
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან საკუთარი შვილები.
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან საკუთარი შვილები.
ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები მოგექცნენ.
ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის.
ყველას უნდა ახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდა მშობლებს, ისე მოექცევიან მას მისი შვილები.
შვილებო! გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას.
მშობლისადმი სიყვარული, სიყვარულის მთავარი და ძირითადი სკოლაა. ამ სიყვარულის გარეშე შორს წასვლა შეუძლებელია.
თუ ვიფიქრებთ, რა გააკეთეს ჩვენთვის ჩვენმა მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
საკუთარი შვილების ქება ამპარტავნებას ნიშნავს; საკუთარი მამისა და დედის ძაგება საკუთარი თავის ძაგებას ნიშნავს.
დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან: მათ ოჯახში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
თუ, მოციქულთა სწავლებისამებრ, ცოლს "უნდა ეშინოდეს ქმრისა" (ეფ. 5, 33), მაშინ, რასაკვირველია, უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ შვილებს საკუთარი მშობლებისა.