image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: მდუმარება

როდის არ უნდა ვდუმდეთ ჭეშმარიტებაზე?ქისტიანმა არ უნდა დამალოს სიმართლე იმათ წინაშე, ვინც დამნაშავეს ეძებს; მშობლების წინაშე, რომლებიც ცდილობენ შვილის გამოსწორებას; მოძღვრის წინაშე აღსარების დროს; მეგობართან, რომელიც თავის სულს გვიხსნის და ა. შ... ქრისტიანი აგრეთვე არ უნდა გაუჩუმდეს საშიშროებას, მაგალითად სიკვდილისას, როდესაც საქმე ისე მიდის, რომ უიმედო ავადმყოფი აღსარებით და წმიდა ზიარებით მარადისობისათვის უნდა მოვამზადოთ.
link
image

თემა: მდუმარება

პასუხს აგებს თუ არა ადამიანი ღვთის წინაშე ამაო დუმილისათვის?წმიდა ამბროსი ამბობს, თუ ჩვენ პასუხს ვაგებთ ამაო მეტყველებისათვის, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამაო დულისთვისაც არ დავისაჯოთ.
link
image

თემა: მდუმარება

დუმილი დიდი ძალა და საიმედო საყრდენია უხილავ ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად,დიდი სიკეთეა მათთვის,ვინც საკუთარ თავს არ არის მინდობილი,არამედ მხოლოდ უფალს ესავს.იგია მცველი წმინდა ლოცვისა და საკვირველი შემწე სათნოებათა მოპოვებისა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მდუმარება

როდის უნდა დუმდეს ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე?ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე უნდა დუმდეს იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ მისი საუბარი. ქრისტიანი ჭეშმარიტებას არ უნდა ახსენებდეს ჩასაფრებულ, შურისმაძიებელ მოწინააღმდეგეთა წინაშე, რათა მათ ამით არ ისარგებლონ და არ უმტრონ მოყვასს. ქრისტიანი უნდა დუმდეს აგარეთვე არასერიოზულ ადამიანებთანაც, რომლებიც მზად არიან გაგონილი ჭეშემარიტება, თუნდა ძალიან მნიშვნელოვანიც, განიხილონ ყოველი შემთხვევისთვის. საერთოდ, ქრისტიანმა თავის ლაპარაკით არანაირ საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს მოყვასი. გარდა ამისა ქრისტიანმა უნდა დაიცვას საიდუმლო, რომელიც მას ახლობელმა გაანდო.
link
image

თემა: მდუმარება

539. ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა მისთვის მდუმარება თუ არა?თუ ღვთის გზაზე სვლა გსურს, პატივს ნუ ეძებ. რა არის ღვთის გზა, თუ არა მხოლოდ ის, რომ ადამიანმა ყველაფერში საკუთარი ნება მოიკვეთოს და საკუთარი თავი უკანასკნელად და ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს. ასეთი ადამიანი ამ გზით სიარულს შეძლებს, რადგანაც იცის, რომ ვინც საკუთარ ნებას არ უარყოფს და სასოებას უფალზე არ დაამყარებს, ამას ვერ გააკეთებს. ამ ადამიანზე სახარების სიტყვა აღსრულდება: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოოთ“ (მათე 7, 7). ამაში მდგომარეობს ცხოვრება და ცხონება. მოისურვე მისი მოპოვება, რამეთუ ამის გარდა სხვა გზა არ არსებობს. ძმაო! ნუ გაალანძღვინებ თავს ეშმაკს.
link
image

თემა: მდუმარება

568. რას გვეტყვით ისეთი ადამიანის შესახებ, რომელიც ცდილობს მდუმარედ გადაიტანოს შეურაცხყოფა?ვინც პატივაყრილი და განაწყენებული ყოფილა, ძლიერი გულისტკივილი უგრძვნია და აქედან გამომდინარე, იცის რომ გულ–გვამში გველი ჰყოლია ჩაბუდებული. თუკი შეეცდება მდუმარედ აიტანოს ის, რაც მის თავს ტრიალებს, ან ხმას ამოიღებს დიდი მოთმინების შემდეგ, მაშინ გველი ხდება არაქათგაცლილი და უძლური.
link
image

თემა: მდუმარება

989. შეიძლება თუ არა, რომ საქველმოქმედო საქმეთა აღსრულების მიზნით მონაზონმა დაუტევოს ლოცვა და მდუმარება?თუკი ქველმოქმედების საქმეების გამო მონაზონმა ლოცვა და მდუმარება უნდა დაუტევოს, დაე, წარხდენ საქმენი ესე.
link
image

თემა: მდუმარება

551. იმავე ძმამ მეორე ბერს ჰკითხა: ვინაიდან მე სადურგლო სამუშაოებში სარგებელს ვერ ვღებულობ და ის მრავალ შფოთსა და მწუხარებაში მაგდებს. აზრი მეუბნება: თუ ცხონება გსურს, საერთო საცხოვრებლიდან გამოდი და მამათა სწავლების მიხედვით, მდუმარებას შეუდექიო.ძმაო! შენ უკვე გითხრეს, რომ შენთვის სასარგებლო არაა საერთო საცხოვრებლიდან წასვლა, და კვლავ გიმეორებ, როგორც კი წახვალ, დაეცემი. თუმცა, თავად იცი, რას აკეთებ. და თუ ჭეშმარიტად ცხონება გსურს, მაშინ სიმდაბლე, მორჩილება და თვინიერება, ანუ საკუთარი ნების მოკვეთა მოიხვეჭე და ზეცაშიც და მიწაზეც იცოცხლებ. რაც შეეხება დუმილს, რომელზეც მამები საუბრობენ, შენ არ იცი და ბევრმაც არ იცის რა არის ის. დუმილი ბაგეებით გაჩუმებას არ ნიშნავს; ვინაიდან ერთი ადამიანი ათას სასარგებლო სიტყვას ამბობს და ის მას დუმილში ერაცხება, ხოლო მეორე ერთ ამაო სიტყვას იტყვის და ეს მას მაცხოვრის სწავლების გაქელვაში ეთვლება, რადგან თავად მან თქვა: „ყოველი სიტყუაი უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაი მისთვის დღესა მას სასჯელისასა“ (მათე 12, 36). შენ ამბობ, სადურგლო სამუშაოებიდან არანაირ სარგებელს არ ვიღებო, მაგრამ დამიჯერე ძმაო, შენ თვითონაც არ იცი იღებ თუ არა სარგებელს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დემონებისაგან დაცინვა, რომლებიც შენს აზრს იმას უჩვენებენ, რაც სურთ, რათა შენი ნება აისრულო და მამებს არ მოუსმინო. ვისაც ჭეშმარიტებაში განმტკიცება სურს, ის მამებს ეკითხება: „საზიანოა თუ სასარგებლო ჩემთვის ესა თუ ის საქმე?“. სწამს, რასაც ისინი ეუბნებიან, და აკეთებს იმას, რაც მისთვის სასარგებლოა. მრავალნი ფულს იხდიდნენ, რომ თვინიერებას და მოთმინებას მიჩვეულიყვნენ, შენ კი ფულის გარეშე სწავლობ მოთმინებას, უფლის სიტყვის თანახმად: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკა 21, 19). ჩვენ ჩვენს შეურაცხმყოფელს, უნდა ვუმადლოდეთ, რათა მისი მეშვეობით მოთმინებას ვიძენთ. შენ კარგ ადგილზე იმყოფები. დაე, ნუ გაცდუნებს ეშმაკი. უფალი შეგეწიოს, ამინ.
link
image
image
4
5
6