image
image
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

მადლიერების გრძნობა ღვთისაგან გვაქვს მონიჭებული, - წერენ მამები, - და თვით ადამიანური ბუნება გვიბიძგებს ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს ჩვენთვის მზრუნველთადმი. შინაური ცხოველები და მხეცებიც კი ავლენენ სიყვარულს კეთილისმყოფელთადმი და... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

როგორ გავემიჯნოთ ცოდვას?ვისაც სურს გაემიჯნოს ცოდვას, განიკურნოს მისგან და შეცვალოს თავისი ცხოვრება, მან უნდა მიიღოს სულის განმწმენდი მწარე წამლები; ესე იგი ღვთისადმი მადლიერებით მოითმინოს დევნა და მწუხარება, როგორც სამკურნალო ბალახები (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

ჩვენდა სამარცხვინოდ, ხშირად მადლიერებას, ასე თუ ისე, ადამიანებისადმი უფრო ვიჩენთ, ვიდრე უფლის მიმართ. მოჩვენებით მადლიერებას კი, როგორც ყველაფერ ფარისევლურს, აზრი არა აქვს და სისაძაგლეა იგი ღვთისა და კაცის წინაშე. გავიხსენოთ კაენი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

როდის ჩაითვლება მოთმინება ღვაწლში?თუ დაითმენ (ავადმყოფობას და მწუხარებას) და უფალს მადლობას შეწირავ, მაშინ მადლიერება ღვაწლში ჩაგეთვლება (წმ. ბარსონოფი დიდი).
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ლოცვის შესახებ?ლოცვისას მარტო კი არ უნდა ვიკითხოთ - უფალო შემიწყალე, შემეწიე, საჭიროა განუწყვეტლივ ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს. მაშინ სულში სიმშვიდე გვექნება.
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

რომელია უფლისმიერი სამადლობელი ცრემლები?უფლისადმი სამადლობელი ცრემლებია ის, რომელსაც ღვთის წყალობის გამო მადლიერების გრძნობით აღივსილი ქრისტიანი ღვირს. ასეთი ცრემლებია აგრეთვე ისიც, რომელსაც ადამიანი სხვის უბედურების, ანდა სხვის ზნეობრივი დაცემის გამო მოყვასისათვის ღვრის.
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

რა ვქნა, ლოცვის დროს ყურადღება რომ არ მეფანტებოდეს?ეს შესაძლებელია, თუ სულს არ მივცემთ უქმად ყოფნის საშუალებას - ის მუდმივად დაკავებული უნდა იყოს ღმერთზე, ღვთიურ საქმეებსა და მის ნაბოძარზე, აგრეთვე აღსარებაზე ფიქრით; ამავდროულად იგი აღვსილი უნდა იყოს ყოველივე ამის გამო მადლიერებით.
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

შეჭირვებისა და მწუხარების მადლიერებით დათმენის საუკეთესო მაგალითია კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმ. იოანე ოქროპირი. იგი იყო მსოფლიო ეკლესიის უთვალსაჩინოესი მოღვაწე, გამორჩეული თეოლოგი, მჭერმეტყველი; მისი ნაშრომები დღესაც სამაგიდო წ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

გარდა ეკლესიური ცხოვრებისა, ლიტურგიკული დროით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიური ყოფის ისე წარმართვას, რომ ადამიანის გული და გონება მუდმივად იყოს ღმერთთან კავშირში. ეს კი გულისხმობს გაცნობიერებას იმისას, რომ თუ არა უფლის შეწევნა, ჩვენ ვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთისადმი მადლიერება

401. როგორ შეძლებს ვინმე ღვთის ღირსეულ მადლიერებას?როდესაც უმნიშვნელო ადამიანები, ვიღაცას ყველაფერს პატიობენ ან დიდი ჭირისაგან იხსნიან და ის მათი მადლიერია და ამ ქველმოქმედების შესახებ საქვეყნოდ აცხადებს, მაშინ მით უმეტეს ჩვენ, ყოველთვის ვსარგებლობთ რა ღვთის ქველმოქმედებით, როგორ შევძლებთ მისდამი მადლიერების გამოხატვას, რომელმაც ჯერ შეგვქმნა, შემდეგ მტრის წინააღმდეგ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, გულისხმიერი გონება, ხორციელი სიმრთელე, თვალების ნათელი და სიცოცხლის სუნთქვა მოგვანიჭა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცოდვების მისატევებლად და გულის განსამტკიცებლად სინანულის საშუალება მოგვცა და საკუთარი სისხლი და ხორცი გვიბოძა, „რამეთუ პური - (ამბობს წერილი) - გულსა კაცისასა განამტკიცებს“ (ფსალ. 103, 15). თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მიწიერ პურზეა ნათქვამი, მაშინ როგორღა ამბობს თავად სული: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა (რჯულ. 8, 3; მათე 4, 4)? თუკი ადამიანები მიწიერი და ხრწნადი ნივთებისთვის საზღაურს იხდიან და მადლიერნი არიან, მაშინ ჩვენ რით გადავუხადოთ ჩვენთვის ჯვარცმულს? თუ ეს გვსურს, მაშინ ჩვენ მისი გულისათვის თვით სიკვდილამდე უნდა დავითმინოთ ყველაფერი. ასე რომ, ნუ ირჯები, და ნუ გსურს ჩასწვდე იმას, ღირსეულად როგორ უნდა ჰმადლობდნენ ადამიანები ღმერთს, განსაკუთრებით კი ცოდვილები, რამეთუ ის მათთვის მოკვდა. თუ შენი გულისთვის ადამიანს ციხეში ჩასვამენ, განა შენს ძალებზე უფრო მეტად არ მოგინდება მისთვის მადლობის გადახდა? და მით უმეტეს, ვალდებული ხარ უმადლოდე შენთვის მომკვდარს. მაშ, იცოდე, ღირსეულად მის მადლიერებას ჩვენ ვერასოდეს შევძლებთ; მაგრამ შეძლებისდაგვარად ბაგეებით და გულით მაინც უნდა შევწიროთ მადლობა, და მას, თავის კაცთმოყვარებით, შეუძლია ეს სახარებისეული ქვრივის ორ ლეპტას შეადაროს. ამას ცოდვილებზე ვამბობ; რამეთუ მართლები, თავსაც რომ აჭრიდნენ და კლავდნენ, უფრო მეტად მადლიერნი არიან, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად: „ყოველსა შინა ჰმადლობდით“ (1 თეს. 5, 18) - ცხადია ღმერთს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link
image
image
2
3
4
5
image
image