image
image
2
3
4
Loading..
image

თემა: ცდუნება

სახარებაში რას ნიშნავს სიტყვები: "უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, ამოიღე"... (მათ. V, 29 ).ეს ნიშნავს: თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენ გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და მოინდომებენ უფალს განგაშორონ, ნუ დაინდობ მათ, ნუ შეიწყნარებ და ნუ დაფარავ (რჯლ. XIII, 6)
link
image

თემა: ცდუნება

394. ზოგჯერ რომელიმე ნივთი მაცდუნებს ხოლმე და მოულოდნელად აღმოჩდება, რომ შეცდომით ვცდუნდი, რის გამოც სირცხვილი მეუფლება. ეს ღვთის დაშვებითაა ჩემს გამოსასწორებლად თუ ბოროტისგანაა განსასჯელად?წინა პასუხის ძალას თუ ჩავწვდებით, ვნახავთ, რომ ის ამ შეკითხვასაც ესადაგება; რამეთუ, როგორც იქ ვთქვით, ღვთისადმი შიშს და მისგან წარმოშობილ ლმობიერებას, თუ საქმეებით არ წარმოვაჩენთ, მაშინ განვისჯებით. ზუსტად ასევეა ამ შემთხვევაში. რამეთუ, თუ საქმით ვაჩვენებთ, რომ მხილებამ გონზე მოგვიყვანა, მაშინ ის ღვთისგანაა ჩვენი ხსნისათვის, და თუ არა, მაშინ ეშმაკისეული ჩაგონებაა განკითხვისათვის.
link
image

თემა: ცდუნება

597. ზოგჯერ საცხოვრებელში ერთი მღვდელმონაზონი მოდის, რომლის ლაპარაკი და მოქმედება ძმებს აბრკოლებს და აზიანებს. მან აქვე, ორი სტადიონის მანძილზე დაშორებით, სადაც ზოგჯერ ძმებს გავლა უწევთ ხოლმე, ცხოვრება მოისურვა. როგორ გვიბრძანებ: დავრთო თუ არა მას საცხოვრებელში მოსვლის და აღნიშნულ ადგილზე ცხოვრების ნება?აუკრძალე მას საცხოვრებელში მოსვლა და უთხარი: „ბატონო აბბა, შენ ძმები დააბრკოლე და აქ აღარ მოხვიდე, რამეთუ კვლავ დაბრკოლდებიან ისინი; უარს ცდუნების გამო გეუბნებით და არ იფიქრო თითქოს სიძულვილი გვალაპარაკებს, რამეთუ „რომელსა სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცისმკვლელი არს“ (1 იოანე 3, 15). ასევე, არ შეგიძლია ჩვენს სიახლოვეს ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ძმებს აზიანებს. ეს მას დაუყოვნებლივ და პირადად უთხარი, რომ ვინმეს მეშვეობით არ მოგიწიოს მისი შერცხვენა, რამეთუ ის მღვდელია.
link
image

თემა: ცდუნება

778. ზოგიერთები, ეშმაკის ჩაგონებით, ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსავი ვარ, რამეთუ ხშირად არ დავდივარ სავაჭროდ და საერო საქმეებშიც არ ვერევი. როდესაც, დიდი ხნის უბანელობის გამო, სხეულის საჭიროება ბანაობას მაიძულებს, ყოველთვის სირცხვილს ვგრძნობ, თითქოს და ვაცდუნებ იმათ, რომლებიც ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსაობის გამო უარს ვამბობ ბანაობაზე. რას ნიშნავს ეს, ჩემო მამაო? ეს პატივმოყვარეობაა, რამეთუ შენ ერისკაცი ხარ და როგორც ჩვენ ვთქვით, ერისკაცს საჭიროების შემთხვევაში აბანო არ ეკრძალება. ხოლო, თუ სატანა ზოგიერთებს ჩააგონებს, რომ წინასწარმეტყველად მიგიჩნიონ, რათა შენი აზრი ქედმაღლობაში შეიტყუოს და, ამასთანავე, შენ თავადაც გსურს დაამტკიცო შენზე ეს მცდარი შეხედულება, მაშინ იცოდე, უნდა გვრცხვენოდეს ისეთი რამის ჩადენისა, რაც ღვთის მცნებას უგულებელყოფს, როგორიცაა: სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა და მათი მსგავსი, რამეთუ ეს ყველაფერი თავის თავში ცდუნებას შეიცავს. ამის გამო ადამიანი არა მარტო საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს, არამედ იმ ზიანისთვისაც, რომელსაც მოყვასს მიაყენებს. თუ დაბანვის საჭიროება არაა, განაზებულობის გამო აბანოში ბანაობა ცოდვაა და ეს სინამდვილეში ცდუნებას ემსახურება. ხოლო არა განაზებულობის, არამედ საჭიროების გამო ბანაობა სხვათა საცდუნებელი არაა, და ვისაც ეს აცდუნებს, ის თვითონ სდებს საკუთარ თავს მსჯავრს. ხოლო ბანაობის გამო სირცხვილი დემონური პატივმოყვარეობაა.
link
image

