image
image
12
13
14
Loading..
image

თემა: წმინდანები

785. ერთმა საერო სიბრძნის მასწავლებელმა, ქრისტესმოყვარე კაცმა, ვისი შვილიც სიკვდილის პირას მისულიყო, იმავე ბერს, აბბა იოანეს ჰკითხა: გადარჩებოდა ის, თუ მოკვდებოდა? მან უპასუხა იცოცხლებსო. როგორც ბერმა თქვა, ის ცოცხალი გადარჩა. რაღ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წმინდანები

481. ძმამ დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის. შემინდე, ხშირად გაწუხებ, მაგრამ მრწამს ღვთისა, რომ ის თქვენი ლოცვებით გამაძლიერებს და მომავალში ასე ხშირად აღარ შეგაწუხებთ.ვინც არსით ღვთის შვილია, ის უეჭველად მის სიკეთეთა სულგრძელების, თვინიერების, კაცთმოყვარების და სიყვარულის მემკვიდრეცაა, იმიტომ რომ, თუ ის ღვთის შვილია, მაშინ ღმერთიცაა, და თუ ღმერთია, ესე იგი უფალიცაა; და თუ ღმერთი ნათელია (1 იოანე 1, 5), მაშინ ისიც მნათობია. ამიტომ, ღმერთს რაიმე თხოვნა რომ ამძიმებდეს და იწყენდეს, მაშინ ეს მათაც დაემართებოდათ. მაგრამ, რაკი მას თხოვნა არ აწუხებს, არამედ პირიქით უხარია, ამიტომ მათაც უნდა უხაროდეთ. ძველი აღთქმა ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (ლევ. 19, 18). ახალი კი სრულყოფილების გზას გვიჩვენებს და ერთმანეთისათვის თავდადებას გვასწავლის (იოანე 15, 13), როგორც თავად სრულყოფილმა და სრულყოფილის ძემ დასდვა სული ჩვენთვის. ამრიგად წმინდანები, როცა მათ რაიმეს სთხოვენ - ხარობენ, რამეთუ სრულყოფილნი არიან, როგორც მამაი მათი სრულ არს (მათე 5, 48). მაშ, სთხოვეთ მათ, და ისინი დაუზარებლად მოგაწვდიან იმას, რასაც ითხოვთ, რამეთუ ისინი უღონონი და ზარმაცნი როდი არიან, როგორც მე. ილოცეთ, რომ მეც მათ დასში ჩავირიცხო, და მაშინ მეც ვთხოვ ღმერთს, რომ ყველაფერი თქვენი თხოვნისაებრ მოგანიჭოთ, უპირველესად - ზეგარდამო ძალა და სიყვარული მისდამი, რათა მან განამტკიცოს თქვენი გულები მისდამი შიშში და რწმენაში. გქონდეთ უეჭველი სასოება, რომ მისგან წყალობას მიიღებთ, და ის შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ (ეფ. 3, 20); მას შვენის დიდება უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: წმინდანები

430. როდესაც წმინდა მოწამეთა ნაწილებთან ახლოს ვარ, აზრი არ მასვენებს და მათთან რამოდენიმეჯერ მისვლას და თაყვანისცემას მაიძულებს. და რამდენჯერაც შორიახლოს გავივლი, თავის მოხრას ჩამაგონებს. უნდა მოვიქცე ასე თუ არა?ასე უნდა მოიქცე, რამეთუ ერთი თაყვანისცემა საკმარისია. ამიტომ, ამ აზრს განსაკუთრებით მაშინ არ უნდა მოუსმინო, როდესაც დაწყნარებული ხარ და საკუთარი სურვილით სამჯერ სცემ თაყვანს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ ყველაფერი რაც შფოთით და მღელვარებით კეთდება და რაც ზედმეტია, დემონებისაგან მომდინარეობს. ასევე, თავის მოხრაც ერთხელ საკმარისია, ან თუ მეტი, ისიც სამჯერ, და არა იძულებით, როგორც ამას აზრი ჩაგაგონებს.
link
 

თემა: წმინდანები

როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი ადამიანი, საცხოვრისად მას ყოველი სიკეთით შემკული სამოთხე განუწესა. გასაკვირი როდია, რომ ადამს, მის უცოდველ მდგომარეობაში, ემორჩილებოდნენ მხეცები და თვითნიერნი ხდებოდნენ. ყველა ცხოველი სრულ ურთიერთთან... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წმინდანები

