულიერ მამას ვესაუბრე და ბევრი რამ ვუთხარიო საკუთარ თავზე, მან კი პირდაპირ მითხრა, ამპარტავანი და ცუდმედიდი ხარო. სრულიადაც არა ვარ ამპარტავანი, მაგრამ დაჩაგრულის თამაშს და კუდის ქიცინს ვერ ვიტან მეთქი, ვუთხარი... ყოჩა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ამპარტავნება

წმიდაო მამაო, როდესაცამპარტავნული ზრახვები მომეძალება, საშინელ ტანჯვას განვიცდი.შენ რა, ასეთ ზრახვებს საკუთარ თავში დიდხანს აჩერებ ხოლმე?დიახ.რატომ აკეთებ ამას? კარი მიუხურე მათ. თუ ასეთ აზრებს შენში ინახავა, ეს გვნებს, ზრახვა ქურდის მსგავსად შემოდის შენში, შენ კარს უღებ მას, შეგყავს სახლში, საუბარს გაუბამ, მერე კი ის გაგძარცვავს. განა შეიძლება საუბრის გაბმა ქურდთან? მასთან არამარტო საუბარს უნდა გაექცე, არამედ, კარიც მჭიდროდ უნდა ჩაურაზო, რომ შინ არ შემოვიდეს. კარგი, ვთქვათ, არ საუბრობ ზრახვებთან, ან შიგნით რად უშვებ მათ? მაგალითს მოგიტან: ვთქვათ, აზრად მოგივიდა, რომ შენ შეგიძლია გახდე იღუმენია, იმას კი არ ვგულისხმობ, თითქოს მართლა ასეთი აზრები გაქვს, მაგრამ მაგალითად მომაქვს. მაშ ასე, მოგივიდა ასეთი აზრი, კარგი. როგორც კი მის მოსვლას იგრძნობ, უთხარი მას: "მშვენიერი რამ არის, გინდა იღუმენიაობა? კარგი: ჯერ საკუთრი თავის იღუმენია გახდი". ამას რომ იტყვი, მაშინათვე შეწყვიტესაუბარი ეშმაკთან, განა მასთან ლაყბობა შეიძლება? აბა ნახე: როდესაც ეშმაი ქრისტეს გამოსაცდელად მივიდა, ქრისტეს უთხრა მას: - "წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმკო"! ქრისტემ თუ ამგვარად მიმართა მას, "აბა აქედან დაიკარგეო", ჩვენ რაღად უნდა გაუბათ საუბარი?!წმიდაო მამაო, "მემარცხენე" აზრებს მათი წარმომავლობის დადგენის მიზნით თუ გავესაუბრებით, ეს ცუდია?ცუდი ის არის, რომ შენ ზრახვებს კი არ ესაუბრები, როგორც თვითონ გეჩვენება, არამედ - ეშმაკს. მასთან საუბარში დროს სასიამოვნოდ ატარებ, აგრამ შედეგად იტანჯები. ასეთ "მემარცხენე" ზრახვებთან საერთოდ ნუ ისაუბრებ. საბრძოლო ყუმბარა მზად გქონდეს და მაშინვე დაუშინე მტერს, რომ ის მოისრას. ეს ის ყუმბარაა, რომელბიც მაშინვე კი არ ფეთქდება, არამედ - ორი-სამი წუთის შემდეგ. "მემარცხენე" ზრახვა ამ ყუმბარების მსგავსია: თუ მას მაშინათვე განაგდებ, ვერაფერს დაგიშავებს, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც სიფხიზლეს კარგავ და იესოს ლოცვას მიატოვებ, თავის დაცვა აღარ შეგიძლია. გარეთ მყოფი ეშმაკი "დეპეშას" გიგზავნის, როცა ამ დეპეშას მიიღებ, კითხულობ მას, იჯერებ, რაც იქ წერია, მერე კი არქივში ინახავ. ეშმაკი აი, სწორედ ამ "დოსიეს" გახსნის შენი ბრალდებისათვის. წმიდაო მამაო, როდის ითვლება "მემარცხენე" ზრახვების გაჩენა დაცემად?აი, შემოდის ზრახვა, შენ კი მას დაუყოვნებლივ განდევნი, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ისტუმრებ და ესაუბრები მას, ეს უკვე დაცემაა. შეიძლება ასეც იყოს: ვთქვათ, ის მოდის, შენ ცოტა ხნით იღებ მას, მაგრამ შემდეგ განდევნი. ეს სანახევრო დაცემაა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაშიც ივნებ რაიმეს: ეშმაკმა ხომ შენი გონება შებილწა! ანუ ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითქს ეშმაკისთვის გეთქვას: - "დილა მშვიდობისა, როგორ ხარ? კარგად?! ჩამოჯექი, გაგიმასპინძლდები, რაო? შენ რა ეშმაკი ხარ? მაშინ მიბრძანდი"! კი მაგრამ, ხომ ნახე, რომ ეშმაკი იყო, შიგნით რაღად უშვებდი?! მაგრამ რაკიღა უკვე გაუმასპინძლდი, ის კვლავაც მოვა.
link
image

თემა: ამპარტავნება

წმიდაო მამაო, ა,ბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვენებს "სიმდაბლოთ ვამარცხებთ და არა - ამპარტავნებით". ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია - თვითგამართლება. ანუ - შენ თავს იმართლებ და "უარყოფ" შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: - "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს". - და არ იღვწი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებ თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
link
image
image
33
34
35
36
image
image