
დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება – ორი უძლიერესი გრძნობაა ადამიანისა.
სამშობლოსა და ერის ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანებიც დიდ სიხარულს გრძნობენ, როდესაც თავიანთ მიზანს, თუნდაც სიცოცხლის ფასად, ერთგულად ემსახურებიან.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და, მაგალითად, ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.
სამშობლოს გულმხურვალე სიყვარული იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უყვარს რა თავისი სამშობლო, ის უნდა იდგეს საერთო საკაცობრიო სიყვარულის სიმაღლეზე; ამაში მდგომარეობს ქრისტიანული სიკეთის ნათელი.
მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი... იხილეთ სრულად
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის... იხილეთ სრულად
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი, - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ, დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღი... იხილეთ სრულად
სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია, უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი, სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა დ... იხილეთ სრულად