თემა: საქართველო შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც. link
თემა: საქართველო საქართველოს ისტორია სავსეა ღვთის უშურველი წყალობითა და დიდი განსაცდელებით, ჩვენს საწვრთნელად და გამოსასწორებლად რომ უშვებდა უფალი ჟამითი ჟამად. link
თემა: საქართველო ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. link
თემა: საქართველო რჩეული ერისგან მეტს ითხოვს ღმერთი, რასაც სხვას აპატიებს, იმას ჩვენ არ მოგვითმენს იმიტომ, რომ მადლი დიდი მოგვცა და პასუხსაც მეტად მოგვთხოვს, არ გვაპატიებს განსაკუთრებით ურწმუნოებას. link
თემა: საქართველო საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც. link
თემა: საქართველო თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი link
თემა: საქართველო ყოველ ერს, ისევე როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღმრთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ.ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა. link
თემა: საქართველო საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი. ადამიანი სადაც დაიბადა იქ გადმოდის მასზე კურთხევა link
თემა: საქართველო ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლომდგომი და მთელი კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი შუამდგომელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ბედნიერია ჩვენი ერი, რომ საქართველო მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. link
თემა: საქართველო ქრისტიანული ნათელი ბეთლემში იშვა და ამ ნათელმა ქართველ ერს მისცა ნათლის ისეთი კერები, როგორიც იყვნენ: სინას მთა და წმიდა ათონი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და ბულგარეთის პეტრიწონი, გელათისა და იყალთოს აკადემია და სხვა. link