image
image
1
2
Loading..
image

თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა

კვლავაც გთავაზობ, აღმოსავლეთის ეკლესიის ერთგულო შვილო, გულწრფელ, კეთილ რჩევას. ეს რჩევა მე კი არა, წმინდა მამებს ეკუთვნის - ყველა ჩემი რჩევაც მათგან მოდის.
დაიცავი გული და გონება ცრუსწავლებებისგან; ნუ ესაუბრები ქრისტიანობაზე ...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა

611. ჭეშმარიტად, ჩემო მამაო, თქვენ ხართ ბრმების წინამძღოლნი და ბნელში მყოფთათვის ქრსიტესმიერი სინათლე, და თქვენი მეშვეობითაა ჩვენთვის ჭეშმარიტება გაცხადებული. მამათა ცხოვრებიდან ვიცით, რომ იყო ერთი ბერი, რომელიც თავისი უბრალოების გამო ამბობდა, პური, რომელსაც ვეზიარებით, არ არის ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი, არამედ მხოლოდ მისი სახეაო. ამის თაობაზე მას ღვთისადმი რომ არ ელოცა, ჭეშმარიტებას ვერ შეიცნობდა. ასევე სხვა დიდი ბერი ფიქრობდა, მელქისედეკი ქრისტეაო; და როდესაც მან ამის შესახებ ღვთისადმი ილოცა, ღმერთმა ჭეშმარიტება გაუცხადა მას. ღვთის გულისათვის, შემინდე ჩემო მამაო, რამეთუ შეკითხვას ისეთ საკითხზე გიბედავ, რომელიც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. ვინაიდან ღმერთმა შენი სიწმინდით ჭეშმარიტების უცდომელ გზაზე სვლისათვის დაგვმოძღვრა, ამიტომ გთხოვ სრულიად აგვიხსნა ჩვენ ეს, რომ ჩვენი გონება და უძლური გული ასეთი გამოკვლევებისაგან წმინდა დარჩეს. რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ ასეთ მამებს არასწორი აზრები ჰქონდათ, თუმცა კი მათ არ უთხოვიათ ამის გაცნობიერება; მაგრამ უსასყიდლოდ რატომ არ მიეცათ მათ ის, იმ ზიანის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შემდგომში წამკითხველები იწვნევდნენ? მიუხედავად ამისა, ისინი არც მართალ რწმენაში და არც სათნოებებში არ შებრკოლებულან, მაგრამ ჩემნაირი სუსტები და ზარმაცები, რომელთაც დაუეჭვებლად სწამთ მათი, ადვილად დაზიანდებიან, რამეთუ არ იციან თქვენი ნათქვამი, რომ წმინდანებიც ვერ წვდებოდნენ ყველა საიდუმლოს და რომ მათ იმ შეხედულებების სამართლიანობაზე რწმუნების მისაღებად, ღვთისადმი არ ულოციათ. თანაუგრძნე ჩემს უძლურებას და ესეც ამიხსენი, ჩემო გულმოწყალეო მამაო!ჩემო შვილო! ასეთი მამები ღმერთმა არ დატოვა გაურვევლობაში იმიტომ, რომ ვინმეს გაურკვევლობაში ტოვებს ის, ვისაც გზის შესახებ ეკითხებიან, ის კი ჭეშმარიტებას არ ლაპარაკობს. ხოლო წმინდანებს ღმრთისათვის არ უკითხავთ, რათა მისგან შეეტყოთ ჭეშმარიტება. თუ ამბობ, ღმერთი თავის მადლით რატომ არ აღუდგა მათ წინ, რათა სარგებელი მიეღოთ იმათ, ვინც შემდგომში წაიკითხავდა მათ ნაწერებსო, მაშინ იგივე ნებისმიერ ცოდვილზე შეგიძლია თქვა: რატომ არ შეეწინააღმდეგა მას ღმერთი თავის მადლით, როცა იცოდა, რომ ის თავის ცოდვებით მრავალს აცდუნებდა და