ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოც...
იხილეთ სრულად
ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება, ამიტომ, მისი ცხოვრების გზაც ხორციელი და სულიერი მოქმედებებისაგან უნდა შედგებოდეს - საქმეებისა და ჭვრეტისაგან. გარეგნული მოღვაწეობის ნაწილებია: მარხვა, კრძალულება, მღვიძარება, მუხლისდრეკა, ლოცვა - ესენი და ხორციელი მოღვაწეობის სხვა სახეები შეადგენენ ვიწრო და ძნელ გზას, რომელსაც როგორც უფალი ამბობს, საუკუნო ცხოვრებამდე მივყავართ
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან გა...
იხილეთ სრულად
ნეტარია სული, რომელიც ხედავს საკუთარ თავში დაბუდებულ ცოდვას! ნეტარია სული, რომელიც თავის თავში შეიცნობს პირველმამათა დაცემასა და ძველი ადამის სიძველეს! საკუთარი ცოდვის ასეთი ხედვა არის სულიერი ხედვა, საღმრთო მადლით სიბრმავისგან განკურნებული გონების ხედვა. აღმოსავლეთის წმინდა ეკლესია გვასწავლის მარხვითა და მუხლმოდრეკით გამოვითხოვოთ ღმრთისგან ჩვენი ცოდვების ხედვა.
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამ...
იხილეთ სრულად
თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? - იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? - მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს (1 მეტრ. 5, 8). მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე,...
იხილეთ სრულად
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე. მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიი...
იხილეთ სრულად
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ზიარება ცხოვრების წყაროა მხოლოდ იმათთვის, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა...
იხილეთ სრულად
ზიარება ცხოვრების წყაროა მხოლოდ იმათთვის, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა, ამიტომ უსარგებლოა, თუ მმარხველს ჭეშმარიტი სათნოებებით არ შემოსავთ.
თუ კარგად დაუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეშმაკები ხშირად მწარედ დაგვცინიან, რადგან, როდესაც ნაყროვანებაში ვართ, გულს მოგვილბობენ, ხოლო მარხვისას გულს გაგვიქვავებენ, რათა ცრუ ცრემლებმა გვაცდუნოს და მივეცეთ შვებას - ყოველგვარი ვნების...
იხილეთ სრულად
თუ კარგად დაუკვირდებით, მივხვდებით, რომ ეშმაკები ხშირად მწარედ დაგვცინიან, რადგან, როდესაც ნაყროვანებაში ვართ, გულს მოგვილბობენ, ხოლო მარხვისას გულს გაგვიქვავებენ, რათა ცრუ ცრემლებმა გვაცდუნოს და მივეცეთ შვებას - ყოველგვარი ვნების დედას. მაგრამ ჩვენ მათ არ უნდა ვემორჩილებოდეთ და უნდა ვებრძოდეთ.
თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში. მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი ...
იხილეთ სრულად
თავს ნუ იტყუებ, შენ არ ძალგიძს, რომ უხილავ ფარაონს გაექცე, არც - ზეციური ზატიკის ხილვა, თუ ამ სოფელში მწარე ბალახსა და ხმიადს არ ჭამ მთელი ცხოვრების განმავლობაში.მწარე ბალახი იძულებითი მარხვა და მოთმინებაა, ხმიადი - მდაბალი გონება, რომელიც ამპარტავნებით არ არის აფუებული
დღესასწაულებსა და აღდგომის დღეებში, აგრეთვე, ოთხშაბათ-პარასკევს მეუღლეებს შორის ფიზიკური კავშირის, ანუ სულიერი და ხორციელი მარხვის დარღვევის გამო ცოლ-ქმარს მკვდარი ბავშვები ებადებათ, ხოლო დღესასწაულებისა და კვირის უგულებელყოფის გა...
იხილეთ სრულად
დღესასწაულებსა და აღდგომის დღეებში, აგრეთვე, ოთხშაბათ-პარასკევს მეუღლეებს შორის ფიზიკური კავშირის, ანუ სულიერი და ხორციელი მარხვის დარღვევის გამო ცოლ-ქმარს მკვდარი ბავშვები ებადებათ, ხოლო დღესასწაულებისა და კვირის უგულებელყოფის გამო ცოლები მშობიარობისას იღუპებიან