
ყოველთვის ელოდე, მაგრამ ნუ გეშინია სიკვდილის: ისიც და ესეც სიბრძნისმოყვარეობის ჭეშმარიტი ნიშნებია.
ყოველთვის ელოდე, მაგრამ ნუ გეშინია სიკვდილის: ისიც და ესეც სიბრძნისმოყვარეობის ჭეშმარიტი ნიშნებია.
ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც გინდა, რომ სიკვდილის წინ იყო. ის აკეთე, რის გაკეთებასაც სიკვდილის წინ ისურვებდი.
ყველაზე უკეთესი სარგებელი ამ ცხოვრებიდან არის - "ვკვდებოდეთ ყოველდღე", ანუ ყოველდღე ისე ვიცხოვროთ, თითქოს იმ დღეს უნდა მოვკვდეთ.
ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?
ჭეშმარიტად კეთილ გამოცდელებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას.
სიკვდილი იმდენად საშინლად აღარ მოგეჩვენება, თუ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად დაელოდები მას, ისევე, როგორც ვერ გვაშინებს ის მტერი, რომელსაც გამუდმებით ველით.
ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაიიმედებს თავს, რომ მას არ მოევლინება მოულოდნელი სიკვდილი. ის ანაზდად რომ არ მოგვეწიოს და ძრწოლა არ მოგვგვაროს, მის შესახვედრად წინდაწინვე უნდა ვემზადოთ.
უნდა ვეცადოთ, ყოველი დღე განვვლოთ ისე, თითქოს იგი იყოს უკანასკნელი. მაშინ ბოროტი ვერ გვძლევს. მაშინ ცდუნებანი ადვილად ვერ დაგვიმონებენ, მაშინ უფრო მეტს ვიფიქრებთ ჭეშმარიტ ბედნიერებაზე, მარადიულ ღირებულებებზე.
სამი რამ არის ადამიანისათვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე შესაძლოა მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც სწორედ ... იხილეთ სრულად
მიწიერი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობაა. ჩვენ აქ მხოლოდ მგზავრები ვართ: დღე დღეს აუწყებს მარადიულობის კარიბჭესთან ჩვენს მიახლოებას; მთავარია, იქ წარვდგეთ ღირსეულად. ღვთის დიდი წყალობაა, რომ არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ... იხილეთ სრულად