image
image
5
6
7
Loading..
image

თემა: თავისუფალი ნება

770. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა; და, ამავე დროს, თვითონვე ამბობს: „თვინიერ ჩემსა არარაი ძალ-გიძს ყოფად არცა ერთი“ (იოანე 15, 5). გეკითხებით: როგორ შევუსაბამოთ თავისუფლება და ის განსაზღვრება, რომ ღვთის გარეშე არაფრის კეთება არ შეგვიძლია?ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, რათა მან შეძლოს სიკეთისკენ მიდრეკა. თავისი ნებით იხრება რა მისკენ, მას არ ხელეწიფება ღვთის დახმარების გარეშე სიკეთის აღსრულება, ვინაიდან დაწერილია: „არა რომელსა-იგი უნებს, არცა რომელი-იგი რბის, არამედ რომელი ეწყალის ღმერთსა“ (რომ. 9, 16). ამრიგად, როდესაც ადამიანი გულით სიკეთისაკენ იხრება და დახმარებისთვის ღმერთს მოუხმობს, მაშინ ღმერთი, ხედავს რა სიკეთისადმი მის მოშურნეობას, მას სამოქმედო ძალას უგზავნის. ასეთნაირად ადგილი აქვს ერთსაც და მეორესაც - ადამიანის თავისუფალ ნებასაც და დახმარებასაც, რომელიც მას ღვთისაგან ეძლევა. რამეთუ, სიკეთე ღვთისაგან მომდინარეობს, წმინდანების მეშვეობით კი აღესრულება. ამრიგად, ღმერთი ყველაში იდიდება და თავადაც ადიდებს მათ.
link
image

თემა: თავისუფალი ნება

554. თუკი რომელიმე საქმეში პირადი ნება არა მაქვს, მაგრამ მსურს, რომ აბბას ვასიამოვნო და საქმის შესახებ გავახსენებ მას, რამეთუ ვიცი, რომ მას ესიამოვნება მისი შესრულება, ასევე თუ მე შემთხვევით რაიმეს გაკეთებას დამავალებს და არ შევასრულებ, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევახსენებ, რომ საქმე დასამთავრებელი მაქვს?სჯობს დაელოდო, სანამ აბბასგან მითითებას მიიღებ. ხოლო, როდესაც ხედავ, რომ ის საგონებელშია და არ იცის ვის დაავალოს, მაშინ თუ გსურს ასიამოვნო, უთხარი მას და ეს უხერხული არ იქნება. ხოლო თუ შენ, რაიმე საქმის გაკეთება დაგავალა და არ გააკეთე, მაშინ მხოლოდ გაახსენე, რომ საქმე არაა შესრულებული და სხვა არაფერი თქვა; და ასე წარმოჩნდება, რომ შენ ამ საქმეში შენი ნება არ გამოძრავებდა.
link
image

