არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ. მაგრამ არც მოღვაწე გრძნობს სიმძიმეს, როცა გონებაზე სიყვარ...
იხილეთ სრულად
არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ.მაგრამ არც მოღვაწე გრძნობს სიმძიმეს, როცა გონებაზე სიყვარული ხელმწიფებს. სიყვარული იმიტომ არ ქრება, რომ სულის საჭეს მუდამ მისკენ მიმართავ. და თუ რაიმე მოხდა, ყვირიხარ პაროლს: "შენი სიყვარულისთვის, იესო ჩემო, ტკბილო სიყვარულო, ავიტან შეურაცხყოფის, უსამართლობის, შრომისა და ყოველგვარი ...
link
არაფერი ისე არ შეგეწევა მრისხანებისა და სხვა ვნებების დაცხრომაში, როგორც სიყვარული ღმრთისა და ყოველი ადამიანისადმი. სხვა ღვაწლთან შედარებით, სიყვარულით იოლად იმარჯვებ
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისაგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა ...
იხილეთ სრულად
არასდროს მინახავს, რომ რაიმე მრისხანებით გამოსწორებულიყო, არამედ ყოველთვის - სიყვარულით. მაშინ ისიც კი, ვისაც განსწავლი, მსხვერპლს იღებს. ამიტომ ასეც მოიქეცით. საკუთარი თავისაგან აიღე მაგალითი; როდის ხდები თვინიერი? შეურაცხყოფისა თუ სიყვარულისაგან?და აღარ გიკვირს იმ სიტყვებისა, წმინდანი რომ ამბობს "მამათა ცხოვრებაში": "მრისხანე და მძვინვარე ადამიანი მკვდარსაც რომ აღადგენდეს, ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს!"
link
ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ,...
იხილეთ სრულად
ნურასდროს ეცდებით ერთმანეთის მრისხანებით გამოსწორებას, რადგან განსაცდელი განსაცდელს ვერ აღმოფხვრის, არამედ ეცადეთ სიმდაბლითა და ჭეშმარიტი სიყვარულით. თუ ხედავ, რომ წინ მრისხანება გიძღვის, დროებით გადადე შეგონება. და როცა დაინახავ, რომ მრისხანებამ ჩაიარა, მშვიდობა დამყარდა და განსჯაც უვნებოდ მუშაობს, მაშინ თქვი სასარგებლო
link
ვინაიდან ადამიანი გონიერ და მშვიდ არსებადაა შექმნილი, ამიტომ სიყვარულითა და მშვიდი მოპყრობით გაცილებით უკეთ გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით. მეც დავრწმუნდი ამაში, მრავალსა და დიდ განსაცდელში. სიკეთითა და სიყვარულ...
იხილეთ სრულად
ვინაიდან ადამიანი გონიერ და მშვიდ არსებადაა შექმნილი, ამიტომ სიყვარულითა და მშვიდი მოპყრობით გაცილებით უკეთ გამოსწორდება, ვიდრე მრისხანებითა და უხეშობით.მეც დავრწმუნდი ამაში, მრავალსა და დიდ განსაცდელში. სიკეთითა და სიყვარულით უამრავი შეგიძლია მშვიდი გახადო. თუკი ვინმეს კეთილი განზრახვა აქვს, სწრაფად აღწევ, რომ მან შესაბამისი სახე მიიღოს, ღმერთის ანგელოზი გახდეს
link
ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა. ქმნილად და შეუქმნელად: შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი - ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი არსება ორ ნაწილად განიყოფა. ქმნილად და შეუქმნელად: შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია, ხოლო შექმნილი - ყველა დანარჩენი. სიყვარულიც შეუქმნელია, შეუქმნელი და მარადიული. რადგანაც სიყვარული ღმერთის თვისება კი არ არის, არამედ ღმერთის სახელია, - მის სხვა სახელებთან ერთად და - საღმრთო არსებობის არსი. ამიტომაც არის ნათქვამი: "ღმერთი სიყვარული არს".
link