
თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან.
თავმდაბალი ბევრს უყვარს, ამაყი და ქედმაღალი კი სძულთ მათაც კი, ვინც თვითონაც მათნაირნი არიან.
ამაყი, მაგრამ ამპარტავანი ადამაინები ჰგვანან ცარიელ ჭას, რომლებიც თავს სხვაზე მეტად აღიმაღლებენ.
დაცემისას ოხრავდე, წარმატების ჟამს კი ნუ გაამაყდები
დაცემისას ოხრავდე, წარმატების ჟამს კი ნუ გაამაყდები.
გულში ნუ იამაყებ წმინდა წერილის წვდომით, რათა გონებით გმობაში არ ჩავარდე
უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.
პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს.
ნუ იამაყებ, თუ ცრემლით ლოცულობ, რამეთუ ქრისტე შეეხო შენს თვალებს და გონების თვალი აგეხილა.
როგორც ბედნიერება აამაყებს, ისე უბედურება ამდაბლებს და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს.
ადამიანებს სძულთ სიღატაკე, ღვთისთვის კი უფრო მეტად საძაგელია ამაყი სული და აღტაცებული გონება.