ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
image

ისეთი იყავი იესოსთან მიმართებაში, როგორიც გინდა, რომ ის იყოს შენს მიმართ. გსურს, უხვად გადმოღვაროს შენს მიმართ თავისი სიყვარული? მაშ, გაუღე მთელი სისრულით გულის კარი ისეთი იყავი იესოსთან მიმართებაში, როგორიც გინდა, რომ ის...

link
ილია II

ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა, აუცილებლად, სიყვარულით უნდა იყოს გამსჭვალული, რადგან თვით სამყარო მთელი თავისი არსით ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია. ჩვენ რეალურად უნდა აღვიქვათ სამყარო, მაგრამ ეს ხედვა,...

link
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია, მას შეუძლია შესვლა ღმერთთან საიდუმლო ერთობაში, შეუძლია გახდეს ანარეკლი, ღვთაებრივ სრულყოფილებათა ერთგვარი ასახვა. ღვთის სიყვარულის დატევა მხოლოდ ადამიანის სულს შეუძლია,...

link
ილია II

უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა. უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და...

link
წმ. თეოფანე დაყუდებული

ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს და გავარკვიოთ, არის თუ არა ჩვენში სიყვარული. თუ აღმოვაჩენთ, რომ იგი არ არის, ან სუსტია, შევეცადოთ გავაძლიეროთ, რათა არ დავისაჯოთ ღვთის მოძულეებთან ერთად ჩავუკვირდეთ საკუთარ თავს და გავარკვიოთ, არის თუ არა...

link
წმ. ანტონი დიდი

138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი მოკვდავთ მსახურებენ, ესე იგი სტიქიონები - ადამიანს. ეს კი ხდება შემოქმედი ღმერთის კაცთმოყვარეობისა და ბუნებითი სიკეთის შედეგად. 138. მოკვდავნი უკვდავთ ექვემდებარებიან, უკვდავნი კი...

link
წმ. სილუან ათონელი

უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა ისინი მიდიან არაკეთილი გზით, და სადაც არ არის სიყვარული მტრების და ცოდვილთა მიმართ, იქ არ არის სული უფლისა. უფალს ეცოდება ყველა ცოდვილი, როგორც დედას თავისი...

link
ილია II

ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი. ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის,...

link
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

შიმშილი უცნაური და უჩინარი რამ არის; ხოლო წყურვილი - მწველი, აშკარა და ყველასათვის მისახვედრი; ამიტომ ამბობდა ღვთისმოყვარე: "სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა" შიმშილი უცნაური და უჩინარი რამ არის; ხოლო წყურვილი -...

link

ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარა იგი დაცემული; თავად მოვიდა მის აღსადგენად და უთხრა: "განიღვიძე, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით!" (ეფეს. 5,14). ძე ღვთისას უყვარდა დაუცემელი ადამიანი, მაგრამ კიდევ...

link
6