სხვადასხვა ერი შემოქმედმა სხვადასხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემ...
იხილეთ სრულად
სხვადასხვა ერი შემოქმედმა სხვადასხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, შევინარჩუნეთ.
სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფლ. 24, 9) ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კა...
იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფლ. 24, 9) ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კადნიერება, ის სულიწმიდის სამკვიდრებელია, რადგან სულიწმიდა ამბობს: ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და ჩემი სიტყვების მოშიშს (ეს. 66, 2)
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თ...
იხილეთ სრულად
როგორი სიყვარული ასაზრდოებს ნეტარ სულებს ცათა სასუფეველში! თავად ქრისტე, ჩემი იესო, ჩემი სული, ცოცხალი სიტყვა, ვინც არსებობა და სიცოცხლის უნარი გვიბოძა და საუკუნო გამოხსნა, ზეციერი მამის წიაღში საუკუნო განსვენება მოგვანიჭა. „მან თქუა და იქმნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს“ (ფსალმ. 32, 9).