ცოლქმრული სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
ცოლქმრული სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები ცოლქმრული სიყვარული, გამონათქვამები
გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება.
ჯვარდაწერილი და სიყვარულით შეუღლებული ცოლ-ქმარნი ღვთაებრივი შესაქმის გამგრძელებელნი არიან, მაგრამ თუ ადამიანს მხოლოდ ქვენა გრძნობები და ხორციელი ტკბობის სურვილი ამოძრავებს, ეს უკვე სიყვარული აღარაა. ვნებას აყოლილი პიროვნება მიწიერ... იხილეთ სრულად
დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ.
ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ "მე"-ს და... იხილეთ სრულად
რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკე... იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.