
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო.
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო.
თუ სამყაროს შექმნა ღვთის სიყვარულის საქმეა, მაშინ ადამიანთა გამოსყიდვის საქმე ძე ღვთისას სიკვდილით, არის ღვთის სიყვარულის სასწაული.
სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ.
როდესაც ამბობ: ღმერთი კაცთმოყვარეაო და ამიტომ არ დაგვსჯის, მაშინ შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ თითქოს თუ ის კაცთმოყვარე აღარ იქნება, დაგსჯის.
იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა
იმისათვის, რომ შეგიყვარონ, უნდა თვითონ გიყვარდეს, როგორც ბრძანებს უფლის საყვარელი მოწაფე: "ჩუენ გვიყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ" (1 იოანე 4, 19)
პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
უფალი თავისი უსაზღვრო სიკეთისა და გულმოწყალების გამო ყოველთვის მზადაა, ყოველივე მიანიჭოს ადამიანს, ადამიანი კი ყოველთვის არ არის მზად მისგან რაიმეს მისაღებად.
თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.