თემა: აბორტი დედა, თავისი ჩვილის მოკვლით დემონთან ერთსულოვანი ხდება, სატანასთან, რომელზედაც მაცხოვარმა თქვა: „იგი კაცისმკვლელი იყო დასაბამითგან“ (იოანე 8, 44). link
თემა: აბორტი აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე.წ. "სუროგატი დედების" ინსტიტუტის შექმნა" უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის. link
თემა: აბორტი უპირისპირებს რა ბავშვის სიცოცხლეს - პირად კეთილდღეობას, დედა უარს ამბობს საკუთარ ჯვარზე, უფრო მეტიც, ბავშვის მკვლელობით ის ფეხქვეშ თელავს მის კუთვნილ ჯვარს. link
თემა: აბორტი ნიშანდობლივია, პატრიარქ ფლაბიანეს დასმული შეკითხვა მეფე თეოდოსიოსისადმი, რომელსაც ანტიოქიის დასჯა სურდა: - "შენ შეგიძლია მოკლა, მაგრამ განა შეგიძლია კვლავ დაუბრუნო სიცოცხლე?". link
თემა: აბორტი თეთრხალათიანი განგსტერების კისერზე - ასობით და ათასობით უდანაშაულოთა სისხლია. ისინი მათი ხელით მოკლულ ბავშვებთან ერთად დიდ ორმოში რომ ჩაეყარათ, ჩვილების სისხლში ჩაიხრჩობოდნენ. link
თემა: აბორტი ჩვილების მოკვლა დანაშაულია ღვთაებრივი და ადამიანური სამართლის წინაშე, ოჯახისა და ცოლქმრობის იდეის წინაშე, თვით ადამიანური ბუნების წინაშე, საკუთარი ერისა და მთელი კაცობრიობის წინაშე. link
თემა: აბორტი აბორტების დაშვება ან დაუსჯელობა მშობლებს ისეთ ტირანულ უფლებებს ანიჭებს, რომელიც ადამიანს ჯერ არ ჰქონია, ტირანისა, რომელსაც შეუძლია თავისი სურვილით მოკლას ან ცოცხალი დატოვოს თავისი ქვეშევრდომი. link
თემა: აბორტი ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს. link
თემა: აბორტი ჩვილის მკვლელობა მხოლოდ ფიზიკურ სიკვდილს არ ნიშნავს, სხეულთან ერთად მისი სულიც საუკუნო სიკვდილს ეზიარება, რადგან ნათლისღების გარეშე ის პირვანდელი ცოდვით აღბეჭდილი რჩება. ის თითქოსდა ბრმა იბადება მარადისობაში. link
თემა: აბორტი ადამიანის ტალანტს ქიმიურ-ლაბორატორიული გზითა და რენტგენის სურათებით ვერ განვსაზღვრავთ: ტროას წინააღმდეგ სახელგანმთქმელი ბრმა ჰომეროსი სპარტაში რომ დაბადებულიყო, კაცობრიობას „ილიადა“ და „ოდისეა“ არ ექნებოდა. link