ყოვლადწმინდა სამება - ციტატები, გამონათქვამები
ყოვლადწმინდა სამება - ციტატები, გამონათქვამები ყოვლადწმინდა სამება, გამონათქვამები
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათლისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
როგორც ღმერთშემოსილი მამები გვასწავლიან, ყოვლადარსი სამება არის ერთი სამპიროვანი ღმერთი: გონება - მამა, სიტყვა - ძე და სული - სულიწმიდა. აი, სწორედ ესაა ჩვენი სასოების საფუძველთა საფუძველი. ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობა, საღმრთო ... იხილეთ სრულად
მამა და ძე ერთნი არიან არა იმ აზრით, თითქოს ერთი ორ ნაწილად იყოს გაყოფილი, რომლებიც ერთ რამეს შეადგენენ, და არც იმ აზრით, რომ ერთი რამ თითქოს ორი სახელით იყოს წოდებული. პირიქით, რიცხვით ორნი იმიტომ არიან, რომ მამა მამაა და არა ძე,... იხილეთ სრულად
ადამიანებმა დაივიწყეს, რომ: „იშუებდ უფლისა მიმართ..“ (ფს. 36, 4) და ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ ეკლესიაში მშვიდობა, გამოწვლილვით იძიებენ რაღაცას არსთა შესახებ და თვლიან სიდიდეებს, ზომავენ ძეს მამისადმი და მამას უფრო დიდად მიიჩნევე... იხილეთ სრულად
ქრისტემ წმინდა ცეცხლი მოიტანა, ის თავად ბრწყინავდა და ანათებდა მარადისობაში. ეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის ცეცხლია, ცეცხლი წმიდა, ღვთიური, ცეცხლი მარადიული კერიისაგან. წმინდა სამება ჭეშმარიტების ცეცხლია, საიდანაც სიყვარულის სითბო... იხილეთ სრულად
სადაც სიტყვაა, იქაა სულიც. სულს იგივე ერთობა აქვს ძესთან, რაც ძეს მამასთან, იგივე თვისებაც. რამეთუ, სადაც ნათელია, იქვეა ბრწყინვალებაც. სული საკუთარი ხატია ძისა, მისი ცოცხალი ქმედება და ელვარე მადლი. სული სიტყვასთან აერთებს ქმნილე... იხილეთ სრულად
მამა ყოველივეს ქმნის სიტყვით სულის მიერ, რამეთუ სადაც არის სიტყვა, იქაა სულიც და ქმნადსაც სიტყვით სულისაგან აქვს მიღებული არსებობის ძალა ძის მიერ.
სამება არის ერთი ღმერთი. იგი განუყოფელია და მსგავსია მხოლოდ საკუთარი თავისა. არის წმიდა და სრულყოფილი სამება, შეცნობადი მამაში, ძეში და წმიდა სულში, ესაა ერთი ღმერთი, რომელსაც თავის თავში არაფერი აქვს უცხო ან გარედან მიღებული.
ნათლისღების საიდუმლო წმიდა სამების სახელით აღესრულება, რამეთუ სწორედ სამებისაგან მოგვენიჭა საღმრთო მადლი. ღმერთმა, არა როგორც რისამე არმქონემ და ნაკლულოვანმა, არამედ როგორც მამამ, თავისი სიბრძნით დააფუძნა ქვეყანა, ყოველივე შეჰქმნა... იხილეთ სრულად