თემა: ცდუნება

778. ზოგიერთები, ეშმაკის ჩაგონებით, ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსავი ვარ, რამეთუ ხშირად არ დავდივარ სავაჭროდ და საერო საქმეებშიც არ ვერევი. როდესაც, დიდი ხნის უბანელობის გამო, სხეულის საჭიროება ბანაობას მაიძულებს, ყოველთვის სირცხვილს ვგრძნობ, თითქოს და ვაცდუნებ იმათ, რომლებიც ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსაობის გამო უარს ვამბობ ბანაობაზე. რას ნიშნავს ეს, ჩემო მამაო?ეს პატივმოყვარეობაა, რამეთუ შენ ერისკაცი ხარ და როგორც ჩვენ ვთქვით, ერისკაცს საჭიროების შემთხვევაში აბანო არ ეკრძალება. ხოლო, თუ სატანა ზოგიერთებს ჩააგონებს, რომ წინასწარმეტყველად მიგიჩნიონ, რათა შენი აზრი ქედმაღლობაში შეიტყუოს და, ამასთანავე, შენ თავადაც გსურს დაამტკიცო შენზე ეს მცდარი შეხედულება, მაშინ იცოდე, უნდა გვრცხვენოდეს ისეთი რამის ჩადენისა, რაც ღვთის მცნებას უგულებელყოფს, როგორიცაა: სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა და მათი მსგავსი, რამეთუ ეს ყველაფერი თავის თავში ცდუნებას შეიცავს. ამის გამო ადამიანი არა მარტო საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს, არამედ იმ ზიანისთვისაც, რომელსაც მოყვასს მიაყენებს. თუ დაბანვის საჭიროება არაა, განაზებულობის გამო აბანოში ბანაობა ცოდვაა და ეს სინამდვილეში ცდუნებას ემსახურება. ხოლო არა განაზებულობის, არამედ საჭიროების გამო ბანაობა სხვათა საცდუნებელი არაა, და ვისაც ეს აცდუნებს, ის თვითონ სდებს საკუთარ თავს მსჯავრს. ხოლო ბანაობის გამო სირცხვილი დემონური პატივმოყვარეობაა.779. ჩემო მამაო! შენ თქვი, რომ ვინც ღვთის მცნებას არღვევს, სინამდვილეში სხვის ცდუნებასაც უწყობს ხელს და იმ ზიანის გამო, რომელსაც მოყვასს მიაყენებს, მსჯავრი დაედება. მაშინ როგორ უთხრა მოციქულმა კერპთშენაწირის მჭამელს: „ხოლო ჭამისათვის ნაკერპავთაისა უწყით, რამეთუ არარაი არს კერპ სოფელსა შინა; უკუეთუ საჭმლისათვის ძმაი იგი შენი წუხდეს, ნუ საჭმლითა შენითა მას წარსწყმედ, რომლისათვის ქრისტე მოკუდა“ (1 კორ. 8:4, 7, 9, 11; რომ. 14, 15), და ამრიგად, ისეთ რამეში დაადანაშაულა ის, რაც ქრისტეს მცნებით არაა აკრძალული; უფრო მეტიც, მეორე, ვინც უძლურების გამო ცდუნდა, შეიწყნარა. ძმაო! რადგან მოციქულმა ეს მანამდე აკრძალა, სანამ ამას იტყოდა, ამიტომ არავინ არ უნდა იცნობისმოყვარეოს ამის იქით და მის ბრძანებას, როგორც ღვთის კანონს, უნდა დაემორჩილოს. მაგრამ აგიხსნი როგორ მესმის ეს. აქ ის ადგილიც და საქმეც საძრახისი იყო, რამეთუ ის სამსხვერპლო ეშმაკთა მსახურებისათვის იყო მოწყობილი და ის კერპთშენაწირიც ეშმაკებისადმი შეწირულ მსხვერპლს წარმოადგენდა. ამიტომ უძლურს ეს სინამდვილეში ნაკერპავი ეგონა და ხედავდა რა, რომ მართალი მას ჭამდა, ისიც ნაკერპავის ჭამისკენ იხრებოდა, რის გამოც სინდისი ებილწებოდა. მართალი კი არ თვლიდა ამას კერპთშენაწირად, არამედ ის მისთვის ღვთის მიერ შექნილი წმიდა საკვები იყო (1 ტიმ. 4, 4), და მას მშვიდად ჭამდა, სუფთა სინდისით. მაგრამ, რაკი ასეთმა რწმენამ უძლურ ძმას საბაბი მისცა, რომ გულში დაზიანებულიყო და ის იმ საჭმელს პირდაპირ ნაკერპავად თვლიდა, ამიტომაც უკრძალავს მოციქული მართალს ამ უსარგებლო საჭმლის ჭამას, რომელსაც ზიანი მოაქვს მოყვასისთვის; რამეთუ ეს ქრისტიანული სიყვარულისთვის უცხო იყო. ასეთი საჭმლის ჭამა ღვთის მცნების არანაირ შესრულებას არ გულისხმობდა, მაგრამ არც არ ჭამა იყო მცნების დარღვევა. ამიტომაც ითხოვს მოციქული მისგან, რომ ძმის სარგებელი საჭმელს ამჯობინოს. რაც შეეხება აბანოს, გეტყვი: აბანოში ბანაობა თავისთავად უწესობა არაა და არც აკრძალულია, ხოლო ვისაც ეს აცდუნებს ის თვითონ აგებს პასუხს იმისათვის, რომ ცდუნდა. და თუ ერისკაცს აბანოში ბანაობა იმიტომ ესირცხვილება, რომ ადამიანების საყვედურის ეშინია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას აუცილებლობა ითხოვს, მაშინ ეს პატივმოყვარეობაა, რომელიც ადამიანს აზიანებს. ამრიგად, თუ საჭიროება მოითხოვს, ღვთის შიშით იბანავე და არა განაზებულობის გამო, რამეთუ ამ მოტივით ბანაობა ღვთის შიშისაგან უცხოა და სულისთვის საზიანოა.
link
image
image
2
3
4