843. როდესაც მამები რაღაცას მეუბნებიან და მეჩვენება, რომ არასამართლიანია, ამასთან ურწმუნოებასთან ბრძოლა მეწყება და ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ აზრს, ვეუბნები რა საკუთარ თავს: ეს უნდა იყოს ისე, როგორც მამები ამბობენ. ეს რწმენის საქმეა თუ ურწმუნოების?აზრს თუ ასე პასუხობ, ეს რწმენის საქმეა. მაგრამ აიძულე საკუთარი თავი, რომ როცა მამები გეტყვიან... (აქ ორიგინალის სიძველის გამო სიტყვები არ იკითხება, ბერი პაისის შენიშვნა), ღვთის გარეშე ისინი არაფერს ამბობენ; ხოლო სიფხიზლე დიდია საჭირო, იმიტომ, რომ მაგალითად, თუ ღმერთი ახლა იმას გვეუბნება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს წინამდებარე საქმის ვითარებას შეესაბამება, ხოლო რაღაც დროის გასვლის შემდეგ ის საქმე ცვლილებას განიცდის, მაშინ ვინც მტკიცე არაა რწმენაში, ის ბრკოლდება. ასევეა წმინდანებთან მიმართებაში. ზოგიერთები კი, არ იციან რა ღვთის ძალა და განგება, მათი მეშვეობით რომ აღესრულება, ყოველთვის ამბობენ: რატომ არ თქვეს წმინდანებმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და მხოლოდ საქმის წინამდებარე გარემოებების შესაბამისად ილაპარაკესო. მათ ცვლილებების შემდეგ თუ ჰკითხავენ, მაშინ ისინი სხვაგვარად იტყვიან, როგორც ეს მათმა მასწავლებელმა ბრძანა - უბედურების დათევა აქაბზე, ხოლო როდესაც აქაბი შეიცვალა, ღმერთმაც დაივიწყა თავის რისხვა და თქვა: „არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში“ (3 მეფ. 21, 21, 29). ღმერთზე რაღას იტყვიან ის მიუხვედრელნი, განა მასაც უმეცრებას მიაწერენ? გზა-კვალი ერევათ მათ, არ იციან რა, რომ „განკითხვანი ღმრთისანი უფსკრულ მრავალ და გამოუკულეველ“ (ფს. 35, 7). ამ საიდუმლოებებისა მხოლოდ მართლებს სწამთ და ყველანი როდი დაიტევენ მათ. მაშ, იცოდე ძმაო, რომ ჭეშმარიტი მამები არ მწუხარებენ, როდესაც ზოგიერთები, ღვთის საიდუმლოებათა უცოდინრები, მათ - მამებს მატყუარებად თვლიან, რამეთუ თუ ამას მათთვის სარგებელი არ მოაქვს, არც აზიანებს; ზუსტად ისევე, როგრც დიდებას არ ითვისებენ ისინი, მისდევენ რა თავის მეუფეს.
link
 

