image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: სიამაყე

164. როგორ უნდა მოვიქცე, თუ ცილს დამწამებენ და შემდეგ განცხადდება ჩემი სიმართლე?თუკი ცილს დაგწამებენ და შემდეგ განცხადდება შენი სიმართლე, ნუ იამაყებ, არამედ მორჩილად ემსახურე უფალს, რომელმაც გამოგიხსნა შენ ცილისწამებისაგან.
link
 

თემა: სიამაყე

ერთი შავკაბოსანი, სახელად იაკობი, მოუსვენარი და ამაყი ადამიანი, თავისნაირ ბერებს მოელაპარაკა, ღირსი საბას სავანე დატოვა და მასთან გათანასწორების სურვილით სხვა ადგილას საკუთარი მონასტრის მშენებლობა დაიწყო. ბერი უდაბნოდან დაბრუნდა, ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიამაყე

418. როდესაც რაღაცაზე ვწუხვარ, მაშინ ვლოცულობ და ღვთის გამოუთქმელი სიკეთით დახმარებას ვიღებ, მაგრამ აზრი ამაყობს იმით, რომ ჩემი შეისმინეს. როგორ მოვიქცე?როდესაც ლოცვისას თხოვნა შეგისრულდება და გამედიდურდები, მაშინ აშკარაა, ღვთისნიერი არ იყო შენი ლოცვა, და ღვთისაგან არ მიგიღია დახმარება, არამედ დემონები შეგეწიენ, რათა გაამაყებულიყო შენი გული; რამეთუ როცა დახმარება ღვთისაგან გვეგზავნება, მაშინ სული არ ამაყდება, არამედ უფრო მდაბლდება და მას უკვირს ღვთის დიდი წყალობა, ანუ ის, თუ როგორ იწყალებს ღმერთი ყველანაირად უღირს და ყოველთვის მის განმარისხებელ ცოდვილს, და მომეტებულად ჰმადლობს მის დიად და გამოუთქმელ სიკეთეს, რამეთუ მან ჩვენი ცოდვისამებრ კი არ მოგვაგო, არამედ თავის უდიდესი სიკეთით, სულგრძელად მოგვითმინა და შეგვიწყალა, ამიტომაც არ მედიდურობს სული, არამედ ძრწის და ადიდებს მას.
link
image

თემა: სიამაყე

421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში?ჩვენ ვიცით, რომ ავადმყოფები ექიმს და მკურნალობას ყოველთვის საჭიროებენ, და ზღვის ღელვაში მყოფნი ნავთსაყუდელისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც მოუხმობს წინასწარმეტყველი და ამბობს: „უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე“ (ფს. 89, 1). და კიდევ: „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“ (ფსალ. 45, 1). თუკი ის ჩვენი მფარველია, მაშინ გავიხსენოთ, რას ამბობს თავად: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალ. 49, 15). ამრიგად, მოწყალე ღმერთის განუწყვეტელი მოხმობა ჭირში უნდა ვისწავლოთ. და თუ ღმერთს მოვუხმობთ, ამან არ უნდა გაგვაამაყოს. განა გაამაყდება ვინმე, როდესაც მას ეხმარებიან, თუ ის უგუნური არაა? ჩვენ კი, რომლებიც ღმერთს ვსაჭიროებთ, მოვუხმობთ რა მტრის წინააღმდეგ მის სახელს, თუ უგუნურნი არა ვართ, არ უნდა ვიამპარტავნოთ, იმიტომ რომ საჭიროების გამო მოვუხმობთ და წუხილის გამო მივმართავთ მას. უფრო მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა გვკურნავს და ის არა მარტო ვნებებს, არამედ მათ მოქმედებასაც კლავს. როგორც ექიმი ეძებს შესაფერის მკურნალობას და სალბუნს დაზარალებულის ჭრილობისათვის, და ისიც მოქმედებს, მაგრამ ავადმყოფმა არც იცის, ეს როგორ ხდება, ზუსტად ასევე, ღვთის მოხმობილი სახელი ყველა ვნებებს კლავს, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით როგორ აღესრულება ეს.
link
image
image
4
5
6