image
image
1
2
3
Loading..
image

თემა: ქურდობა

რომელი ცოდვებია მომაკვდინებელი?მომაკვდინებელი ცოდვებია: მწვალებლობა, განხეთქილება, ღვთის გმობა, განდგომილება, ამპარტავნება, ჯადოსნობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკრეხელობა, კაცის კვლა, ძარცვა, ქურდობა, შური, მევახშეობა, ნაყროვანება, ბოროტი მეხსიერება და ადამიანისთვის ყოველგვარი არაადამიანური წყენის მიყენება. მომაკვდინებელი ცოდვა ართმევს ადამიანს ღვთიურ მადლს და კლავს სულს. მომაკვდინებელი ცოდვა, თუ სათანადოდ არ შეინანეს, სამუდამო ტანჯვის მომტანია (წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი).
წმიდა მოციქული იაკობი ამბობს: ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ესე იგი სასიკვდილოა ყოველი მოუნანიებელი ცოდვა, განსაკუთრებით, როდესაც იგი ხშირად მეორდება.
link
image

თემა: ქურდობა

გამქურდეს, როგორ შევინარჩუნო სულიერი სიმშვიდე?ყველანაირად მოერიდეთ იმას, რაც არღვევს სულის სიმშვიდეს. გაგქურდეს? ცოდვაში რომ არ ჩავარდეთ, უკეთესია არავისზე იეჭვოთ, არამედ იფიქრეთ, რომ ეს განსაცდელი, თქვენზე დაიშვა თქვენს გამოსაცდელად და თქვენი რომელიმე ცოდვის გამო. საკუთარი თავის დასამშვიდებად, იფიქრეთ, რომ ეს მოწყალებისათვის გაეცით. დანაკარგის მოთმენა და მშვიდად გადატანა მოწყალების ნებაყოფლობით გაცემას უდრის.
link
 

თემა: ქურდობა

ერთხელ წმიდა სპირიდონ მღვდელმთავრის სახლში ქურდები შეიპარნენ, რამდენიმე ცხვარი მოიპარეს და წასვლას აპირებდნენ. მაგრამ უფალს უყვარდა მოსაგრე და მისი მამულის საკუთრებას იცავდა. მან შეკრა ქურდები უხილავი ძალით ისე, რომ მათ ადგილიდან ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ქურდობა

ღირსი მამა ზენონი IV საუკუნეში მოღვაწეობდა. ერთხელ, პალესტინაში მოღვაწეობის დროს, წმიდა ზენონი დაღლილობის გამო დასასვენებლად და ორიოდე ლუკმის საჭმელად ბოსტნის მახლობლად ჩამოჯდა. ღირსმა მამამ ბოსტანში ახლადშემოსული კიტრი დაინახა და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ქურდობა

არა იპარო.
არავის აქვს უფლება აიღოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. აქ შედის შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ სხვისი ნივთის, სხვისი საკუთრების მალულად აღება; ძარცვა - სხვისი ქონების ძალით მიტაცება; მკრეხელობა - ღვთისთვის მიძღვნილი, შეწ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ქურდობა

ერთ სოფელში ცხოვრობდა კეთილმორწმუნე გლეხი, რომელიც ყოველ დღესასწაულზე ესწრებოდა საზეიმო წირვას; სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც კი ეკლესიის ზარების ხმას გაიგებდა, თავს მოუყრიდა ხოლმე ბავშვებს და სალოცავად მიდიოდა. ცოლსაც დაუბარებდა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ქურდობა

როგორ მოვიქცე, თუ დავინახე, რომ ყაჩაღები ეკლესიიდან ხატს იპარავენ და არ შემიძლია წინააღდმეგობის გაწევა, რადგან ჩემზე ძლიერები არიან და ვიცი მომკლავენ.როცა იპარავენ, მოპარვის ცოდვაში ვარდებიან და თუ სიწმინდეს იპარავენ, უფრო დიდი ცოდვაა, მაგრამ მაინც მოპარვის ცოდვა ედება და არა მკვლელობის. შენ ამ შემთხვევაში ილოცე: თქვი "მამაო ჩვენო" თუ მათუ შეჩერება არ შეგიძლია, მოპარვის ცოდვას მკვლელობის ცოდვას ნუ დაამატებინებ, მოყვასზეც იფიქრე.იმ შემთხვევაში რა ვქნა, თუ სარწმუნოების გულისთვის მკლავენ, მაშინაც მოყვასზე ვიფიქრო?როცა სარწმუნოებას არ ეხება და ისე გკლავენ, სული ხომ არ იღუპება, ხოლო თუ სარწმუნოების დაცვაა საჭირო და არ დაიცავ, სული დაიღუპება.თუ წინამძღვარმა გაკურთხა სიწმინდეების დაცვა, როგორ მოვიქცე?მაშინ უნდა ჩაერიო, წინააღმდეგობა გაუწიო ქურდს, თუ მოგკლეს სარწმუნოების დაცვის გამო, განუკითხავად შედიხარ სასუფეველში.
link
image