თემა: წმინდანები

1647.ხომ არ ითვლება ანგელოზთა და წმინდანთა პატივისცემა ღმერთის პირველი მცნების საწინააღმდეგოდ?არ ითვლება იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეთაყვანებით ამგელოზებსა და წმინდანებს, არც ვემსახურებით მათ, არამედ პატივს ვცემთ მხოლოდ.1648.როგორ ვცემთ პატივს ანგელოზებს და წმინდანებს?ანგელოზებს და წმინდანებს პატივს ვცემთ ოტXგვარად:
1. თაყვანს ვცემთ მათ წმიდა ცხოვრებას;
2. ვბაძავთ მათ ბრწყინვალე მაგალითს;
3. მოვუხმობთ მათ, ვითარცა ღმერთის საყვარელ მსახურებს, რათა ილოცონ ჩვენთვის ღმერთის წინაშე, და მადლობას ვწირავთ შუადგომლობისათვის;
პატივს ვცემთ მათ ნივთებს, მათ წმიდა ნაწილებს და ხატებს;
1649.უმეტესად რომელ წმინდანს მივაგებთ პატივს?წმინდანთაგან უმეტესად პატივს მივაგებთ მარლთმადიდებელი სარწმუნოების მფარველს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს.1650.განსაკუთრებით რომელ წმინდანს უნდა სცეს მარლთმადიდებელმა პატივი?თითოეულმა ადამიანმა განსაკუთრებით უნდა სცეს პატივი იმ წმიდანს, ვისი სახელიც ჰქვია.
განმარტება:
წმინდანთა პატივისცემის აუცილებლობისთვის მრავალი სერიოზული დასაბუთება შეიძლება მოვიყვანოთ. უპირველესად, წმიდა წერილი შეიცავს მრავალრიცხოვან დასაბუთებას იმისა, რომ უფალი შეისმენს მიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ლოცვებს, განსაკუთრებით მათ ლოცვებს, ვინც ცდილობს წმიდად იცხოვროს. ილოცა აბრაამა და უფალმა განკურნა აბიმელიქი (დაბ.20,17). ილოცა სამოელმა ისრაელიანთათვის და შესმენილ იქნა მისი ლოცვა (Iმეფ.7,8,9). შესმენილ იქნა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა და ღმერთმა არცხვინა კერპთაყვანისმცემელნი (3მეფ.18,36-39). მით უფრო შემწეა წმინდანთა ლოცვა, რომლებიც მარადისობაში არიან გარდასულნი, რამეთუ მათ აღარ ამძიმებთ ხორციელი სისუსტეები და ამიტომ ახლოს იმყოფებიან ღმერთთან, რომელიც თავად არის წყარო სიყვარულისა, და სათნოებისა. კითხვაზე, იციან თუ არა ღმრთის წმინდანებმა, რომ ვუხმობთ და ვევედრებით, მორწმუნე ქრისტიანს შეუძლია მხოლოდ დადებითად უპასუხოს. უკვე აქ, მიწაზე აძლევს უფალი წმინდანებს ისეთი აღთქმის უნარს, რომელიც აღემატება ჩვენი გრძნობის ორგანოების უნარებს. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ელისემ უწყოდა, რომ მისი მსახური გეხაზი, რომელიც მისგან იმდენად შორს იმყოფებოდა, რომ მისი ხილვა შეუძლებელი იყო, რაღაც ცუდს სჩადის (IIმეფ.5,20-27). პეტრე მოციქულმა უწყოდა, რომ ანანიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ამ ქვეყნად ჩვენ მხოლოდ ნაწილობარივ, ბუნდოვნად, შევიმეცნებთ, იმ ქვეყნად კი ჩვენი შემეცნება სრულყოფილი იქნება (Iკორ.13,9-12). ქრისტემ ბრძანა, რომ წმიდანები ანგელოზთა მზგავსნი არიან, (ლკ.20,35-36). თუმცა ეს სიტყვები ქრისტემ აღდგომასთან დაკავშირებით ბრძანა, მაგრამ არ არსებობს საფუძველი მისი სიტყვების