არიან მწერები, რომლებიც სიამოვნებით მყოფობენ ტალახში. ასეთია უსაქმური სულიც. მიწი წარმოდგენა არაწმიდა სურათებით ივსება, რომელთაგან ბინძური ვნებები აენთება. ქეიფი, სეირნობა, გასართობები, საძაგელი საქმეები - აი, რა არის მის გონებაში!
დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10).
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოველდღიურ წესად ექციათ.
სიძვის ვნებებს კვებავს უსაქმურობა, სიზარმაცე, ბევრი ძილი, ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ზრუნვა, ნაყროვანება, ღვინის სმა, სხეულის მორთვა, მზერის დაუცველობა, მრისხანება, საპირისპირო სქესთან თავისუფალი ქცევა.