თემა: ქურდობა

395თუ ნივთს დავკარგავ და განკითხვის შიშით, არ განვიკითხავ იმას, (ვისაც, როგორც ვფიქრობ, ის ნივთი აქვს), მაგრამ ეჭვი მაქვს მასზე, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევიტყობ, სინამდვილეში მასთანაა ის ნივთი თუ არა, რამეთუ მე ვერ ვეგუები მის დაკარგვას.თუ შეეცდები გაიგო, მასთანაა შენი ნივთი თუ არა, ეს უხერხული არ იქნება. და თუ აღმოჩნდა, რომ ის მასთანაა, მაშინ ნუ შეეცდები მის შერცხვენას, არამედ იმით დაკმაყოფილდი, შენი ნივთი რომ ნაპოვნია.
link
image

თემა: ქურდობა

674. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა ბერს ჰკითხა: ჩემი ცოდვების გამო ჩემს სახლში ქურდები შემოვიდნენ, მაგრამ არაფერი წაუღიათ. ვიჩივლო თუ ყურადღების გარეშე დავტოვო ეს ამბავი?თუ ჩვენ სინამდვილეში ვფიქრობთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო შემოვიდნენ ქურდები ჩვენს სახლში და ღმერთმა, თავისი კაცთმოყვარებით, არ დაუშვა ჩვენთვის ბოროტება გაეკეთებინათ, მაშინ რატომღა გვსურს შურისგება? რატომ არ მივანდობთ ყველაფერს ღმერთს, რომელიც ამბობს: "ჩემი არს შურისგებაი და მე მივაგო" (რომ. 12, 19). ღვთისა თუ გვეშინია, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ ისინი (ქურდები) რაღაცას ითმენენ, შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ; მაგრამ, რადგან ჩვენ ჯერ ამ საზომისთვის არ მიგვიღწევია, მაშინ ნურც ბოროტებას გავუკეთებთ მათ და ნურც სიკეთეს, არამედ მადლობა შევწიროთ მას, რომელმაც ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვაგო ჩვენ.675. მაგრამ მათ ჩვენგან რაღაც რომ მოეპარათ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვქცეულიყავით?სრულყოფილნი არაფერზე ზრუნავენ; ხოლო ვინც სხვა ხარისხშია, ის ან მცირედ დანაკარგს ეგუება, რამეთუ ანგარიშს უწევს მათ შეჭირვებას და სიღარიბეს ვისგანაც დაბრუნებას მოითხოვს, ან მოპარულს იბრუნებს. ასე, თითქოსდა, კანონიერად ვეპყრობით უგუნურებს. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვეცხლისმოყვარებაა და ჩვენი სულისთვის საზიანოა. ვინც ასე იქცევა, მცნებას არღვევს, რომელიც ამბობს: "რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი" (მათე 5, 40).676. კი მაგრამ, როგორ? ჩემო მამაო, თუ ვინმე ჩემი ტანსაცმლის წაღებას მოისურვებს, ნუთუ მაშინვე უნდა მივცე მას სხვა სამოსიც? რამდენი ბოროტი და უკეთური ადამიანი მოიძებნება, რომელიც მზადაა იმისთვის, რომ, თუკი შეძლებს, სრულიად შიშველს დატოვებს ადამიანს?მცნება იმას კი არ ამბობს, ისე უბრალოდ ვისაც ტანსაცმლის წაღება მოუნდება, ყველას გაატანეთო, არამედ - "რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი" - რაც უკვე მიუთითებს ასეთი ადამიანის არაკაცთმოყვარებასა და ცილობის სურვილზე, რომლებიც სულს გვიზიანებენ. მსგავს შემთხვევაში სულის გადარჩენისათვის სხეულის საჭიროება არ უნდა გვანაღვლებდეს, რამეთუ ნათქვამია: "რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათე 16, 26).
link
image
image
1
2
3