image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: სარწმუნოება

რატომ არის ბევრი აღმსარებლობა ქვეყნად?ჩვენი ცხოვრების მტერი, ეშმაკი, შობს ურიცხვ ცრუ სწავლებას (ერესებს), სექტებსა და განხეთქილობებს, რომელთა მეშვეობითაც ადამიანებს უფალს განაშორებს სამარადჟამოდ (წმ. იოანე კრონშტადტელი).
link
 

თემა: სარწმუნოება

როგორ იკითხება სარწმუნოების სიმბოლოს პირველი წევრი?იკითხება ასე: ,,მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა”.
link
image

თემა: სარწმუნოება

რა ხვედრი ელით უმეცარ ქრისტიანებს?ქრისტიანებმა არ იციან ქრისტიანობა, იმიტომ რომ არ სწავლობენ მას - არ კითხულობენ, არ ეკითხებიან არავის; საერთოდ არავითარ ყურადღებას არ აქცევენ განკაცებული ღმერთის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვას, ღვთის ამ დიდ საქმეს ფეხქვეშ თელავენ, იმიტომ, რომ არ ზრუნავენ და არ ფიქრობენ თავის ცხონებაზე. უგულებელყოფენ რა ღვთის ნაბოძებს, ისინი მთლიანად გადაყოლილნი არიან ამაოებას, რაც იგივე ხიბლი და კერპთაყვანისმცემლობაა. მაჰმადიანებს უფრო მეტი შვება ექნება ღვთის სამსჯავროზე, ვიდრე ამგვარ ქრისტიანებს (წმ. ტიხონ ზადონელი).
link
image

თემა: სარწმუნოება

749. სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება?არც წარმართთა აბდაუბდა შეხედულებებში, არც მწვალებელთა ღვარძლში, არც განხეთქილების შემომღებთა უძლურებაში და არც იუდეველთა სიბრმავეში არ უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; არამედ უნდა ვგონებდეთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას მხოლოდ მათგან, რომლებიც საყოველთაო ეკლესიის წევრებად, ღმერთის მართლად მადიდებლებად იწოდებიან, ანუ იმ ადამიანებში, ვისაც წმინდად და შეურყვნელად შეუნახავს მართალი სწავლება და ჭეშმარიტებით აღიარებს მას.
link
image

თემა: სარწმუნოება

რამდენად მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში სწორი რწმენა?ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველა სათნოებაც რომ შეასრულოს, მაგრამ არასწორი რწმენა ჰქონდეს, ტანჯვა მაინც არ ასცდება ("სინას პატერიკი", ბერი თეოფანეს ხილვებიდან).
link
image

თემა: სარწმუნოება

956. რა სათნოებებს ითხოვს ღმერთი ნათელღებული ადამიანისაგან?ყოველი ნათელღებული ადამიანისაგან ღმერთი ითხოვს სამ სათნოებას: მართალ სარწმუნოებას მთელი გულითა და სიმტკიცით, ენის მოთოკვას და სხეულის სიწმინდეს.
link
 

თემა: სარწმუნოება

როგორ განიყოფა სარწმუნოების სიმბოლო?სარწმუნოების სიმბოლო განიყოფა თორმეტ წევრად.
განმარტება:
I.მარლთმადიდებლუსი სარწმუნოების სიმბოლო შედგენილ და განცხადებულ იქნა პირველ და მეორე მსოფლიო კრებებზე, პირველ მსოფლიო კრებაზე, რომელიც 325 წელს შედგა ნიკეაში, მიღებულ და განცხადებულ იქნა I, II, III, IV, V, VI, VII წევრები და VII წევრის პირველი ნახევარი; მეორე მსოფლიო კრებაზე, რომელიც 381 წელს შედგა ქალაქ კონსტანტინოპოლში, მიღებულ იქნა VIII წევრის მეორე ნახევარი და IX, X, Xი, XII წევრები. Aმიტომ სარწმუნოების ამ სიმბოლომ ნიკეა – კონსტანტინოპოლის სახელწოდება მიიღო. Eს სიმბოლო შედგა წმიდა გარდმოცემისა და წმიდა წერილის საფუძველზე.
II.სიმბოლოს წევრს ბერძნულად ,,დოღმა” ანუ ,,საეკლესიო მოძღვრება” ჰქვია. სარწმუნოების სიმბოლო პირველი წევრი
link
image

თემა: სარწმუნოება

851. რა მნიშვნელობა აქვს მართალი სარწმუნოების დამარხვას?ის, ვისაც სულიწმიდის მადლი აქვს მიღბული მართალი სარწმუნოებისათვის, კაცობრივი უძლურების გამო რომც მოკვდეს სულიერად რაიმე ცოდვისაგან, გადაურჩება საუკუნო სიკვდილს უფალ იესო ქრისტეს მადლით, რომელმაც აღიღო ცოდვანი სოფლისანი და უსასყიდლოდ ანიჭებს მადლს მადლისა წილ (იოან. 1,16). ღმერთი მოითხოვს მართალ სარწმუნოებას მისი და მისი მხოლოდშობილი ძისადმი, ამისათვის უხვად მოგვენიჭება სულიწმიდის მადლი.
link
image

თემა: სარწმუნოება

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სხვა რჯულის ადამიანებთან?არანაირი დამოკიდებულება რწმენაში, საიდუმლოებებში, ლოცვებში. თუ რაიმეს სათხოვნელად მოგაკითხავთ დაეხმარეთ. მათთან მეგობრობას ნუ ეცდებით, მაგრამ როდესაც ერთად ყოფნა მოგიწევთ ნუ შეუბღვერთ (წმ. თეოფანე დაყუდებული).
link
image
image
1
2
3
4
5
image
image