image
image
6
7
8
Loading..
image

თემა: საქმე

რასაც გიბრძანებენ, მიიღეთ, როგორც ღვთისგან დავალებული საქმე და შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე ხალისიანად შეასრულეთ. გულში ღრმად ჩაიბეჭდეთ ეს უკანასკნელი სიტყვები და მათი ჩაგონებით იმოქმედეთ. ყველანაირი ბრძანება უშუალოდ ღვთისგან მო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: საქმე

842. თუ რომელიმე საქმესთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება, უნდა გავაკეთო ის, თუ არა? მითხარი, როგორ მოვიქცე?თუ ასეთი საქმე გამოგიჩნდება, სამჯერ ილოცე მისთვის ღვთისადმი და ლოცვაში ითხოვე, რომ მისი ნებისგან არ გადაიხარო. თუ ამის შემდეგ აზრი კვლავ ჩაგაგონებს საქმის აღსრულებას, რასაც ფიქრობ, მაშინ აღასრულე. რამეთუ აშკარაა, რომ ეს აზრი ღვთისაგანაა და არა შენგან (თუ, რა თქმა უნდა, არა გაქვს მამების გამოკითხვის საშუალება).
link
image

თემა: საქმე

781. სასურველია თუ არა საქმის ფაქიზად შესრულება? მაგალითად, სახლის მშენებლობის ან სხვა რამის კეთებისას?რადგან უფალსაც ახარებს ყველანაირი სისუფთავე, ამიტომ რაიმეს ფაქიზად და ლამაზად კეთება ურიგო არაა, ვინაიდან ამ ნივთმა, ან საქმემ სარგებელი უნდა მოიტანოს, მაგრამ ვნების გარეშე. თუ შენში ნივთებისადმი ვნებიან მიდრეკილებას ამჩნევ, მაშინ მისი ბოლო გაიხსენე - როგორ იხრწნებიან ისინი და დამშვიდდები; რამეთუ, არცერთი ნივთი არ ინარჩუნებს ერთსა და იმავე სახეს, არამედ ყველაფერი ხრწნადი და ცვალებადია.
link
image

თემა: საქმე

721. როდესაც მამებთან მივალ და დარჩენას მაიძულებენ, მე კი აუცილებელ საქმეზე ვარ წასასვლელი, როგორ მოვიქცე?თუ ის მამები საქმეებზე ღვთისნიერად მსჯელობენ, მაშინ სიმდაბლით უთხარი მათ: „შენდობას ვითხოვ, მე აუცილებელ საქმეზე უნდა წავიდე“ და როგორც გეტყვიან, ისე მოიქეცი. არ დამძიმდე და გრწამდეს, რომ ყველანაირ შემთხვევაში ეს შენთვის სასარგებლოა. თუ ისინი ასეთები არ არიან, ხოლო შენი საქმე გადაუდებელია, მაშინ შეწყვიტე კამათი და თავი მოუხარე, რომ წახვიდე. ხოლო, როდესაც თავის მოხრის შემდეგაც შეეცდებიან შენს დატოვებას, მაშინ უთხარი მათ: „შემინდეთ, მე ვერ შევძლებ დარჩენას“.
link
image

თემა: საქმე

750. ვიღაცამ, რომელსაც რომელიღაც საქმეში სხვა ადამიანთან შეამხანაგება სურდა, ბერს ჰკითხა, კარგი იქნებოდა თუ არა ეს?ამ საქმეს არც სულისთვის და არც სხეულისთვის სარგებელი არ მოაქვს, არამედ უმალ ჭირი და ამაო ფუსფუსი; რადგან მე უგუნური და წერილში გაუცნობიერებელი ვარ, ამიტომ ხალხურ ანდაზას გეტყვი: „თუ საქმეში ამხანაგი გყავს, მაშინ ბატონი გყოლია“; თუმცა, ისე მოიქეცი, როგორც გსურს. ჩვენ არ გვსურს ჩვენმა მცნებამ ვინმე რომ შეურაცხყოს. ამიტომ, საკუთარი თავი გამოსცადე, მზად ხარ კი იმისთვის, სიხარულით რომ დაითმინო ჭირი? ღმერთი იყოს ჩვენთან, ამინ.
link
image

თემა: საქმე

553. როცა რაიმე საქმეში ჩემი ნება მაქვს, მაგრამ აბბას საქმის შესახებ წინასწარ არ ვკითხავ, ის კი თვითონ მიბრძანებს მის გაკეთებას, მეთვლება თუ არა ეს თვითნებობაში?უთხარი მას: „ამ საქმეში მე ჩემი ნებაც მაქვს, ამიტომ რას მიბრძანებ?“ და თუ ის გეტყვის: „გააკეთე“, მაშინ საქმეში უკვე მისი ნება იქნება. ხოლო თუ მაშინვე სხვა საქმეს მოგცემს, სიხარულით მიიღე ის.
link
image

თემა: საქმე

730. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს კითხა: თუ მონაზონი რაღაც საქმეში დახმარებას მთხოვს, მე კი მეჩვენება, რომ ეს საქმე ღვთისნიერი არაა, როგორ მოვიქცე?თუ საქმე ღვთისნიერი არაა, არ დაეხმარო, არამედ უარი უთხარი და სიმართლე აუწყე: „მე არ შემიძლია დაგეხმარო, რადგანაც მეჩვენება, რომ იმას მთხოვ, რაც არასამართლიანია“. თუკი საქმე ღვთისნიერია და სულს არ დაგიზიანებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარე მას და ამისათვის საზღაურს მიიღებ. არასოდეს არ მიიღო ისეთ საქმეში მონაწილეობა, რაც ზიანს მოგიტანს, რადგანაც ღმერთი არ ითხოვს შენგან იმას, რასაც შენი სულის დაზიანება შეუძლია.
link
image

თემა: საქმე

552. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა და უთხრა: რადგან ჩემს გამო აბბამ უნდა აგოს პასუხი, მაშინ როგორ ვკითხო მას საქმის თაობაზე? ასე ხომ არა: აბბა, დამრთავ ამა და ამ საქმის კეთების ნებას?იმას კი ნუ იტყვი: „მე ამა და ამ საქმის გაკეთება მსურს“, არამედ თქვი: „აბბა, რის გაკეთებას დამავალებ?“. ვინაიდან თუ შემკითხველს საქმესთან დაკავშირებით თავის ნება ამოძრავებს, ანუ თუ ლტოლვა აქვს და თავისებურად სურს მისი გაკეთება, მაშინ მას რომც დაავალონ ამ საქმის გაკეთება, ის საკუთარი თავის დაზიანებისთვის თვითონ აგებს პასუხს, იმიტომ, რომ საქმეს თვითნებურად აკეთებს.
link
image

თემა: საქმე

404. როცა რომელიმე საქმე ღვთისნიერი მგონია, ხოლო აზრი მას, ვითარცა უკეთურს, ეწინააღმდეგება და ხელს უშლის მის აღსრულებას, მაშინ როგორ მივხვდე, ის სინამდვილეში კეთილია თუ არა?როცა რომელიმე საქმე ღვთისნიერი გგონია, მაგრამ აზრი მას ეწინააღმდეგება, მაშინ სწორედ აქედან შეგიძლია მიხვდე, სინამდვილეში ღვთისგანაა ის თუ არა. იმიტომ რომ, თუ ჩვენი გული, როცა ვლოცულობთ სიკეთეში მტკიცდება, და ეს სიკეთე არათუ მცირდება, არამედ იზრდება, მაშინ ეს საქმე ღვთისგანაა, მიუხედავად იმისა, რჩება თუ არა ჩვენი შეურაცხმყოფელი საპირისპირო აზრი ჩვენს გონებაში; რამეთუ ეშმაკის შური სიკეთეს ყოველთვის მწუხარებას უპირისპირებს, მაგრამ ლოცვით ეს (სიკეთე) მრავლდება. ხოლო, როცა საეჭვო სიკეთეს ეშმაკი ჩაგვაგონებს, მაშინ ის თვითონვე ეწინააღმდეგება მას და ამ დროს ლოცვა მოჩვენებით სიკეთესაც ამცირებს და მასთან ერთად მოჩვენებით წინააღმდეგობასაც, იმიტომ რომ მტერი ისე გვიჩვენებს, თითქოს ის თავისსავე დათესილ აზრს ეწინააღმდეგება, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ასეთი მცდელობით მოგვხიბლოს და ის აზრი კეთილად მოგვაჩვენოს.
link
image

თემა: საქმე

554. თუკი რომელიმე საქმეში პირადი ნება არა მაქვს, მაგრამ მსურს, რომ აბბას ვასიამოვნო და საქმის შესახებ გავახსენებ მას, რამეთუ ვიცი, რომ მას ესიამოვნება მისი შესრულება, ასევე თუ მე შემთხვევით რაიმეს გაკეთებას დამავალებს და არ შევასრულებ, უხერხული ხომ არ იქნება თუ შევახსენებ, რომ საქმე დასამთავრებელი მაქვს?სჯობს დაელოდო, სანამ აბბასგან მითითებას მიიღებ. ხოლო, როდესაც ხედავ, რომ ის საგონებელშია და არ იცის ვის დაავალოს, მაშინ თუ გსურს ასიამოვნო, უთხარი მას და ეს უხერხული არ იქნება. ხოლო თუ შენ, რაიმე საქმის გაკეთება დაგავალა და არ გააკეთე, მაშინ მხოლოდ გაახსენე, რომ საქმე არაა შესრულებული და სხვა არაფერი თქვა; და ასე წარმოჩნდება, რომ შენ ამ საქმეში შენი ნება არ გამოძრავებდა.
link
image
image
6
7
8