ჭეშმარიტების უარსაყოფად, სხეულიდან განსრულ წმიდანთა სულებთან მიმართებაში. თუ წმიდანთა სულები ანგელოზების მსგავსია, და თუ იესო ქრისტეს სხვა სიტყვების თანახმად, ანგელოზები ზეცის მკვიდრნი არიან (მთ.18,10), რომლებიც ხარობენ ერთი მონანული ცოდვის გამო (ლკ.15,10), უნდა გვჯეროდეს, რომ წმინდანებსაც აქვღ ეს თვისებები. უფალ იესო ქრისტეს იგავიდან მდიდარისა და გლახაკი ლაზარეს შესახებ ვუწყით, რომ აბრაამმა, თუმცა ის მოსეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე აღესრულა, ზეცაში უწყოდა მის შესახებაც, და იმ კანონების შესახებაც რომელიც მოსემ აუწყა სინას მთაზე (ლკ.16,19-31). წმინდანები სრულიად ახლოს არიან ღმერთთან, ურთიერთობა აქვთ მასთან და უწყიან ჩვენი საჭიროებანი. ისინი ჩვენთან ერთად არიან ეკლესიის წევრები და ქრისტეს სხეულის ასონი, მათ ვუყვარვართ, და ამ სიყვარულის გამო ღმერთს ევედრებიან ჩვენთვის. წმიდა იოანე მოციქული გამოცხადებაში წერს, რომ ანგელოზებს ღმრთის ტახტის წინაშე მიაქვთ ყველა წმინდანთა ლოცვები (გამოცხ.8,3-4). დასაბამიდანვე ეკლესიას მტკიცედ სწამდა, რომ წმინდანები ჩვენთვის შესთხოვენ ღმერთს წმ. ეგნატე ღმერთშემოსილის მოწამებრივი აღსასრულის ( 116) შესახებ ჩანაწერებში ნაუწყებია, რომ ეს წმიდანი აღსრულების შემდეგ ქრისტიანებისათვის მლოცველად იქცა. სიცილიელი მოწამეების ( 200) აღსასრულის შესახებ ჩანაწერებში არის სიტყვები, რომ მოწამეები ჩვენთვის წარსდგებიან უფალ იესო ქრისტეს წინაშე საეკლესიო მწერალი ორიგენი (185-254) წიგნებში ლოცვების შესახებ (თავ.11) ამბობს, რომ წმინდანები შეუერთებენ ჩვენს ლოცვებს თავისას და ჩვენთან ერთად ლოცულობენ. წმ. კირილე იერუსალიმელის ლიტურღიაში ნათქვამია: ,,მოვიხსენებთ მათ, რომელთაც უწინარეს ჩვენისა შეისვენეს, უპირველესად პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა და მოწამეთა, რათა შუამდგომლობითა მათითა კეთილინებოს უფალმა და შეიწიროს ლოცვანი ჩვენნი." ასევე, წმიდა ჟამისწირვაში, მღვდელი წმიდა მსხვერპლშეწირვისთვის პურისა და ღვინის მომზადებისას, წმიდანთა მოსახსენებლად ფეშხუმზე დააბრძანებს რა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილებს, შესთხოვს უფალს, რათა წმიდანთა შუამდგომლობით მოგვხედოს და ამავე ლოხვალ იმეორებს მასშემდეგაც, რაც წმიდა ძღვენი იკურთხება და გარდაისახება. ჩვენ ვევედრებით და ვმადლობთ წმინდანებს ისევე, როგორც ვთხოვთ და ვმადლობთ იმ ადამიანებს, რომლებიჩ ჯერ კიდევ ცხოვრობენ დედამიწაზე. სიკვდილი და სამარე სრულიადაც არ არის წინაღობა მორწმუნის სიყვარულისთვის. რწმენა გადალახავს ყოველივეს, სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, ხოლო სასოება სამარის შემდეგაც რჩება. ანგელოზებისა და წმინდანთა თაყვანისცემით ოდნავადაც არ კნინდება ღმერთის დიდება, რამეთუ ანგელოზებისა და წმინდანების თაყვანისცემა ეკუთვნის უფალს, რომელსაც ისინი მსახურობენ.
link
image

თემა: წმინდანები

ძველად წმიდა მამები თავდაპირველად უდაბნოში გადიოდნენ და მოსაგრეობას შედგომილნი თავიანთი ვნებებისაგან იცლებოდნენ. მათ საკუთარი გეგმები და პროგრამები არ გააჩნდათ, მთლიანად ღვთის განგებას ენდობოდნენ და ყოველგვარ წოდებასა და ძალაუფლებ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: წმინდანები

622. იგივე ძმამ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ოდნავ დაწყნარდა, კვლავ ჰკითხა იმავე დიდ ბერს: ღვთისადმი შენმა სიყვარულმა ასეთი რამ წარმოთქვა, რომ ცოდვილს თავის ცოდვების აღხოცვა სინანულით შეუძლია; კი მაგრამ, როგორ? ნუთუ ის წმინდანთა ლოცვებს არ საჭიროებს და თავის თავად შეძლებს ამას? ხოლო, თუ თვითონ ჭეშმარიტად არ შეინანებს და მარტო წმინდანები ილოცებენ მისთვის, მაშინ მიეტევება თუ არა მას ცოდვები მათი გულისთვის?თუ ადამიანი თავისი ძალისაებრ თვითონ არ იშრომებს და წმინდანთა ლოცვებს თავის შრომას არ შეუერთებს, მაშინ იგი მხოლოდ წმინდანების ლოცვით, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. წმინდანებმა რომ იმარხულონ და ილოცონ მისთვის, თუ ის ავხორცობას მიეცემა და უჯეროდ იცხოვრებს, რა სარგებელს მოუტანს მათი ლოცვა? რამეთუ აქ ცხადდება ის, რაც წერილშია ნათქვამი: „თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ, გარდა დაღლისა?“ (ზირ. 34, 23). წმინდანთა ლოცვით შესაძლებელი რომ იყოს მისი ცხონება, ვინც ოდნავადაც არ უკვირდება საკუთარ თავს, მაშინ რა შეუშლიდა წმინდანებს ხელს, ასეთნაირად ამა სოფლის ყველა ცოდვილი რომ აცხოვნონ? თუმცა, ცოდვილს შეუძლია მცირეოდენი შრომა, მაგრამ ის მართლის ლოცვას მაინც საჭირეობს. რამეთუ, მოციქული ამბობს: „ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად“ (იაკ. 5, 16), ანუ, როდესაც წმინდანი და მართალნი ცოდვილისათვის ლოცულობენ, მაშინ ცოდვილმაც თავის ძალისაებრ, წმინდანთა ლოცვებს სინანულით ხელი უნდა შეუწყოს; და ვინაიდან მას არ შეუძლია თავის ვალების მთლიანად გადახდა, მას მცირედი მოაქვს, ხოლო წმინდანთა ლოცვებს - ბევრი. მაგალითისთვის ვთქვათ, ვინმეს ათი წონა ხორბლის გადატანა სჭირდება, თავად კი ორის აწევაც არ შეუძლია; ამიტომ ის ღვთისმოშიშ ადამიანს მოძებნის, რომელიც მის ნაცვლად ცხრა წონას წაიღებს, ხოლო მას მხოლოდ ერთს დაუტოვებს და ასეთნაირად ხსნის საშუალებას მისცემს და ავაზაკებისაგან დაიფარავს, რომელთაც შესაძლოა გზაზე მოკლან იგი. ზუსტად ასევე ხდება აქაც. ცოდვილი კიდევ იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სხვისი ასი ოქროს მონეტა მართებს. როდესაც მსესხებელი ვალის შესახებ შეახსენებს, ის ერთ კეთილკრძალულ და მდიდარ ადამიანთან მივა და სიყვარულის გამო სთხოვს, რომ რამდენიც შეუძლია, მისცეს. მდიდარს კი, რადგან კაცთმოყვარეა და ხედავს მის გასაჭირს, შეეცოდება და ეტყვის: „ძმაო! რაც მაქვს, შენთვის გავიღებ და გაგათავისუფლებ ხელწერილისაგან“. ამრიგად, უკვე მოვალეზეა დამოკიდებული, რომ ბევრისაგან გასათავისუფლებლად, მცირედის გადახდას შეეცადოს. რამეთუ, სანამ ის გულმოწყალე ადამიანი მის მიტანილ ათ ოქროს მონეტას არ დაინახავს, მანამ თვითონაც დააეჭვებს იმ ოთხმოცდაათი მონეტის დადება, იცის რა, რომ გამსესხებელი არ დააბრუნებს ხელწერილს, სანამ მთლიანად არ მიიღებს იმ ას მონეტას, რომელიც გაასესხა.
link
image

თემა: წმინდანები

454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე?დაარწმუნე, როგორც ავადმყოფმა, რომელსაც ექიმი სჭირდება; მაგრამ ისიც გახსოვდეს, ახალშობილი ყრმა სრულყოფილი კაცი უცებ არ ხდება და თანმიმდევრულად იკვებება რა სხვადასხვა სახის ნაზი საკვებით, ბოლოს მყარი საკვების მიღების უნარსაც აღწევს, რამეთუ მყარი საკვები სრულყოფილთა კუთვნილებაა (ებრ. 5, 14). ამიტომაც თქვა მოციქულმა: „სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3, 2). მაშასადამე, თუ სტუმართმოყვარეობას ვესწრაფით, ნუ ვიტყვით, რომ ამით მცნებას ვასრულებთ, არამედ ვაღიაროთ, რომ იმ ავადმყოფივით ვიქცევით, რომელსაც ექიმი სჭირდება და იყავი ჯერ ასე, სანამ ღმერთი სრულყოფილ საქმიანობამდე მიგიყვანს.
link
image
image
12
13
14