თემა: თავისუფალი ნება

479. ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა და ის მას მართალი საქმეების კეთებას არ აიძულებს; ჰოდა, ამიხსენი ჩემო მამაო, ამის შემდეგ, რატომ ეხმარება ის შეურაცხყოფილს და, ამავე დროს: „შეურაცხ-ჰყვნის გულის სიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ჰყვნის ზრახვანი მთავართანი (ფსალ. 32. 10)? ილოცე ჩემთვის, რომ ეშმაკისეულ ურწმუნოებას გავექცე და ყურად ვიღო თქვენი სულიერი სწავლებები.რადგან ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მიანიჭა, ამიტომ არ აიძულებს მას, რომ მან სიმართლის საქმეები აკეთოს. მაგრამ თუ ვინმეს შეურაცხყოფენ და ის ასეთი შეურაცხყოფისაგან გამოხსნის ღირსია, მაშინ ღმერთი შეურაცხმყოფელს ეწინააღმდეგება და ეს მას სიმართლეში არ ეთვლება, იმიტომ რომ ბოროტი ნება აქვს და ყველანაირი შეურაცხყოფისთვის მზადაა. ქალდეველებმაც შეურაცხყვეს აზარია და მისიანები, ჩაყარეს რა ცეცხლის ღუმელში, მაგრამ რადგან ჭაბუკები გამოხსნის ღირსნი იყვნენ, ამიტომ, რომ არ დაზიანებულიყვნენ, ღმერთმა შეიწყალა ისინი და ცეცხლი შეაკავა. მაგრამ, რადგან ქალდეველებს ბოროტი ნება ამოძრავებდათ, ამიტომ ჩვენ სიმართლეს მათ კი არ მივაწერთ, არამედ ღმერთს, - „რომელმან მის მოშიშთათვის განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი“ (ფსალ. 32.10), მაშასადამე, ღირსეულთათვის ბოროტება შეკავებული რომც იქნეს, შეურაცხმყოფელნი მაინც იმ ბოროტების შესაფერის საზღაურს მიიღებენ, რომელიც მათ ქმნეს. დაუკვირდი საკუთარ თავს, რომ ჭეშმარიტებისაგან არ გადაიხარო, რომელშიც დიდების ღმერთმა წმინდანთა ლოცვებით მოგიყვანა, ამინ.
link
image

თემა: თავისუფალი ნება

459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა?ძმაო! ღმერთი სიმდაბლეს გვიგზავნის, ჩვენ კი უარვყოფთ მას და კვლავ ვამბობთ: „ილოცე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგვანიჭოსო“. სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერში საკუთარი ნება მოვიკვეთოთ და არაფერზე არ ვიზრუნოთ. ხოლო შენს მიერ ჩამოთვლილ ვნებათა ფესვების მოკვეთა საკუთარი ნების მოკვეთას ნიშნავს; რამდენადაც შეგიძლია, საკუთარი თავი უნდა გააწბილო და ბოროტად არ გამოიყენო გრძნობის ორგანოები, არამედ, წესიერების დასაცავად აიძულო; ასე არა მარტო ამ, არამედ სხვა ვნებების ფესვებსაც გადაჭრი. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა (ანუ, რომ მიდის და კვლავ მოდის), გეტყვი: ეს იმიტომ გემართება, რომ შენი აზრი, მონაცვლეობით, ხან უძლურდება, ხან კი აღიგზნება. და როდესაც სითბო მუდმივი გახდება, მაშინ ლმობიერებაც დიდი და მუდმივი იქნება, და მას ჭეშმარიტი გლოვა მოჰყვება, რისთვისაც უნდა იზრუნო და თავი აიძულო, რომ მოიპოვო ის. ძმაო! შეეცადე ბერის სიტყვები და მცნებები დაიცვა და ცხონდები. მეც საკმაოდ ამაოდ ვიმეტყველე შენთან, მაგრამ ძმაო, არც საქმიდან გამომდინარეობდა ეს და არც სულიდან. და მრწამს, რასაც ბერი გეუბნებოდა და გეუბნება, ყველაფერს სულიწმიდის შთაგონებით თავისი ადრინდელი საქმიანობიდან გეუბნება. მაგრამ სინდისი დამიდასტურებს, რომ მე შენი მოტყუება არ მსურს. ამიტომაც მრწამს, არც ჩემი სიტყვები და არც რჩევები ზიანს არ გაყენებენ შენ; ჩემმა სინდისმა იცის, რომ ეს არ მინდა, მაგრამ რადგან შენ მეკითხები და ცხონება გსურს, ამიტომ, თუ უფალი გამაძლიერებს, მზად ვარ შენი სულის ნაცვლად გემსახურო. დაე, „გაკურთხოს შენ უფალმან სიონით და იხილო შენ კეთილი იერუსალიმისაი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა“ (ფსალ. 127, 6). ილოცე ჩემთვის, ძმაო.
link
image
image
5
6
7