ჩვენი ხალხის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ღვთისკენ სწრაფვის ძირითად იდეას, უპირველეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარულით ვახორციელებდით და მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ვახორციელებთ. ეს სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს.
საქართველომ დროის გამოცდას რომ გაუძლოს, აუცილებელია ერის მთლიანობა, ერთსულოვნება, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სადაც ადგილი აქვს სიძულვილსა და მტრობას, შურსა და გაუტანლობას, იქ ბოროტი მძლავრობს.
უფალს სამყაროში ყველაზე მადლიანი ადგილი სასუფეველი აქვს. ხოლო აქ დედამიქწაზე მადლის მიხედვით იერუსალიმის შემდეგ ყველაზე წმიდა ადგილი სვეტიცხოველია, მის შემდეგ კი სამთავროს მონასტერი, წმიდა ნინოს ვაზის ჯვრით და ქადაგებით, საიდანაც გაბრწყინდა საქართველო
ათასწლეულების მანძილზე ჩვენი ერი მტერთან გამუდმებულ ომებში მხოლოდ ღვთის იმედით იყო, რადგან არც სხვათა მსგავსად გვყავდა სადმე თანამოძმე ან მუდმივი სტრატეგიული მოკავშირე და არც მრავალრიცხოვანი და ეკონომიკურად შეძლებული დიასპორა გვიმაგრებდა ოდესმე ზურგს.
წმ. ილია მართალმა, რომელმაც XIX საუკუნის საქართველოს ჯვარი იტვირთა, თავის ეპოქის სატკივრის წამალი სამ სიტყვაში გამოთქვა: "მამული, ენა, სარწმუნოება". ამ დევიზით მან ერს უმთავრესი ფასეულობანი შეახსენა და თავის მოღვაწეობით ჩვენი გადაგვარების მოსურნეთ გზა გადაუკეტა.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებ იან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში
თუ არა ღვთის დიდი მოწყალება და მისი შეწევნა, საქართველო ვერ გაუძლებდა იმ ურიცხვ ქარტეხილს, რაც მას თავს დაატყდა. უზარმაზარი იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, გაქრნენ ერები და მათი კულტურები, ჩვენ კი, პატარა ქვეყნის შვილები, ათასწლეულებია მოვუყვებით კაცობრიობის ისტორიის მდინარეს.
ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებთან ერთად იყო და არის საფუძველი ჩვენი გამძლეობისაც და სიძლიერისაც. ეს ღირებულებანი არ არის აბსტრაქტული ფორმულები, არამედ გზა, როგორც ცხოვრებისეული პრობლემების შეცნობის, ასევე მათი სწორი გადაწყვეტისაც.