თემა: სიამაყე უტიფარია ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს ვერ ხედავს და თავი მოაქვს. ყოველი ამაყი და ამპარტავანი გულითა, საძაგელი არს უფლის წინაშე link
თემა: სიამაყე არავინ, თვით უფალიც კი, ამაყ ადამიანს არ განსწავლის, არავის ანიჭებს სიამოვნებას ისეთი ადამიანის განსწავლა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის. link
თემა: სიამაყე ნუ იამაყებ საკუთარი თავით და ნუ შეიქებ თავს, თუნდაც ჭეშმარიტებას ამბობდე, რათა ვინმემ უკეთესად არ იფიქროს შენზე, ვიდრე - სინამდვილეში ხედავს და ესმის შენგან. link
თემა: სიამაყე კარგად დააკვირდი საკუთარ სიამაყეს: შეუმჩნეველია მისი მოქმედება და განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი უმნიშვნელო და წვრილმანი მიზეზიც კი კმარა რომ გაღიზიანდე და გაბრაზდე. link
თემა: სიამაყე მზის ნათელი შენი შუქი როდია და, რასაკვირველია, მისით არ ამაყობ; ნუ იამაყებ შენი გონებითაც: თუ მასში არის ნათელი, ეს ღვთის საჩუქარია, ხოლო თუ სიბნელეა, მაშინ საამაყო არაფერი გაქვს. link
თემა: სიამაყე თუ სიამაყემ ანგელოზები სასუფევლიდან ჯოჯოხეთში ჩააგდო, მაშ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა დავასკვნათ, რომ თავმდაბლობას თვით ჯოჯოხეთიდან, ე.ი. ცოდვის სიღრმიდანაც კი შეუძლია, ზეცად აღიყვანოს. link
თემა: სიამაყე ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს. link
თემა: სიამაყე გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე. link
თემა: სიამაყე ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, სიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს. link
თემა: სიამაყე კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი link