ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის წყალობა, მოწყალება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის წყალობა, მოწყალება, გამონათქვამები
ღმერთისათვის მონანიენი ძვირფასნი არიან; მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან ისინი, ვინც მწუხარე გულით ინანიებენ საკუთარ ბიწიერ საქმეებს. შემოქმედი არ არის ისეთი, როგორიც ქმნილებაა, რომელსაც საკმარისია, რამე შეეშალოს, რომ დამნაშავეს მაშ... იხილეთ სრულად
აი, სად ვხედავ მე სიკეთეს, შესაფერ საქმეს: ჭამოს კაცმა, სვას და იხაროს თავისი ღვაწლით ამ მზისქვეშეთში დღენი მისნი, ღმერთმა რომ მისცა; რადგან ესაა მისი ხვედრი. კაცს ღმერთი აძლევს ქონებასა და სიმდიდრეს და იმის შნოსაც, რომ მოიხ... იხილეთ სრულად
როცა ერთი ადამიანი მეორეს სიტყვით ან საქმით რაიმე სიკეთეს მოუტანს, ამაში ორივემ ღვთის წყალობა დაინახოს. ამის ვერ მცნობელს დაამარცხებს მცნობელი.
ცოდვამდე ეშმაკი ღმერთს მოწყალედ წარმოგვიდგენს, ცოდვის შემდეგ კი - მართლმსაჯულად. ეს მისი ეშმაკობაა. შენ კი ამის საწინააღმდეგოდ მოიქეცი. ცოდვამდე ღვთის მართლმსაჯულება წარმოიდგინე, რათა არ შესცოდო, ხოლო შეცოდების შემდეგ იფიქრე ღვთის... იხილეთ სრულად
განაგრძე მიწიერი მოწყალება და გაგრძელდება ზეციური წყალობა შენს მიმართ
მიწაზე ქველმოქმედნო, ადიდეთ ზეციური ქველმოქმედი, რომელიც მოწყალების მადლს გიბოძებთ.
ო, საბრალო მიწაზე მოგზაურები! სად მივდივართ, თუკი არ მივუყვებით ქრისტიანული მოწყალების გზას ქრისტეს მოწყალებისაკენ.
განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოთ?