image
image
2
3
4
Loading..
image

თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა

424. მივაქციო თუ არა ყურადღება ფსალმუნთა გალობის, ლოცვის ან კითხვის დროს მოსულ ცუდ აზრს? დროებით ხომ არ შევწყვიტო ფსალმუნთა გალობა, ლოცვა ან კითხვა, რომ წმინდა აზრებით შევეწინააღმდეგო მათ?არად ჩააგდო ისინი და გულისყურით დაუკვირდი ფსალმუნთგალობას, ლოცვას ან კითხვას, რომ წარმოთქმული სიტყვებისაგან ძალა ისესხო. და თუ მტრის აზრებით დაკავდები და მათ ჩაგონებას ყურადღებას მიაქცევ, მაშინ ვერასოდეს შეძლებ სიკეთის ქმნას. რომც დაინახო, როგორ გიშლის ხელს მისი მაცდური ქსელები ფსალმუნთგალობაში, ლოცვაში ან კითხვაში, მაშინაც არ შეეკამათო მათ, იმიტომ რომ ეს შენს ძალებს აღემატება, არამედ ეცადე ღვთის სახელს მოუხმო, ღმერთიც შეგეწევა და მტრის ხრიკებს გააუქმებს, რამეთუ მისია ძალა და დიდება უკუნისამდე.
link
image

თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა

428. კარგია თუ არა გულში ყოველთვის ღმერთზე ფიქრი ან ბაგეების გარეშე, გულით ლოცვა? როცა მე ამაში ვვარჯიშობ, ჩემი აზრები გაბნეულობაში იძირება, სიმძიმეს შევიგრძნობ და სხვადასხვა საგნებს და მოჩვენებებს ვხედავ და თითქოს სიზმრისეულ ოცნებებში ვიმყოფები.გონების გაფანტვის და ოცნებებში ჩაძირვის გარეშე ლოცვა სრულყოფილთა საქმეა, რომელთც შეუძლიათ გონება მართონ და ღვთისადმი შიში მუდმივად შეინარჩუნონ. ხოლო ვისაც მუდმივი ღვთისნიერი სიფხიზლე არ ხელეწიფება, ის წარიტაცება და თავის ფიქრს ენას გადასცემს. მსგავს შემთხვევას ვხედავთ ზღვაზე მოცურავეებში: მათგან ისინი, რომლებიც გამოცდილნი არიან, თამამად გადიან ზღვაში, ვინაიდან იციან, რომ საფრთხე არ ემუქრებათ. ხოლო ვინც ამ ხელოვნების შესწავლას ახლა იწყებს, ის, როგორც კი სიღრმეს იგრძნობს, დახრჩობის შიშით, ნაპირისაკენ ისწრაფვის და მცირედი დასვენების შემდეგ, კვლავ ზღვის სიღრმეში გადის, რომ ასეთი ვარჯიშით, სრულყოფილად შეიცნოს ეს ხელოვნება, ვიდრე ამ საქმეში გამოცდილთა ხარისხს არ მიაღწევს.
link
image
image
2
3
4