image
image
5
6
7
Loading..
 

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი

წმინდა ეფრემ ასურს სიჭაბუკეში მძიმე ხასიათი ჰქონდა - ძალიან ფიცხი და მოუთმენელი იყო, არ გააჩნდა მტკიცე შეხედულებები და, რაც მთავარია, არ სწამდა ღვთის განგების არსებობა.
აი, როგორ მოგვითხრობს ამის შესახებ თავად წმინდა ეფრემ ას...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი

მომხვეჭელობის ვნება, სიხარბე მხოლოდ მდიდრებს არ ახასიათებთ. ეს ვნება – მიზეზია სხვისი ქონების მითვისებისა უკეთური საშუალებებით, მიზეზი ობოლთა ცრემლისა, რასაც ხედავს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და არ ტოვებს შურისგების გარეშე.
მოსკ...
იხილეთ სრულად
link
 

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი

ბერძენი მეფის, თეოფილეს მეფობის ჟამს აგარიანელმა თავადმა, ამირმუმნმა ქრისტიანი მხედრობა დაამარცხა და მშვენიერ და დიდ ქალაქ ამორის ალყა შემოარტყა. მაგრამ მას ისეთი მიუდგომელი კედლები და მრავალრიცხოვანი ძალა იცავდა, რომ ბერძნები ყოვ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის მსჯავრი სასჯელი

566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
ძმებო! მე ვტირივარ და მოვსთქვამ, ვხედავ რა ჩვენზე მოვლენილ რისხვას, რადგან ჩვენ ყველაფერს ღვთის წინააღმდეგ ვაკეთებთ. მან თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), ხოლო თქვენი უკეთურება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმართებისა. მრავალნი ევედრებიან ღმერთს, რათა მან სოფლისადმი რისხვა შეწყვიტოს. არავინაა ღმერთზე უფრო კაცთმოყვარე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას არ სურს ჩვენი შეწყალება, ვინაიდან ამას იმ ცოდვების სიმრავლე ეწინააღმდეგება, რომლებიც ამ სოფელში ხდება. მაგრამ ღვთის წინაშე არის სამი სრულყოფილი მამა, რომლებიც ადამიანურობის საზომს გასცდნენ და გახსნის და შეკვრის, ცოდვების მიტევების და შეკავების ხელმწიფება მიიღეს. სწორედ ისინი დგანან დაღუპვასა და მშვიდობას შორის, რათა უფალმა უცებ არ გაანადგუროს მთელი ქვეყანა; მათი ლოცვით, ის საჯელს წყალობაში აზავებს. მათ ეუწყათ, რომ ეს რისხვა მცირედ ხანს გასტანს. ასე რომ, მათთან ერთად ილოცეთ. ამ სამი მამის ლოცვები სამყაროთა მამის ზეციური სამსხვერპლოს შესასვლელთან ერთმანეთს ერწყმიან, მხიარულობენ და ერთმანეთს ზეცაში შეჰხარიან. ხოლო, როდესაც დედამიწას დაჰყურებენ, ერთად ტირიან, ცრემლებს ღვრიან და იმ ბოროტეულთა გამო მოსთქვამენ, რომლებიც ღვთის განრისხებას იწვევენ. ეს სამი მამაა: იოანე - რომში, ილია - კორინთოში და ვინმე - იერუსალიმის ეპარქიაში. მე მრწამს, რომ ისინი დიდ წყალობას იჩენენ სოფლისადმი, ჭეშმარიტად იჩენენ, ამინ. ჩემმა ღმერთმა დაე გაგაძლიეროთ, რათა მოისმინოთ და დაიტიოთ ის, რაც მიუხვედრელთათვის მიუწვდომელია.
link
image
image
5
6
7