222. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათ. 7.7)?
იხილეთ სრულად
თხოვნა ნიშნავს ღმერთისადმი ლოცვით ვედრებას. ძიება ნიშნავს, რომ ვეძიებდეთ სათნოებათა მოგებას, ანუ რა არის მათი მომპოვნებელი და როგორ შევიძინოთ ისინი. რეკვა სათნოებათა აღსრულებას ნიშნავს, რადგან ადამიანი ხელით რეკავს, ხოლო ხელი საქმის აღმნიშვნელია. ჩვენ გვევალება, რომ არა მარტო ვითხოვდეთ, არამედ ვეძიებდეთ და ვიქმოდეთ კიდეც.
link
166. შეიძლება თუ არა, ჩვენ თავად რომ განვმარტავდეთ სახარებასა და საღმრთო წერილის სხვა წიგნებს?
იხილეთ სრულად
არ გაბედო თავად განმარტო სახარება და საღმრთო წერილის სხვა წიგნები! საღმრთო წერილი წმ. წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ არის დაწერილი, დაწერილი არა თვითნებურად, არამედ სულიწმიდის ჩაგონებით. განა უგუნურება არაა, იგი თვითნებურად განმარტო? სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა პირით წარმოთქვა, ხოლო წმ. მამების მეშვეობით განიმარტა ღვთის სიტყვა. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმ. მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტე...
link
305. როგორ გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: "მამით ნუვის ჰხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამა თქუენი, რომელ არს ცათა შინა" (მათ. 23.9)?
იხილეთ სრულად
ეს სიტყვები იმიტომ კი არ თქვა, რომ არავის ვუწოდოთ: მამაო, არამედ, რათა გულისხმა–ვყოთ, თუ ვინ არის ჭეშმარიტი მამა. როგორც მრავალნი არიან მოძღვრებად სახელდებულნი, მაგრამ ჭეშმარიტი მოძღვარი არის ქრისტე, ასევე, თუმცა კაცთ მამა ეწოდება, მაგრამ მამა არავინ არის, გარდა ღმერთისა, რომელიც მიზეზია ყოველთა მოძღვართა და მამათა.
link
444. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „სასუფეველი ცათა იიძულების; და რომელნი იიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი“ (მათ. 11, 12)?
იხილეთ სრულად
ის, ვიცნ უფლის მსახურებას შეუდგება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გულის ნებისდა საწინააღმდეგოდ უნდა აიძულებდეს თავს სიკეთის ქმნას და მუდამ შეურყველი რწმენით მოელოდეს წყალობას ღვთისას. მან უნდა აიძულოს თავს სიყვარული, თუკი არ გააჩნია იგი, აიძულოს თავს სიმშვიდე, თუკი არა აქვს იგი, აიძულოს თავს, რომ იყოს მოწყალე და გააჩნდეს შემწყნარებელი გული; აიძულოს თავს შეურაცხყოფის დათმენა და სულგრძელება, როდესაც ამდაბლებენ და შეურაცხყოფენ; უნდა აიძულოს თავს ლოცვა...
link
189. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: "რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისათვის, მან აცხოვნოს იგი" (მარკლ. 8, 35)?
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს სულის წარწყმედა ქრისტესა და სახარებისათვის? ეს ნიშნავს ჩვენი ბუნების ცოდვით დაცემისა და დარღვევის აღიარებას და ამ დაცემით გამოწვეული მდგომარეობის მოძულებას, მოკვდინებას ჩვენი გონების, ნების, მიდრეკილებების უარყოფით. ეს ნიშნავს, იძულებით შევუერთოთ ჩვენს ბუნებას ქრისტეს მიერ განახლებული ნება და გონება. ხოლო ჩვენი ქცევა ქრისტეს ყოვლადწმიდა სწავლებისა და ყოვლადწმიდა ნების მიხედვით წარვმართოთ, რომელიც მანვე გამოგვიცხადა სახარებით.
link
516. ვის ეხება მაცხოვრის სიტყვები: „მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათვის“ (მათ. 24.9)?
611. როგორ უნდა გავიგოთ სახარების სიტყვები: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქუეყანასა ზედა; არ ამოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“. (მათ. 10, 34)
იხილეთ სრულად
ეს ასე წაიკითხე: „იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება - სიცრუეს, სიბრძნე - სისულელეს, სიკეთე - ბოროტებას, სამართალი - ძალადობას, ზნეობა - პირუტყვობას, კეთილკრძალულობა - ხრწნილობას, ღმერთი - მამონას შევარიგო. არა, მე ერთის მეორისაგან განსაცალკავებლად მახვილი მოვიტანე, რომ აღრეულობა არ იყოს.“ რით განაცალკევებ უფალო? ჭეშმარიტების მახვილით, ანუ ღვთის სიტყვის მახვილით, რაც ერთი და იგივეა. პავლე მოციქული გვირჩევს: „ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ და მ...
link
32. სახარებისეულ იგავში ბრძენსა და სულელ ქალწულთა შესახებ ნათქვამია, რომ სულელ ქალწულებს ლამპარში ზეთის უქონლობის გამო დაეხშოთ საქორწინო სასახლის კარები. რას ნიშნავს ლამპარში ზეთის უქონლობა?
იხილეთ სრულად
მე, გლახაკი, ვფიქრობ, რომ იმ ქალწულებს აკლდათ სახელდობრ მადლი ყოვლადწმიდისა საღმრთოსა სულისა... ესაა მარადიული საუნჯე, მოუკლებელი და წარუვალი, განუზომელი და დაუფასებელი. სწორედ ეს – სულიწმიდის მოპოვება – იწოდება იმ ზეთად, რომელიც არ გააჩნდათ სულელ ქალწულთ. სწორდ ამიტომაც ეწოდა მათ სულელნი, რომ დაივიწყეს სათნოებათა ნაყოფის – სულიწმიდის მადლის საჭიროება, ურომლისოდაც ვერავინ ცხონდება, რამეთუ "სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდ...
link
850. როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე“ (მათ. 5.25)?
იხილეთ სრულად
„წინამოსაჯული“ უფალმა სინდისს უწოდა. რატომ ეწოდება სინდისს „წინამოსაჯული“ (მეტოქე)? იმად, რომ იგი მუდამ გვამხელს ჩვენ, ეწინააღმდეგება და უჩივის ჩვენს ბოროტ ნებას, რადგან არ ვასრულებთ იმას, რასაც უნდა აღვასრულებდეთ. ამიტომ გვამცნო ღმერთმა: „იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა“. გზა ამ შემთხვევაში, როგორც წმ. ბასილი დიდი ამბობს, ამქვეყანას ნიშნავს. ხოლო სიტყვები – „ნუუკვე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მ...
link
389. წერილში ნათქვამია: "გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე"(ფსალ.25,2), და კიდევ: "ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვეთ პირად-პირადსა"(იაკ.1,2); ხოლო სხვა ადგილას: "ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა"(მთ.6,13), უფალო; და კიდევ: "ილოცევდით, რაითა არა შეხვდეთ განსაცდელსა"(მთ.26,41). ისე ჩანს, თითქოს ეს ადგილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, და ამიტომაც გთხოვ, ამიხსენი რა განსხვავებაა განსაცდელებს შორის
იხილეთ სრულად
სიტყვები: "გამომცადე მე, უფალო, და განმცადე მე", მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია თქვას, რომელიც იღწვის და ითხოვს, რომ ღვთისაგან დაშვებულმა განსაცდელმა საკუთარი თავის გამოცდის საშუალება მისცეს-შეინარჩუნებს თუ არა მოთმინებას განსაცდელში. მოთმინებას კი, როგორც ითქვა, ადამიანი გამოცდილებამდე და სხვა სიკეთეებამდე მიჰყავს; მათგან უეჭველად გამომდინარეობს სულიერი მხიარულება და წინსვლა; რამეთუ მოღვაწე ადამიანის ნება ასეთ განსაცდელს უფრო ეწინააღმდეგება, ვიდრე ე...
link