image
image
2
3
4
5
6
image
image
Loading..
image

თემა: ერესი

608. ნუთუ არ შეიძლება ევაგრესეული წიგნების კითხვა?რაც სულისათვის სასარგებლოა, თუ გსურს, ის იკითხე, ოღონდ ნახსენები აზრები არ შეიწყნარო. სახარებისეულ იგავში თევზჭერის შესახებ ნათქვამია, რომ: „შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან“ (მათე 13, 48); შენც ასევე მოიქეცი.
link
image

თემა: ერესი

646. შეიძლება თუ არა შესვლა მწვალებელთა ეკლესიაში?უფალი ამბობს: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ“ (მათ.10. 5). დავიმარხოთ ეს მცნება მწვალებელთა მიმართ და ნუ შვალთ მათ ეკლესიებში და ნურც მათ სახლებში, არამედ იქ დავივანოთ, სადაც იყოს ძე მშვიდობისა და თესლი კეთილმსახურებისა.
link
 

თემა: ერესი

აბბა აგათონის შესახებ ამბობდნენ, რომ იგი ძალიან გონიერი იყო. ერთხელ მის გამოსაცდელად უცნობები მივიდნენ და უთხრეს:
-ეს შენა ხარ აგათონი? შენს შესახებ გვსმენია, რომ ამპარტავანი და მემრუშე ხარ.
-კი, ეს მართალია, - მიუგო ამბ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ერესი

რომელი ცოდვებია მომაკვდინებელი?მომაკვდინებელი ცოდვებია: მწვალებლობა, განხეთქილება, ღვთის გმობა, განდგომილება, ამპარტავნება, ჯადოსნობა, სასოწარკვეთილება, თვითმკვლელობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკრეხელობა, კაცის კვლა, ძარცვა, ქურდობა, შური, მევახშეობა, ნაყროვანება, ბოროტი მეხსიერება და ადამიანისთვის ყოველგვარი არაადამიანური წყენის მიყენება. მომაკვდინებელი ცოდვა ართმევს ადამიანს ღვთიურ მადლს და კლავს სულს. მომაკვდინებელი ცოდვა, თუ სათანადოდ არ შეინანეს, სამუდამო ტანჯვის მომტანია (წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი).
წმიდა მოციქული იაკობი ამბობს: ჩადენილი ცოდვა შობს სიკვდილს. ესე იგი სასიკვდილოა ყოველი მოუნანიებელი ცოდვა, განსაკუთრებით, როდესაც იგი ხშირად მეორდება.
link
image

თემა: ერესი

რატომ არ შეიძლება თანაზიარობა კათოლიკეებთან?ვინ არ ისურვებდა კათოლიკეებთან და ლუთერანებთან თანაზიარობას და მათთან ერთად ქრისტეში ერთ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთ საზოგადოებაში ყოფნას?! მაგრამ ჩამოთვლილ ეკლესიათა რომელი წევრი, განსაკუთრებით კი მათი მაღალი იერარქები - პაპები, კარდინალიები, არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, ანდა ქსენძები, პასტორები - თანხმდებიან, გაემიჯნონ თავიანთ ცდომილებას? არა. ჩვენ კი ერეტიკულ სწავლებას ვერ დავეთანხმებით ისე, რომ ამან ჩვენს სულს არ ავნოს. მიდი და სცადე თანაზიარობა!... განა შეიძლება ტყუილისა და ჭეშმარიტების შეთანხმება?! (წმ. იოანე კრონშტადტელი).
link
image

თემა: ერესი

468. რა ადგილი მიანიჭეს პაპს კათოლიკური ეკლესიის მესვეურებმა?პაპისტებმა ეკლესიის თავად სცნეს რა რომის პაპი, ამით აღიყვანეს იგი უზენაეს საყდარზე ქრისტეს მსგავსად და გააღმერთეს; ხოლო ქრისტე უკანა პლანზე გადასწიეს; პაპი დასვეს ქრისტეს ნაცვლად მაშინ, როცა ქრისტე ჩვენთან არის „ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28.20).
link
image

თემა: ერესი

XX საუკუნეს რომ ვაანალიზებთ, უწინარესად თვალს ხვდება გაამპარტავნებული და გადიდგულებული ადამიანი; მეცნიერებასა და ტექნიკაში საოცარმა აღმოჩენებმა მისი გონება უსაზღვრო სიამაყით აღავსო. პატივმოყვაეობამ ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ მან უარ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ერესი

673. შიძლება თუ არა ვთქვათ, რომ მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიან?თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო. საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესად უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ, სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი.
link
 

თემა: ერესი

მართლმადიდებლობისაგან განდგომილი უნიატი ეპისკოპოსი (ბრესტის) იპატოს პოცეი წმიდა ნიკოლოზის მონასტერში სხვა უნიატ ეპისკოპოსებთან საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდა და ბარძიმში ჩასხმული ღვინო წყლად გადაექცა. მართლმადიდებლობიდან განდგომილმ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ერესი

შეიძლება ვიფიქროთ, რომ კეთილი მაჰმადიანები და წარმართები ცხონდებიან?შეცდომაა იმის ფიქრი, რომ კეთილი მაჰმადიანები და წარმართები გადარჩებიან, ცხონდებიან, ეს იგი უფალს მიეახლებიან. ეკლესია მუდამ აღიარებდა, რომ ხსნის გზა ცხონების ერთადერთი საშუალება გამომხსნელი მაცხოვარია (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი).
link
image
image
2
3
4
5
6
image
image