
36. გულისწყრომასა სტანჯევდ; რამეთუ სიბორგილისა მამა არს განსრული საზომისაგან
36. გულისწყრომასა სტანჯევდ; რამეთუ სიბორგილისა მამა არს განსრული საზომისაგან
არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე - საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევა.
არ არსებობს იმაზე დიდი გამარჯვება, ვიდრე საკუთარი მრისხანებისა და გულისწყრომის დაძლევაა.
როგორც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში სწრაფად ქრება ცეცხლი, ასევე მდუმარებით დაბეჭდულ სულში, სწრაფად წყნარდება გულისწყრომა.
წამალი გულისწყრომისა არს სიყვარული გინებისა და კდემისა, ხოლო გალობა და მოწყალება და უპოვარება მომაშთობელ არიან მწუხარებისა.
66. სულის გულისწყრომის ვნებათა დაძლევა უფრო ძნელია, ვიდრე - გულისთქმისა, ამიტომ უფალმა მათ სამკურნალოდლ მოგვცა უძლიერესი მცნება - სიყვარული.
"გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ", - ბრძანებს წმიდა წერილი (ეფეს. 4, 26), ანუ მრისხანებდეთ უკანონო საქმეზე, მაგრამ ისე, რომ სამართლიანობის საზღვრებს არ გადასცდეთ.
28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.
65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
80. "ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11,29). სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს.