ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიშის გარეშე სუფთა სინდისს ვერ მოვიპოვებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და ვერც ვერასოდეს შევიძენთ სულიერ სიბრძნეს, ვინაიდან სიბრძნის დასაბამი და დასასრული უფლის შიშია.
უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით.
ლამპარი გვიცავს, რამეს ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, ასევე გვიხსნის უფლის შიში ცოდვისგან წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან და მიგვიძღვის ჩვენი დანიშნულებისკენ – ვიპოვოთ ღმერთი.
როგორც ლამპარი გვინათებს სავალ გზას, ასევე ღვთის შიშიც სულიერ ნათელს გვფენს, რომ დავინახოთ, თუ როგორ ვიაროთ ჩვენი ხსნის გზაზე.
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
უფლის სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელს რომ მივაღწიოთ, ჯერ შიში გვმართებს ღვთისა, რომელიც სჯის ცოდვისა და სჯულის გარდასვლისთვის.