დააზიანებდა; ასეთ შემთხვევაში ადამიანური ცხოვრებაც თავისუფალი აღარ იქნება, არამედ ძალადობას დაექვემდებარება. ვის შეუძლია ღმერთს შეეწინააღმდეგოს, თუკი მან ყოველი ადამიანის საცხოვნებლად ასეთი გზა აირჩია? მაშ რა, განა წერილში ისეთ გამონათქვამებს არ ვხვდებით, რომელზეც უმეცრები და ისინიც ბრკოლდებიან, ვინც წერილის სულიერ აზრს ვერ აცნობიერებენ? ამიტომ, ის კი არ უნდა ვთქვათ, თუ რატომ არ გაუცხადა ღმერთმა ყველას წერილის სულიერი მნიშვნელობა, რათა ადამიანები არ დაზიანებულიყვნენ, არამედ დავინახოთ ის, რომ მან სხვადასხვა დროში მცხოვრებ წმინდანებს შრომა დააკისრა, რათა მათ აეხსნათ ის, რაც საჭირო იყო. სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი მოძღვრები და განმმარტებლები, როგორც ამას მოციქული ამბობს (1 კორ. 12, 28; 30). ნუ ვარდები გაურკვევლობაში იმ მამების გამო, რომლებზეც მეკითხები: მათ რომ ღვთისათვის ეკითხათ, საკითხში გაერკვეოდნენ, რამეთუ მან თქვა: „ყოველი, რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოვოს“ (მათე 7, 8). ჩვენ ღმერთმა ცხოვრების გზა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მეშვეობით გაგვიცხადა, თუმცა კი თითოეული მათგანი კერძოდ საუბრობდა და ღმერთიც განსაკუთრებით ერთი მათგანის მეშვეობით არ გვაუწყებდა ყველაფერს, არამედ რასაც ერთი გამოტოვებდა, ღვთის ნებით იმას მეორე ამბობდა. ისევე ექცეოდა ღმერთი იმ წმინდანებსაც, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრობდნენ. რაზედაც ერთნი საეჭვოდ ლაპარაკობდნენ, იმას შემდგომნი განმარტავენ, რათა ყოველთვის იდიდებოდეს ღმერთი მისი წმინდანების მეშვეობით, რამეთუ ისაა პირველთა და უკანასკნელთა ღმერთი. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image

თემა: სექტანტების ლიტერატურის კითხვა

610. ჩემო მამაო! ისინი, ვინც სულების წინასწარი არსებობის შესახებ ბრძნობენ, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველზე უსირცხვილოდ ამბობენ, რომ ქრისტეშობის და პასექის დღესთან დაკავშირებით, თავის სიტყვაში ისიც იგივეს ამტკიცებს, განმარტავენ რა პირადი შეხედულებით მის ზოგიერთ გამონათქვამს და ყურადღების მიღმა ტოვებენ იმას, რაც იქ ეკლესიის გადმოცემის შესაბამისად ნათლადაა ნათქვამი, პირველი ადამიანის შექმნისა და ასევე მისი სულის და სხეულის შესახებ. რამეთუ, აი, რას ამბობს ის: „ეს რომ ეჩვენებინა, შემოქმედებითმა სიტყვამ ორი ბუნებისაგან, უხილავისა და ხილულისაგან, ერთი ცოცხალი არსება - ადამიანი შექმნა. აიღო სხეული წინასწარ შექმნილი ნივთიერებისაგან და ჩაჰბერა მასში თავის სიცოცხლე, რასაც ჩვენ გონიერ სულს და ღვთის ხატებას ვუწოდებთ“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყვ. წ. III, გვ. 242, წ. IV გვ. 157). და სხვა მუხლებშიც ვაწყდებით მრავალ ნათელ და უეჭველ გამონათქვამს ადამიანის შესახებ, რომელიც წინასწარქმნილი მასალის და ღვთისაგან მინიჭებული სულითაა შექმნილი. ის იქვე ყოველმხრივ აქებს ადამიანის ბუნებას და სხეულისა და სულის ხსნას ღვთის ღირსეულ საჩუქარს უწოდებს და საერთოდ არ ამბობს იმას, რასაც ისინი მას მიაწერენ, რომ თითქოს სულმა დასჯის შედეგად შეიმოსა სხეული, რათა თავის ძველი შეცოდებების გამო სასჯელი იწვნიოს. და სხვა განსხვავებულ თხზულებებშიც ცხადდება, რომ მისი მიზანი ასეთი სწავლებისაგან სრულიად წმინდაა. ისინი სიხარულით ლაპარაკობენ წმ. გრიგოლიზე, ბასილი დიდის ძმაზე, რომ თითქოს მასაც იგივე აქვს ნათქვამი და ისიც უშვებს სულთა წინაარსებობას, თავისებურად განმარტავენ რა მის ზოგიერთ სიტყვას. მაგრამ ის თავის თხზულების 30-ე თავში „ადამიანის შექმნის შესახებ“, ძლიერ ეწინააღმდეგება აზრს სულის წინასწარი არსებობის შესახებ და ისევე უარყოფს მას, როგორც ნეტარი დავითი, და წმ. იოანე, და ათანასე, და ყველა სხვა მოძღვარი და მნათობი ეკლესიისა. აღდგენის შესახებ კი იგივე წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლად საუბრობს, ოღონდ ისე კი არა, როგორც ისინი ბრძნობენ, რომ თითქოს, ტანჯვის დასასრულს, ადამიანი თავის პირვანდელ მდგომარეობაში იქნება აღდგენილი, ანუ წმინდა გონება იქნება; არამედ ამბობს, რომ ტანჯვა შემსუბუქდება და დამთავრდება (შენიშვნა: კონსტანტინეპოლელი პატრიარქი გენადი (მე-8 ს) ამტკიცებს, რომ გრიგოლ ნოსელის წმინდა თხზულებებში ცრუ სწავლება ერეტიკოსებმა შეიტანეს). ამრიგად, მითხარი, ჩემო მამაო, რატომ არ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი სამართლიანად, როგორც ეს წმინდა მამას შეეფერება, რომელმაც სულიწმინდის შთაგონებით უნდა ილაპარაკოს. ასევე, ზოგიერთ მამასა და მოძღვარს შორის სამოთხის შესახებაც არაა თანხმიერება, ამბობენ რა, რომ ის არა გრძნობადი, არამედ საცნაურია, და ერთგვარი უთანხმოების პოვნა წერილების სხვა თავებშიც შეიძლება. გთხოვთ, მეუფეო, აგვიხსენი ჩვენ ეს, რომ თქვენგან განათლებულებმა, ღმერთი განვადიდოთ და ეჭვი არ შეგვეპაროს ჩვენს წმინდა მამებში.„კურთხეულ არს ღმერთი და მამაი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა ქრისტეს მიერ, ამინ.“ (ეფეს. 1, 3). ძმებო! მოიწია ის დრო, მოციქულთან ერთად რომ ვთქვა: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისთვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე“ (2 კორ. 12, 11). რამეთუ თქვენი გულისთვის მე იძულებული ვარ გამოვიკვლიო ის, რაც ჩემს ძალებს აღემატება, და ვთქვა ის, რაც საერთოდ არ რგებს სულს, თუმცა კი არც აზიანებს. ჩვენ დაგვავიწყდა მოციქული პავლე, რომელიც ამბობს: „ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფეს. 4, 31), ხოლო მე დავამატებ: ღორმუცელობით და სიძვით, ვერცხლისმოყვარეობით და სხვა ვნებებით, რომელთა გამოც დღე და ღამ უნდა ვკვნესოდეთ და განუწყვეტლივ ვტიროდეთ, რათა ცრემლების სიმრავლით სრულიად ჩამოვირეცხოთ მათი სიბილწე, რომ უწმინდურები - წმინდები, ცოდვილები - მართლები, ხოლო მკვდრები ცოცხლები გავხდეთ. ჩვენ კი, პირიქით, მხოლოდ ლაპარაკით ვართ დაკავებულნი, რისთვისაც ასევე პასუხისგება მოგვიწევს, რამეთუ ნათქვამია: „შენ მიაგო კაცად-კაცადსა საქმეთა მისთაებრ“ (ფსალ. 61, 12), და კიდევ: „ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაითა მოიღოს კაცად-კაცადმან ხორცთა ამათგან, რაიცა-იგი ქმნა: გინა თუ კეთილი, გინა თუ ბოროტი“ (2 კორ. 5, 10). ჩვენ იმას უნდა ვეცადოთ, რასაც ჩვენი მამები - აბბა პიმენი და სხვები ცდილობდნენ. ეს მცდელობა ჩვენი საკუთარი თავის არაფრად შერაცხვას გვასწავლის, რომ არავის შევადაროთ და მიწად და ნაცრად მივიჩნიოთ იგი. ამ სწავლებებზე ფიქრი და მსჯელობა კი საკუთარი თავის ბრძენად წარმოდგენას გვასწავლის, რათა ვიამაყოთ და მნიშვნელობა მივანიჭოთ მას და ყოველგვარ ვითარებაში სხვებს შევადაროთ და სიმდაბლისაგან გავუცხოვდეთ. შემინდეთ, უსაქმურობის გამო ხომ არა ხართ ამით დაკავებულნი? თუ ასეა, მაშინ წადით უბანთა ზედა და დადექით იქ, სანამ სახლის უფალი მოვა და თავის ვენახში დაგადგენთ სამუშაოდ (მათე 20, 3-4). თქვენი გულები უფალთან მომავალ შეხვედრაზე შიშით რომ ზრუნავდეს, არც გაგახსენდებოდათ ეს სწავლება. წინასწარმეტყველმა დაივიწყაჭამად პური თვისი (ფსალ. 101, 4-5), ჩვენ კი უხვად ვიკვებებით და უდებებას ვნებდებით, ამიტომაც ვცვივდებით ასეთ ბრძნობაში. ღმერთი ჩვენგან განათლებას, განწმენდას, დუმილს და სიმდაბლეს ითხოვს, და არა ამას. მაგრამ, არ მინდა გაუგებრობაში დაგტოვოთ, და არც ის მსურს ღვთისაგან უწყება რომ გამოვითხოვო ამის თაობაზე; ვწუხდი და შემავიწროვა ერთმაც და მეორემაც, ამიტომ თავად ვამჯობინე დამწუხრება, ოღონდ თქვენ გამოგიხსნათ მისგან, ვიხსენებ რა მას, ვინც თქვა: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ“ (გალ. 6, 2). ასე რომ, ვიდრე თქვენ ამ შეკითხვას გამომიგზავნიდით, სამი დღით ადრე მოისმინეთ ღმერთმა რა განმიცხადა. ღვთის ყველა სათნოყოფილმა მამამ, წმინდანმა და მართალმა, და ღვთის ერთგულმა მონამ, დე, ილოცოს ჩემთვის! ნუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს, თუნდაც წმინდანებს, სრულიად შეუძლიათ ღვთის იდუმალ სიღრმეთა წვდომა; რამეთუ მოციქული ამბობს: „მცირედ-რაიმე ვწინასწარმეტყუელებთ“ (1 კორ. 13, 9), და კიდევ: ერთ ადამიანს ყველა ნიჭი როდი ენიჭება ერთდროულად, არამედ ესა თუ ის ნიჭი თითოეულს სულისაგან ეძლევა, რომელსამე სულისა მისგან სიტყუაი სიბრძნისაი; ხოლო სხუასა - სიტყუაი მეცნიერებისაი. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული (1 კორ. 12, 8-11). იცოდა რა, რომ ღვთის განჩინებანი მიუწვდომელია, მოციქულმა წარმოთქვა: „ჰოი სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაი! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! რამეთუ ვინ ცნა გონებაი უფლისა? ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას?“ (რომ 11, 33-34), და ა.შ. გახდნენ რა მოძღვრები, წმინდანებმა, ან თავის თავად, ან სხვა ადამაინების ხელშეწყობით, ფრიად წარმატებას მიაღწიეს, თავიანთ მასწავლებლებს აღემატნენ, მიიღეს რწმუნება მაღლიდან და ახალი სწავლება გადმოგვცეს, მაგრამ ამასთანავე ის არასწორი სწავლებაც შეინარჩუნეს, რაც თავიანთი მასწავლებლებისაგან შეითვისეს; შემდგომში წარმატებულნი, სულიერი მოძღვრები გახდნენ, მაგრამ მათ არ უთხოვიათ ღვთისათვის, რომ მას გაეცხადებინა მათთვის პირველ მასწავლებელთა სწავლების სამართლიანობა და მათ სიბრძნეს და გონიერებას მიაგებდნენ რა პატივს, არ გამოუკვლევიათ მათი სიტყვები და არ გაურკვევიათ, იყო თუ არა მათი გადმოცემა სულიწმიდით შთაგონებული; ასეთნაირად, მათი მასწავლებლების შეხედულებები მათ საკუთარ სწავლებას შეერია, და ეს წმინდანები ზოგჯერ ამბობდნენ იმას, რაც თავის მასწავლებლებისაგან შეისწავლეს, ზოგჯერ კი იმას, რასაც საღად სწვდებოდნენ თავის გონებით; მომავალში კი, როგორც ერთი, ასევე მეორე სიტყვები, მათ მიაწერეს. მიიღეს რა ძველებისაგან და წარემატნენ და გახდნენ უკეთესები, წმიდანები სულიწმიდით ამბობდნენ იმას, რასაც მათ სულიწმინდა რწმუნებით ანდობდა, მაგრამ ამბობდნენ იმასაც, რაც ძველი მასწავლებლებისაგან გადაეცათ და არ იკვლევდნენ მათ სიტყვებს, მაშინ როცა უნდა გამოეკვლიათ და ღვთისადმი ლოცვით და სულით განათლებულთა გამოკითხვით დარწმუნებულიყვნენ, მართლები იყვნენ თუ არა ისინი. ასე შეერია ერთმანეთს სწავლებები და ყველაფერს, რასაც ეს მამები ამბოდნენ, მათ სახელებს მიაწერდნენ. ასე რომ, როდესაც რომელიმე მათგანი სულიწმიდისაგან მოსმენილს გვაუწყებს და თვითონვე აღნიშნავს ამას, მაშინ ეს უეჭველია, და ჩვენც უნდა ვერწმუნოთ მას. ხოლო იქ, სადაც წმინდა მამა ზემოთნახსენებ საკთხებზე ლაპარაკობს, ის არსად არ ასაბუთებს იმას, რომ მის სიტყვებს ზეგარდამო რწმუნება გააჩნიათ, რამეთუ ისინი ძველი მასწავლებლების სწავლებებიდან გამომდინარეობენ, და ის, ენდობოდა რა მათ ცოდნას და სიბრძნეს, არ ეკითხებოდა ღმერთს, ჭეშმარიტი იყო თუ არა მათი სწავლება. აი, თქვენ მოისმინეთ მთელი ჩემი უგუნური ნათქვამი; ამიერიდან დადუმდით და ღვთის გულისათვის იღვაწეთ, მოეშვით ამაოდმეტყველებას და საკუთარ ვნებებს დაუკვირდით, რომელთა გამოც პასუხის გაცემა მოგიწევთ სამსჯავროს დღეს. იმას არ გკითხავენ, რატომ არ იცით ან რატომ არ შეისწავლეთო. ამიერიდან იტირეთ და იკვნესეთ; ჩვენი მამების, პიმენის და სხვათა გზა გამოიკვლიეთ და „რბიოდეთ, რაითა ეწინეთ“ (1 კორ. 9, 24) ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
link
image
image
1
2