სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამ... იხილეთ სრულად
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ვინც მისდევს რწმენის, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და თავდადების გზას, შეუძლია პავლე მოციქულის მსგავსად თქვას: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ჩემთანა ცხოველ არს ქრისტე". დიახ, ქრისტეა მასთან და სწორედ ამაში პოვებს იგი აბსოლუტურ ... იხილეთ სრულად
თუ დასთეს სიყვარულს, მის წილ დიდ სიყვარულს მოიმკი; თუ დასთეს ღვთისმოსაობას, სიკეთესა და სიმართლეს, მოიმკი კეთილდღეობასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას, ხოლო თუ დასთეს ბოროტებას, სიბილწესა და სიცრუეს, შედეგად მიიღებ მწუხარებას, ტანჯვას დ... იხილეთ სრულად
წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს".
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ... იხილეთ სრულად
ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია.