ბოროტი ზრახვები - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

167. გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და თუმცა ცოდვის მოქმედებებს ხედავს, მათი მიზეზების განჭვრება არ ძალუძს. 167. გულისზრახვებს მიდევნებული ბრმავდება მათგან და...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

120. როდესაც უკეთური გულისზრახვებისგან ვიმართებით, ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ და არა მამისეული ცოდვა (ადამის ცოდვა, პირველცოდვა). 120. როდესაც უკეთური გულისზრახვებისგან ვიმართებით,...

link
ნეტარი ავგუსტინე

ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი ზრახვებისაგან, ხანაც რწყავს და გამოაცოცხლებს ცრემლების ნაკადით მათ, ვინც ამით მოსაგრეობენ. ლოცვა ნესტიანი ღრუბელივით ხან გვიცავს მწველი...

link

საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალსა. საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი ჰაზრი, მაშინ შენც განრისხდი ეშმაკსა ზედა; ვითარცა მაცხოვარი და უთხარ მას: წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა. როდესაც გაგიჩნდეს, ძმაო, გულში რომელიმე ბოროტი და ცუდი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

141. 1არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა), აშკარაა, რომ თუ თვით ეს საქმე არა(ე.ი. ეს უკეთური საქმე, ეს ცოდვისმიერი გულისზრახვა და ქმედება), ამ საქმის მიზეზები მაინც გიყვარს. 141. 1არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა),...

link
image

როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი ცდილობს გაქცევასა და მიმალვას, ასევე გულახდილი აღსარებით გამომჟღავნებული ბოროტი ზრახვები ადამიანისაგან გაქცევას ცდილობენ. როგორც ბნელი ხვრელიდან სინათლეზე ამომძვრალი გველი...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს ჩვენგან წუხილი ახლავს და ამიტომაც მყისიერად განქარდებიან, ხოლო სურვილისმიერთ – სიხარული, რის გამოც ძნელია მათგან თავის დაღწევა. 191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს...

link
image

როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე არ შეიძლება ზრახვათა დინების შეჩერება, რამეთუ ადამიანის სული თავისი ბუნებით (წინაპართა ცოდვით დაცემის გამო) ღიაა ბოროტების ქმნისათვის. როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე...

link
წმ. ტიხონ ზადონელი

თუ ზრახვას განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ. ზრახვებიდან წარმოიშვება ცოდვა, როგორც ფესვიდან – ხე, ანდა თესლიდან – ნაყოფი. ამოძირკვე ფესვი და ხე არ იქნება; გაანადგურე თესლი და ნაყოფი არ გაიზრდება. თუ ზრახვას განვაგდებთ, ცოდვასაც ამოვძირკვავთ....

link
3