
უფალი გარდამოვიდა ზეციდან, რათა საქმით ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ღმრთისთვის არ არსებობს არც ელინი, არც ბარბაროსი, არც იუდეველი. იგი განხორციელდა, რათა აღესრულებინა ყველა ადამიანის ერთობა ღმერში
უფალი გარდამოვიდა ზეციდან, რათა საქმით ეჩვენებინა ჩვენთვის, რომ ღმრთისთვის არ არსებობს არც ელინი, არც ბარბაროსი, არც იუდეველი. იგი განხორციელდა, რათა აღესრულებინა ყველა ადამიანის ერთობა ღმერში
ჰოი, სანეტარო ღმრთიურო სიმდაბლევ, შენ მოდრიკე ცანი და გარდამოხედ, შეიქმენ ადამიანად და ქვეყნიერების ცოდვები მიამსჭვალე ჯვარს. განკრთების გული ჩემი, რაი ძალმიძს წარვთქვა შენი დიდებულების შესახებ?
ამ საიდუმლოს შესახებ მშვენივრად ბრძანებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "უხორცო იგი ხორციელ იქმნა, უხილავი განცხადდა, მიუწვდომელი ხელშესახები გახდა, ძე ღვთისა განკაცდა, რათა ცოდვისგან ეხსნა ადამის მოდგმა".
უფლის განკაცების მადლით განიპო კრეტსაბმელი ადამიანის გონებისა და სულის უგრძნობლობისა. ბეთლემელი მწყემსები გახდნენ ღირსნი, პირველთ ეხილათ უბრალო გამოქვაბულის არამიწიერი დიდება და თაყვანი ეცათ ღვთაებრივი ყრმისათვის.
ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, და რომელი იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ხსნისათვის ნათესავისა კაცთასა და სიკუდილითა თვისითა აღგუადგინნა და უკუდავება მოგვანიჭა, მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი.
ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი.
"ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი" (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე "განკაცდა, რათა ჩვენ განვეღმრთეთ" (ათანასე დ... იხილეთ სრულად
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
"ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა ძე თვისი მხოლოდშობილი" (ინ. 3,16). დაუსაბამო იგი დროში იშვა, ყოვლისმპყრობელმა და ყოვლისშემოქმედმა მონის სახე მიიღო, რათა მისი სიყვარულით აღვსილნი და ამაღლებულნი საღმრთო წიაღს კვლავ ვზიარებო... იხილეთ სრულად
ხორცი შეისხა ჩვენმა ტკბილმა ქრისტემ, რათა ვიგემოთ და დავტკბეთ ნეტარი ნათესაობით. გავხდეთ ჩვენი ქრისტეს ძმები და მისი ყოვლადწმინდა დედის შვილები. და ბოლოს და ბოლოს ყველაფერში ვიყოთ უფლის მობაძავნი და მადლის მიერ ზეციური მამის ძენი