image
image
6
7
8
9
image
image
Loading..
image

თემა: ოჯახი

გვინდა ზუსტად ვიცოდეთ, როდის შეიძლება ცოლ-ქმრის ურთიერთობა და როდის არა?ეს კალენდრის მიხედვით შეიძლება გაიგოთ: ცოლ-ქმრულ კავშირს უნდა ერიდოთ დღეებში, როდესაც არ შეიძლება ჯვრისწერა: მაგალითად, ოთხშაბათის, პარასკევის, კვირის წინაღამეს და დღესასწაულებზე.
link
image

თემა: ოჯახი

თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტიული ინტერესები. ე.წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმები. მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ოჯახი

620. შეიძლება თუ არა, რომ დავტოვო ცოლი მონასტერში წასვლის მიზნით?შენ არ უნდა დატოვო ცოლი მხოლოდ შენი გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგანაც დაარღვევ მოციქულის მცნებას, რომელიც ამბობს: „შე–თუ–ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ“ (1 კორ. 7. 27). თუკი შენი მეუღლე შესცოდებს (შენთან განშორების შემდეგ) და უწესო ცხოვრების გზას დაადგება, მაშინ მისი ცოდვა შენ მოგეკითხება. მხოლოდ მასთან შეთანხმების ნიადაგზე და სულიერი სარგებლობის მიზნით შიძლება ამის აღსრულება. – მაგრამ ღმერთს მიანდე ეს საქმე და როგორც კაცთმოყვარე უფალს ნებავს, ყოველივე იმგვარადვე აღსრულდება.
link
image

თემა: ოჯახი

თუ ქმარი სვამს და ჩხუბობს შეიძლება გამოვიძახოთ პოლიცია? ეს ქრისტიანულია?მოღვაწენი ამგვარად იქცეოდნენ: სულისთვის უვნებელს იტანდნენ, მავნეს კი თავს არიდებდნენ, მაგალითად სანამ სულით ავადმყოფი (შეშლილი) არაფერს ავნებდათ, უვლიდნენ, ჰკვებავდნენ, ხოლო როდესაც საშიში გახდებოდა შუშებს ამტვრევდა, ხალხს სცემდა და ა.შ - შესაბამის დაწესებულებებში აბარებდნენ.
link
image

თემა: ოჯახი

ჩემი ქმარი ჰოლანდიაში მიდის საცხოვრებლად, მე არ მინდა წასვლა და რა ვქნა?კარგია რომ ერიდები იქ წასვლას, მაგრამ სადაც შენი მეუღლე წავა, უნდა წაჰყვე, რადგან თუ ოჯახი დაინგრა, ის უფრო დიდი უბედურება არის. (რამდენიმე წლის შემდეგ ეს ქალბატონი ჩამოვიდა და მოგვითხრო: მამა გაბრიელის სურათი მქონდა წაღებული, თუ მარხვას ვერ ვიცავდი, სურათი თავისით იჭმუჭნებოდა, და თუ ვიცავდი, თავისით სწორდებოდა)
link
image

თემა: ოჯახი

ქმარი არ მიშვებს ეკლესიაში, შეიძლება დავუჯერო ოჯახის შენარჩუნების მიზნით?ქმარს (ან ცოლს) ყველაფერი უნდა დაუჯეროთ, რაც ღვთის ნებას არ ეწინააღმდეგება, ხოლო რომელშიც ირღვევა, არ უნდა დაუჯეროთ. თვითონ უფალი ამბობს სახარებაში: "რომელსა უყუარდეს მამაი ანუ დედაი (ან ქმარი, ან ცოლი, ან შვილები) უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩედა ღირს" (მათ. X, 37). მოციქულთა საქმეშიც ნათქვამია, რომ ჩვენ ღმერთს უნდა ვმორჩილებდეთ და არა ადამიანებს.
link
image

თემა: ოჯახი

767. მისაღებია თუ არა მეუღლისაგან ისეთი ადამიანის შექება, რომელიც არ უყვარს მის ქმარს?ვინც შენს ქმარს არ უყვარს, ნურც შენ შეუქებ მას ეშმაკური ზრახვით – გულისსატკენად. კეთილშობილ ცოლ–ქმარს, და მით უფრო – ცოლს, ყოველგვარ შემთხვევაში მართებს გულწრფელობა.
link
image

თემა: ოჯახი

განქორწინება ცოდვაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ქმარი სვამს და მასთან ცხოვრება შეუძლებელია?ეკლესია განქორწინების ნებას იძლევა მხოლოდ მეუღლეთაგან ერთ-ერთის ღალატის შემთხვევაში. ქმრის ლოთობას ან სხვა ნაკლოვანებას ქრისტიანი აღიქვამს, როგორც ჯვარს, იმიტომ რომ ლოთობის მიზეზი შეიძლება იყოს ცოლი, რომელიც თავის საქციელით უბიძგებს ქმარს ამ ავადმყოფური მანკიერებიკსენ. შეუღლებისას თქვენ ერთმანეთს ჰპირდებით სიყვარსულს არამარტო თქვენი ბედნიერების წუთებში, არამედ სიმძიმის დროსაც; ჰპირდებით, არ მიატოვებთ მეუღლე ავადმყოფობის დროს. ლოთობა კი ავდმყოფობაა. ამიტომ თქვენ მეუღლისათვის ლოცვის ღვაწლი მოგეთხოვებათ. განქორწინება- ეს ჯვრის თავიდან მოსაცილებლად გამოსავალია, მაგრამ შეძლებთ კი შემდეგ უქორწინებლობის ჯვრის ტარებას? ესეც საკითხავია!
link
image

თემა: ოჯახი

669. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა ცოლის მიტოვება მონაზვნად აღკვეცის განზრახვის გამო?ჩემო შვილო! შენი ნებით არ უნდა მიატოვო ის, რამეთუ ამით მოციქულის მცნებას დაარღვევ, რომელიც ამბობს: "შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ" (1 კორ. 7, 27). თუ ის შესცოდავს და ცუდ ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ მისი ცოდვა შენ მოგეკითხება. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი თანახმაა, რათა სარგებელი მიიღოთ. მაგრამ ეს საქმე ღმერთს მიანდე და როგორც მის კაცთმოყვარეობას ესათნოება, ისე მოაგვარებს.
link
 

თემა: ოჯახი

ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულად გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს მოესმა ხმა:
შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც მახლობელ ქალაქში ცხოვრობენ.
მაკარის ეს სიტყვები გაუკვირდა და მათი ცხოვრების გაგება მ...
იხილეთ სრულად
link
image
image
6
7
8
9
image
image