image
image
1
2
3
Loading..
image

თემა: ქველმოქმედება

630. თუკი ვინმე დაუფიქრებლად წარიტაცება და ქველმოქმედებაში იმასაც დახარჯავს, რაც თვითონ სჭირდება, ხოლო შემდეგ ინანებს, მაშინ რით უნდა ინუგეშოს მან საკუთარი თავი, რათა ეშმაკისეულმა მწუხარებამ არ შთანთქას ის?უპირველეს ყოვლისა, დაე, მან საკუთარი თავი დაუფიქრებლობაში დაადანაშაულოს, თავის აზრს მწუხარებიდან გამოუხმოს და უთხრას: „რადგანაც ეს კეთილი საქმისთვის დაიხარჯა, ამიტომ კაცთმოყვარე ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ შემიწყალოს და ყველაფერი თავის ნებისაებრ მოაგვაროს“.
link
 

თემა: ქველმოქმედება

მართალი ფილარეტი მდიდარი, კეთილშობილი და ყველასგან პატივცემული იყო; ყველაზე მეტად მაინც ის აღამაღლებდა, რომ ქველმოქმედი და იმდენად მოწყალე იყო, სიცოცხლეში არასოდეს უთქვამს უარი, თუ გლახაკი რაიმეს სთხოვდა.
მაგრამ უფალმა, რომელ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ქველმოქმედება

623. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მეორე ბერს ჰკითხა და უთხრა: ჩემო მამაო, მსურს ჩემი საკუთრების ნაწილი ქველმოქმედებისთვის გავცე. ამიტომ გთხოვ, მითხარი როგორ მოვიქცე, რომ სიხარულით დავბრუნდე სახლში: მცირედ-მცირედ აღვასრულო ქველმოქმედება, თუ ერთ ჯერზე?ძმაო! მე არ შემიძლია სათანადო პასუხის გაცემა, თუმცა წერილი შეგაგონებს, როდესაც ამბობს: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს“ (იგავ. 3, 28). მაგრამ სათნოებათა საზომები განსხვავებულია და თითოეული თავის ძალისაებრ მოქმედებს: ერთ ადამიანს თავისი შემოსავლიდან მცირედის გაცემა შეუძლია, მეორე საკუთრების მეათედს გასცემს, ზოგი მეოთხედს, ზოგი მესამედს, ხოლო ზოგი ნახევარს - თითოეული თავის საზომის მიხედვით. ხოლო ვისაც სრულყოფილი საზომის მიღწევა სურს, მე, უკანასკნელს, ნუ მკითხავს, არამედ ჩვენი სულების მოძღვრისა და ექიმის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესაგან ისწავლოს, რომელმაც მდიდარ ჭაბუკს უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19, 21). დაე, შენი აზრები სიკვდილის სიახლოვის ხსოვნამ გააძლიეროს, რომელიც არავინ იცის, როდის ეწვევა. სანამ ამ ცხოვრებიდან გავალთ, სიკეთის ქმნას შევეცადოთ, რამეთუ არ ვიცით, რომელ დღეს მოგვიწოდებენ, რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და ხუთ სულელ ქალწულთან ერთად, კარს მიღმა არ დავრჩეთ, რომელთაც ლამპრები აიღეს, მაგრამ ჭურჭლით ზეთი არ მოუმარაგებიათ. ჩვენი ძალისაებრ იმდენის გაკეთება ვცადოთ, რამდენის საშუალებასაც ჩვენი უძლურება მოგვცემს და ყველასთვის კეთილი მეუფე ბრძენ ქალწულებთან ერთად თავის სასახლეში შეგვიყვანს, რათა ქრისტესთან ერთად ენით აუწერელი სიხარულით გავიხაროთ, ამინ.
link
image

თემა: ქველმოქმედება

635. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა ერთ ადამიანს, რომელსაც ის სანდო ადამიანად თვლიდა, გლახაკთათვის დასარიგებლად შესაწირი მისცა და უთხრა: „მიიღე ეს და ღმერთს გასცემ ამისთვის პასუხს“. მაგრამ მან ვერ გაიგო, რომ ქველმოქმედმა ამით მას მძიმე პასუხისმგებლობა დააკისრა. მან იფიქრა, რომ რადგანაც საკუთარ თავზე აიღო მოწყალების დარიგება, ის უკვე ისედაც პასუხისმგებელი იყო ღვთის წინაშე, მიუხედავად იმისა, ეტყოდა თუ არა ამას ძმა. ხოლო როდესაც ამის თაობაზე იმავე ბერს (იოანეს) ჰკითხა, მან უპასუხა:მოტყუვდა ის, ვინც ეს საკუთარ თავზე აიღო, იმიტომ, რომ მან კადნიერად წარმოიდგინა თავი იმ მდგომარეობაში, თითქოს ყოველი საქმისთვის შეუძლია ღვთისათვის პასუხის გაცემა, დაავიწყდა რა ნათქვამი: „ვინ იტყვის: სუფთა გული მაქვს და ცოდვისაგან განვიწმინდეო?“ (იგავ. 20, 9). ეს სრულყოფილ მამათა საქმეა. მას უნდა ეთქვა ქველმოქმედისთვის: „იმ პირობით, რომ ღმერთს პასუხს გავცემ, მე ამას ვერ ავიღებ, რადგანაც ცოდვილი ადამიანი ვარ; მაგრამ შევეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემი ძალებისაებრ. ღმერთი კი დამეხმარება, რათა საქმე მისი ნებისაებრ აღსრულდეს“. მას რომ ასე ეთქვა, ეს სიმდაბლეში ჩაეთვლებოდა და ღმერთიც არ განსჯიდა იმის გამო, რაც მის ძალებს აღემატება. ხოლო, როდესაც მან საკუთარ თავზე ღვთისათვის პასუხის გაცემა თავდაჯერებულობით აიღო, ღმერთი მას ამისთვის მთელი სიმკაცრით მოსთხოვს პასუხს. თუმცა, ვინც აძლევდა, იმასაც არ უნდა მოეთხოვა ძმისგან ასეთი პირობა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ მას სარწმუნო ადამიანად თვლიდა, დაუკვირვებლობით, ეჭვი შეიტანა მასში. ხოლო, თუ ერწმუნა, მაშინ ეს საქმე ღვთისთვის უნდა მიენდო და არ დაეჭვებულიყო ამ ადამიანში, ვინაიდან ვინც დაეჭვებულია, მას არ შეუძლია რწმუნება.
link
image
image
1
2
3